პროგნოზი

Coxiella burnetii-ით ინფიცირებული ადამიანების 60%-მდე უსიმპტომო რჩება​​[26]​ მათთვის, ვისაც აქვს სიმპტომები, უმრავლესობას ექნება მსუბუქი დაავადება ჰოსპიტალიზაციის საჭიროების გარეშე. ჰოსპიტალიზებულია დაინფიცირებული ადამიანების მხოლოდ 2-6%.[5][38] მწვავე ინფექციის მქონე პირების 2%-ში დგება ფატალური გამოსავალი.[11] ინფექციის შემდეგ გამოჯანმრთელების შემთხვევაში შესაძლებელია იმუნიტეტის შეძენა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

C burnetii-ით გამოწვეული ენდოკარდიტის პროგნოზი გაცილებით უმჯობესდება, ხოლო სიკვდილობა უტოლდება ისეთ დაბალ ნიშნულს, როგორიცაა 5 წლის თავზე 5% იმ შემთხვევაში, თუ დიაგნოზი დროულად დგინდება და, ამასთანავე, დოქსიციკლინითა და ჰიდროქსიქლოროქვინით კომბინაციური მკუნალობა ინიშნება ადექვატურად, სათანადო მონიტორინგით.

საგანგაშოა C burnetii-ით გამოწვეული სისხლძარღვოვანი ინფექციების პროგნოზი, თუ პაციენტი არ იტარებს ქირურგიულ ჩარევას ინფიცირებული სისხლძარღვოვანი ქსოვილის ან ხელოვნური სისხლძარღვის მასალის ამოსაკვეთად; სიკვდილობის მაჩვენებელი უტოლდება ისეთ მაღალ ნიშნულს, როგორიცაა 30%.[99] ოპტიმალური მართვის შემთხვევაში (მაგ. რუტინული ქირურგიული ჩარევა ანტიბიოტიკების დაწყებიდან 3 კვირიდან 1 თვის შემდეგ, შემდეგ კი 18-24 თვე კომბინაციური მკურნალობა დოქსიციკლინითა და ჰიდროქსიქლოროქვინით, მედიკამენტების დონის მონიტორინგის ფონზე) სიკვდილობა 7%-ით მცირდება.[99]

C burnetii-ით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა ინფქციების მქონე პაციენტებში, მკურნალობა უნდა შეწყდეს 18 თვის თავზე ბუნებრივი სარქვლის ან სისხლძარღვების ინფექციის მქონე პაციენტებში (სისხლძარღვის ხელოვნური მასალის გარეშე) ან 24 თვის თავზე ხელოვნური სარქვლის ან სისხლძარღვების ინფექციის მქონე პაციენტებში (სისხლძარღვის ხელოვნური მასალით) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სეროლოგიური შედეგი ხელს გვიწყობს (ე.ი. I ფაზაში იმუნოგლობულინი G-ის ხსნარის ტიტრის ორმაგი დაქვეითება, ასევე II ფაზის იმუნოგლობულინი M-ის გაქრობა 1 წლის თავზე).[84] თუ სეროლოგია კარგი არ არის, ანტიბიოტიკოთერაპია უნდა გაგრძელდეს და უნდა დადასტურდეს მედიკამენტის კონცენტრაცია. თუ ვაღწევთ წამლის თერაპიულ დოზას, თუმცა გაუმჯობესება სეროლოგიური შედეგების კუთხით არ გვაქვს, საჭიროა ექსპერტთა მოსაზრების მოსმენა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას