პირველადი პრევენცია

ვაქცინაცია პრევენციული ზომაა, რომელიც პრაქტიკაში რამოდენიმე ქვეყააში გამოიყენება.[2][38] ავსტრალიაში არსებობს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ვაქცინაციის პროგრამა.[5][47] გამოყენებაში მყოფი სრულუჯრედული ვაქცინა ხასიათდება >95%-იანი 5 წლიანი მიზნობრივი ეფექტურობით.[48][49][50] ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ვაქცინაცია რეკომენდებულია პირუტყვთან ხელით შეხებაში მყოფი პირებისთვის, სასაკლაოს მუშებისთვის, არაპასტერიზებულ რძის პროდუქტებთან კონტაქტში მყოფი ინდივიდებისთვის, ვეტერინარებისთვის და ლაბორატორიის იმ თანამშრომლებისთვის, რომელთაც უწევთ მიკროორგანიზმთან მუშაობა.[5] საჭიროა ვაქცინაციის წინა სკრინინგი, რომელიც მოიცავს ანამნეზს, კანის ტესტს და სეროლოგიურ კვლევას. უწინ Coxiella brunetii-თან ექსპოზირებულ ინდივიდებს არ უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია, ვინაიდან არსებობს ინექციის მიდამოში მძიმე რეაქციების განვითარების რისკი.

ერთ-ერთი სისტემური მიმოხილვის მიხედვით ჰენზერლინგის I ფაზის ვაქცინა იწვევდა მწვავე Q ცხელების ეფექტურ პრევენციას ცხოველებთან (ან მათ პროდუქტებთან) ხელით შეხებაში მყოფი პირებისთვის და მათთვის, ვინც დასაქმებულია სასაკლაოზე, თუმცა ცხოველებთან პირდაპირ არ ექსპოზირდება. თუმცა, აღნიშნულმა სისტემურმა მიმოხილვამ მოხსენებაში დააფიქსირა შემდეგი გარემოებაც, რომ მიმოხილვაში შეყვანილ მონაცემებში არსებობდა სისტემური ცდომილებები, შესაბამისად, მტკიცებულებები საკმარისად მყარი არ არის ვაქცინაციის ეფექტის ექსტრაპოლაციისთვის.[51]

პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებიან პერსისტენტული ფოკალური ინფექციის განვითარების რისკის ქვეშ (მაგ. ორსულობა, არსებული ვალვულოპათია ან ვასკულოპათია, ასევე აივ ინფექციის ან ქიმიოთერაპიის შედეგად განვითრებული იმუნოკომპრომისული სტატუსი), თავიდან უნდა აირიდონ არაპასტერიზებული რძე და კონტაქტი სანაყოფე ქსოვილებთან. მძიმე ვალვულოპათიის ან ვასკულოპათიის მქონე პაციენტები ხელახლა უნდა კლასიფიცირდნენ პროფესიონალების მიერ. ლაბორატორიებში C brunetii-ის კულტივირება უნდა მოხდეს ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის კატეგორიის პირობებში, ვინაიდან ორგანიზმს გააჩნია მნიშვნელოვანი ინფექციურობა და მის ბიოტერორიზმად გამოყენების პოტენციალი.[2][52]

მეორეული პრევენცია

აშშ-ში Coxiella burnetii-ის ინფექცია შეტყობინებადი დაავადებაა; თუმცა, ბევრ სხვა ქვეყანაში ინფექციის შეტყობინება სავალდებულო არ არის.

ექსპოზიციის შემდეგ პროფილაქტიკური ანტიბოიტიკების გამოყენება ფართოდ არ არის რეკომენდებული, რადგანაც პრევენციული მიზნობრივი ეფექტურობა სავარაუდოდ ვიწროა. თუმცა, ექსპოზიციის დროის ზუსტი გათვლის შემთხვევაში, რისკისა და სარგებლის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა ორსულებსა და სხვა მაღალრისკიან ჯგუფებში შეიძლება გამართლებული იყოს მასიური ექსპოზიციის შემთხვევებში, როგორიცაა ბიოტერორიზმი.[110] ჯანმრთელი მოსახლეობის რუტინული ექსპოზიციის შემთხვევებში ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა რეკომენდებული არ არის. Health Protection Agency (UK): CBRN incidents - clinical management & health protection Opens in new window

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას