სკრინინგი

ბაქტერიურიის სკრინინგი ხანგრძლივი კათეტერიზაციის შემთხვევაში რეკომენდებული არ არის.[4][49]

მოზრდილ მამაკაცებში უსიმპტომო ბაქტერიურიის სკრინინგი და მკურნალობა არ არის რეკომენდებული (გარდა გეგმიური უროლოგიური პროცედურების წინ, რომლის დროსაც ლორწოვანის მთლიანობა ირღვევა), რადგანაც უსიმპტომო ბაქტერიურიის აღმოფხვრა არ ცვლის ავადობას ან სიკვდილობას.[4][49] თუმცა, იმ უროლოგიური პროცედურების წინ, რომლის დროსაც შეიძლება დაზიანდეს საშარდე ტრაქტის ლორწოვანი გარსი, საჭიროა ვეცადოთ შარდის გასტერილებას, რაც ბაქტერიემიისა და სეფსისის რისკს შეამცირებს.[50]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას