შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
52 წლის კაცი ჰოსპიტალიზებულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ცხელებით. მას 30 დღის განმავლობაში აღენიშნებოდა შეუძლოდ ყოფნა და თავის ტკივილი. პაციენტი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა სასაკლაოზე. ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლინდა სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული რაოდენობა. ტრანსთორაკალურ ექოკარდიოგრაფიაზე ჩანს აორტის სარქვლის ვეგეტაციები. გამომწვევ ორგანიზმზე სისხლის კულტურები განმეორებითად უარყოფითია. ინტრავენური ანტიბიოტიკების მიწოდების ფონზე დადებითი დინამიკა არ ვლინდება, რაც აჩენს ქირურგიული ჩარევისა და სარქვლის ჩანაცვლების საჭიროებას. ქირურგიული ჩარევის შემდეგ პასუხი Coxiella burnetii-ის საეროლოგიებზე დადებითია. დიაგნოზი დადასტურდა გულის სარქვლის ამოჭრილი ქსოვილის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით.
შემთხვევის ანამნეზი #2
65 წლის პენსიაზე მყოფი კაცი, რომელსაც განსაკუთრებულად საყურადღებო ანამნეზი არ აღენიშნება და ცხოვრობს C brunetii-ის ენდემურ რეგიონში, მოსულია კლინიკაში ფებრილური მწვავე ჰეპატიტით, რომელიც სპონტანურად ალაგდა მკურნალობის გარეშე. ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის სურათი ნორმაშია. შემდგომი მეთვალყურეობის 3 თვის თავზე, კონსულტაციის დროს პაციენტი უსიმპტომოა, თუმცა C რეაქტიული ცილის მაჩვენებელი შეადგენს 476 ნანომოლ/ლ-ს (50 მგ/ლ). სრულდება C brunetii-ს სეროლოგია. იმუნოგლობულინი G-ის, იმუნოგლობულინი M-ის და იმუნოგლობულინი A-ს I ფაზის ტიტრები არის 1:51,200, 0, და 1:3200 (მიმდევრობა დაცულია). იმუნოგლობულინი G-ს , იმუნოგლობულინი M-ის და იმუნოგლობულინი A-ს II ფაზის ტიტრები არის 1:102,400, 0, და 1:6400 (მიმდევრობა დაცულია). სისხლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია C brunetii-ზე უარყოფითია. პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია/კომპიუტერული ტომოგრაფიით ვლინდება აორტის სარქვლის ფიქსაცია, ამასთან, ორი ანევრიზმა გულმკერდისა და წელის აორტაზე.
სხვა გამოვლინებები
21 წლის მამრობითი სქესის ჯარისკაცი წარმოდგენილია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ერაყიდან დაბრუნებიდან 7 დღის შემდეგ და აღენიშნება მძიმე თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, ხველა და მაღალი ცხელება. ლაბორატორიული კვლევებით ვლინდება სისხლის თეთრი უჯრედებისა და ტრანსამინაზების დონის მატება. B და C ჰეპატიტის სეროლოგიური კვლევის შედეგები უარყოფითია; აივ ტესტი ასევე უარყოფითი შედეგით სრულდება. გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე იკვეთება კვანძოვანი დაჩრდილვები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას