შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

59 წლის მამაკაცი აღწერს შარდვის სიხშირეს, მოთხოვნილებას და დიზურიას რამდენიმე დღის განმავლობაში. ის უარყოფს ჰემატურიის ან პენისიდან გამონადენის არსებობას, მაგრამ უმეტესად ღამით აქვს ნოქტურიის 3 ეპიზოდი. გადატანილი ანამნეზი მოიცავს წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას. პაციენტი მონოგამიურ ურთიერთობაშია მეუღლესთან.

შემთხვევის ანამნეზი #2

70 წლის მამაკაცი, რომელიც 4 დღეა ჰოსპიტალიზებულია გულის შეგუბებითი უკმარისობის გამწვავების გამო, ამჟამად უჩივის ზურგის ცალმხრივ ტკივილს. პაციენტს კლინიკაში მოთავსებისას ჩაედგა შარდსადენის კათეტერი, რათა დაკვირვებოდნენ სითხის გამოყოფას. პაციენტი ამბობს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბოქვენზედა არეში დისკომფორტს განიცდის. გასინჯვით დგინდება ცხელება, ბოქვენზედა მტკივნეულობა და კოსტოვერტებრალური კუთხის მტკივნეულობა.

სხვა გამოვლინებები

საშარდე გზების ინფექციის (UTI) სპეციფიკური სიმპტომები მოიცავს დიზურიას, გახშირებულ შარდვას, მოშარდვის გაძლიერებულ სურვილს, ტკივილს ბოქვენზედა არეში ან კოსტოვერტებრალურ კუთხეში. თუმცა, მამაკაცებში შესაძლებელია განვითარდეს ცხელება და გამონადენი შარდსადინრიდან.[5][6] ზოგიერთი პაციენტი შეიძლება უჩიოდეს წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ან შარდსადინრის სტრიქტურის სიმპტომებს, როგორიცაა შეუკავებლობა, არასრული დაცლა ან ნიქტურია. დამატებით, შეიძლება გამოვლინდეს პროსტატიტის სიმპტომებიც, როგორიცაა რექტული ან პერინეული ტკივილი. ხანდაზმულ პაციენტებში საშარდე გზების ინფექციის დროს შესაძლებელია ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება. თუმცა, ამ ჯგუფში უსიმპტომო ბაქტერიურიის მაღალი პრევალენტობის გამო, მნიშვნელოვანია ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილების განსხვავებული მიზეზების გამოკვლევაც, შარდის ანალიზის ან კულტურის პათოლოგიური შედეგების მიუხედავად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას