ეპიდემიოლოგია

Coxiella burnetii-ის ინფექცია აღრიცხულია ქვეყანათა უმრავლესობაში, თუმცა არა ახალ ზელანდიასა და პოლინეზიაში.[5] C burnetii-ის გავრცელება ყველაზე მაღალია აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.[6]​ გვინეის რესპუბლიკაში C burnetii-ის ძირითადი გადამცემები ტკიპებია.[7]​ ერთმა სისტემატურმა მიმოხილვამ, რომელიც აფასებს ევროპულ კვლევებს, აღნიშნა Coxiella spp-ის მნიშვნელოვნად მაღალი გავრცელების შესახებ. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ტკიპებში.[8]​ 2019 წელს ევროკავშირში/ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EU/EEA) დაფიქსირდა 1069 შემთხვევა, რომელთაგან 958 (90%) დადასტურებული იყო.[9]​ დაავადება ენდემურია ავსტრალიაში და მტკიცედ არის დაკავშირებული პირუტყვის და სასაკლაოების არსებობასთან.[5][10]​​​​ აშშ-ში სიხშირე მაღალია შუა დასავლეთში, თუმცა კალიფორნიაში დაფიქსირდა შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა.[11] 2019 წელს აშშ-ში დაფიქსირდა 178 მწვავე და 34 ქრონიკული Q ცხელების შემთხვევა.[12] ყველაზე ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება, რომელიც დღემდე ფიქსირდება, მომხდარია ნიდერლანდებში, 2007-2009 წლებში, როდესაც აღირიცხა 4,000-ზე მეტი შემთხვევა.[13][14][15][16][17]​​​​ ეპიდემია ძირითადად შემოიფარგლებოდა ქვეყნის სამხრეთით და წყაროდ თხის რძე იყო დასახელებული. ჯგუფური შემთხვევები დაფიქსირდა ისრაელში (მათ შორის ეპიდაფეთქება სკოლაში) და ტაივანში.[18][19][20]C brunetii-ის ინფექცია დაფიქსირებულია აგრეთვე ერაყიდან, და იშვიათ შემთხვევებში, ავღანეთიდან დაბრუნებულ აშშ-ის სამხედრო პერსონალში.[21][22][23]​​​​ გარდა ამისა, დაფიქსირდა შემთხვევები ტროპიკებიდან და ავსტრალიიდან ახლახან დაბრუნებულ მოგზაურებში.[24][25]​​​​ შემთხვევები უფრო ხშირად გვხვდება გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში.[26]

ინფექციის განვითარების რისკის ქვეშ მდგომ პოპულაციებში შედიან: ფერმერები, ვეტერინარები და სასაკლაოს მუშები. ლაბორატორიის მედპერსონალი ასევე ითვლება ინფექციის განვითარების რისკის ქვეშ მყოფ პოპულაციად.[27][28]C brunetii-ის ინფექცია არის მეორე ყველაზე ხშირი ლაბორატორიაში დაფიქსირებული ინფექცია. ზოგიერთ დაწესებულებაში აღრიცხულია ინფექციის აფეთქება, რომელმაც მოიცვა 15 ან მეტი პირი. კონკრეტული რასა დაავადების მიმართ მოწყვლადი არ არის, თუმცა ინფექცია უფრო ხშირად კაცებში გვხვდება.[5] ავსტრალიაში და საფრანგეთში მამაკაცები 5-ჯერ და 2.5-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ვიდრე ქალები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მამაკაცებში მაღალი პროფესიული ექსპოზიციით ან ქალებში 17-ბეტა-ესტრადიოლის დამცავი როლით..[5][29]​ ეს დაავადება იშვიათია ბავშვებში და პაციენტების უმეტესობა 15 წელზე უფროსი ასაკისაა.[30]C burnetii ინფექცია უფრო გავრცელებულია 30-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანებში.[31][30]​ აშშ-ში 60-დან 64 წლამდე ასაკის მოზრდილებს აქვთ Q ცხელების ყველაზე მაღალი ასაკთან დაკავშირებული რისკი.[12]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას