მონიტორინგი

საშარდე გზების მწვავე ინფექციის (UTI) მკურნალობის დასრულების შემდეგ მამაკაცებს ესაჭიროებათ კლინიკური დაკვირვება 2-4 კვირის განმავლობაში. ამ ვიზიტის დროს საჭირო არ არის დამატებითი კვლევები, თუმცა ექიმმა უნდა უზრუნველყოს სიმპტომების სრული კუპირება და ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულება. ასევე საჭიროა გართულებული ინფექციის შესაძლო ფაქტორების იდენტიფიცირება. პაციენტს უნდა ავუხსნათ, რომ საშარდე გზების ინფექციის განმეორება საჭიროებს საშარდე გზების დეტალურ ვიზუალურ გამოკვლევას.

საშარდე გზების ინფექციის გამო ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს ესაჭიროებათ ხელახალი შეფასება. რადიოლოგიური კვლევა ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, თუ ჰოსპიტალიზაცია საჭირო იყო წარუმატებელი მკურნალობის ან პიელონეფრიტის გამო.

მიმდინარე კლინიკური დაკვირვება საჭიროა კათეტერების მქონე პაციენტებში; პროფილაქტიკური ანტიბიოტიკები ნაჩვენები არ არის.[32][72] კათეტერი რაც შეიძლება მალე უნდა ამოვიღოთ. კათეტერის ამოღების შემდეგ უსიმპტომო ბაქტერიურიის სკრინინგი ნაჩვენები არ არის.[4]

უსიმპტომო ბაქტერიურიის მქონე პაციენტების ხელახალი შეფასება საჭირო არ არის, გარდა საშარდე გზებთან დაკავშირებული პროცედურების წინ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას