ეტიოლოგია
ინფექციას იწვევს გრამუარყოფითი, პლეომორფული ინტრაცელულარული ბაქტერია Coxiella burnetii.[1][2] ბაქტერია თავდაპირველი კლასიფიკაციის მიხედვით განეკუთვნებოდა Rickettsia-ის გვარს, თუმცა 16S რიბოსომული დნმ-ის გათვალისწინებით და გენომის სეკვენსირების შედეგად იგი ლეგიონელასა და Francisella-თან ერთად კლასიფიცირდა Legionellale-ების გვარში, პროტეობაქტერიების ქვედანაყოფში.[5][32]
C brunetii-ის ინფექცია გადადის ორგანიზმის შემცველი აეროზოლირებული ნაწილაკების ინჰალაციით ან შესაძლოა გადაყლაპვით.[33] ბაქტერია იმყოფება ცხოველთა რეზერვუარებში. ყველაზე გავრცელებული მასპინძლები არიან ცხვრები, თხა და ხბოები,თუმცა მრავალი სახეობა შეიძლება იყოს ინფიცირებული და პოტენციურად გადასცეს დაავადება ადამიანებს. ბაქტერიის იზოლაცია ასევე მოხერხდა ტკიპებიდანაც, თუმცა, მიჩნეულია, რომ ფეხსახსრიანებით გამოწვეული ტრანსმისია საკმაოდ უმნიშვნელო როლს თამაშობს ადამიანის ინფექციის ეპიდემიოლოგიაში. ადამიანების ინფიცირება ხდება ცხოველის სანაყოფე ქსოვილებთან ან, იშვიათ შემთხვვებში, ფეკალიებთან, რძესთან ან შარდთან ექსპოზიციის შედეგად. აღნიშნული პროდუქტები აბინძურებენ მიწასა და გარემოს, რაც აჩენს დაბინძურებული მტვრის ქარით გადატანის რისკს. მშობიარობის პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით ბაქტერიას, რომელიც გაშრობის შემდეგ შეიძლება გახდეს აეროზოლირებული და ინფექციური დარჩეს რამდენიმე თვის განმავლობაში. ინფიცირებული ცხვრის პლაცენტა შეიცავს 10⁹-მდე რაოდენობის ორგანიზმს ქსოვილის ერთ გრამზე. ცხოველებთან პირდაპირი კონტაქტი არ არის საჭირო ინფექციისთვის; დაფიქსირდა შემთხვევები წყალსაცავის ცხოველებთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე.[34]
დაავადება, პირველ რიგში, ზოონოზურია, თუმცა ჰოსპიტალურ გარემოში დაფიქსირებულია ადამიანიდან ადამიანზე ტრანსმისიის ფაქტებიც.[35] აგრეთვე აღრიცხულია ინფექციის სქესობრივი გზით და სისხლის გადასხმით საშუალებით ტრანსმისიის იშვიათი შემთხვევებიც.[36][37]
პათოფიზიოლოგია
მცირე რაოდენობასაც (1-10 ბაქტერია) კი შეუძლია გამოიწვიოს ინფექცია.[1][38] ინკუბაციური პერიოდი, დაახლოებით, 2-3 კვირის განმავლობაში გრძელდება (დიაპაზონი: 1-6 კვირა). როდესაც ინფიცირებული ნაწილაკები შეაღწევენ მასპინძელში, მიკროორგანიზმი მრავლდება მაკროფაგების ფაგოლიზოსომებსა და მონოციტებში, შესაბამისად, თავიდან ირიდებს ფაგოციტოზს. თუ ხდება ბაქტერიის ინჰალაცია, ფილტვის ინფიცირებული მაკროფაგები, ინფექციას, ძირითადად, ავრცელებენ სისტემურად ღვიძლში, ელენთაში და ძვლის ტვინში. მასპინძელში ბაქტერიების სისტემური ინვაზია იწვევს სიმპტომებისა და მრავალი კლინიკური გამოვლინების დაწყებას, რაც დამოკიდებულია ინოკულუმის მოცულობასა და მასპინძლის პასუხზე.[39] იმუნოკომპეტენტურ მასპინძლებში, ანთებითი რეაქცია შესაძლოა აღმოცენდეს იმუნური მექანიზმებით, რომელთა მოქმედება გამოიხატება არამანეკროზებელი გრანულომების ჩამოყალიბებით ღვიძლში ან ძვლის ტვინში. ამ გრანულომებს ეწოდებათ დონატისებრი გრანულომები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ღვიძლში "დონატის გრანულომა", რომელიც დამახასიათებელია მწვავე Coxiella burnetii-ს ჰეპატიტისთვის. შესამჩნევია სპეციფიკური გრანულომის მორფოლოგია, დონატის ფორმით. გრანულომაში ბაქტერია შეიძლება ვერ დაინახოთHubert Lepidi, Institut Hospitalo-Universitaire Méditerranée Infection [Citation ends].
პაციენტთა მცირე ჯგუფში პირველადი ინფექცია იწვევს პერსისტენტულ ფოკალურ ინფექციებს.[3] ინფქეციის განვითარება დამოკიდებულია როგორც მასპინძლის, ასევე ბაქტერიულ ფაქტორებზე. მაგ. პაციენტთა მცირე ჯგუფში, მაკროფაგები ვერ ახერხებენ მიკროორგანიზმის განადგურებას, ვინაიდან გამოიყოფა დიდი რაოდენობით ინტერლეიკინ-10, რომელსაც წარმოქმნიან ინფიცირებული მონოციტები.[40] პაციენტებს, რომელთაც უდგინდებათ ფოკალური პერსისტენული ინფექციები, უმჟღავნდებათ ინტერლეიკინ-10-ის მაღალი შემცველობები. პერსისტენტული ფოკალური ინფექციის განვითარების რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში შედიან: ორსული ქალები და პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ წინმსწრები ვალვულოპათია ან ვასკულოპათია, ასევე აივ ინფექციის ან ქიმიოთერაპიის შედეგად განვითარებული იმუნოკომპრომისული სტატუსის მქონე პაციენტები.[38][41]
მიუხედავად იმისა, რომ C burnetii-ის სასიცოცხლო ციკლი გაურკვეველია, არსებობს ორგანიზმის ორი ვარიანტი (პატარა და დიდი), რომლებიც ადვილად გამოირჩევა ელექტრონული მიკროსკოპით.[5][42] წვრილუჯრედოვანი ვარიანტები ("ფსევდოსპორები") მდგრადია სითბოს, გამოშრობისა და მრავალი სადეზინფექციო საშუალების მიმართ, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზმს სიცოცხლსუნარიანი დარჩეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მაგალითად, ბაქტერიას შეუძლია შენახულ ხორცში დაბალ ტემპერატურაზე 1 თვე და ოთახის ტემპერატურაზე უცხიმო რძეში 40 თვის განმავლობაში გადარჩენა.[43]
C brunetii-ის აქვს 2 ანტიგენური ფორმა.[5] პაციენტებიდან ან ლაბორატორიული ცხოველებიდან მოპოვებული ბაქტერიები გამოხატავენ I ფაზის ანტიგენს, ამ დროს ბაქტერია ითვლება ვირულენტურად. ბაქტერიები, რომლებიც მოპოვებულია უჯრედებიდან ქვეკულტურის შემდეგ ან ემბრიონული კვერცხებიდან, გამოხატავენ ანტიგენურ ცვლას და II ფაზის ანტიგენს, რომელიც მიჩნეულია ავირულენტურ ფორმად. I და II ფაზის უჯრედები შეიცავენ პლაზმიდებს, თუმცა მათი როლი პათოგენეზის განვითარებაში კარგად შესწავლილი არ არის.[38] დიაგნოზის დადასტურებისთვის მოწმდება I და II ფაზის ანტიგენების საწინააღმდეგო ანტისხეულების დონე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: Coxiella burnetii ვაკუოლაში. ვერო უჯრედის მშრალი სურათი, ჩანს ვაკუოლის შიგთავსი, სადაც იზრდება Coxiella burnetiiNational Institute of Allergy and Infectious Diseases (NIAID); National Institutes of Health (NIH) [Citation ends].
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას