განხილვები პაციენტთან
ეპიდაფეთქებები დაფიქსირებულია პროფესიული ექსპოზიციების დროს, მაგ. ვეტერინარებში, ხორცის გადამამუშავებელი ქარხნების მუშაკებში, ცხვართან და რძის პროდუქტებთან მომუშავე პირებში, საქონლის ფერმერებში და მკვლევარებში, რომლებიც ცხვრებზე მუშაობდნენ. შესაბამისად, პრევენცია და კონტროლი მეტწილად ამ ჯგუფებსა და გარემოს უნდა ეხებოდეს. თუმცა, საჭიროა ზოგადი მოსახლეობის ინფორმირებაც ინფექციის წყაროების შესახებ.[109] ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირებში, რომელთაც აქვთ პერსისტენტული ფოკალური ინფექციის მაღალი რისკი (ორსული ქალები და პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ წინმსწრები ვალვულოპათია ან ვასკულოპათია, ასევე აივ ინფექციის ან ქიმიოთერაპიის შედეგად განვითარებული იმუნოკომპრომისული სტატუსის მქონე პაციენტები.).
C burnetii-ის ბაქტერიები ვლინდება დედის რძეში; შესაბამისად, ძუძუთი კვება ინფიცირებულ პაციენტებში რეკომენდებული არ არის. ძუძუთი კვების შეწყვეტასთან დაკავშირებით დადასტურებული გადაწყვეტილების მისაღებად შესაძლებელია დედის რძეში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ჩატარება C burnetii-ზე.
Australian Q fever register Opens in new window CDC: Q fever Opens in new window
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას