კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
შარდის ანალიზი მარკერ-ზოლით
ტესტი
როგორც პიურია, ასევე ნიტრიტების არსებობა შესაძლოა მიუთითებდეს ინფექციაზე, თუმცა მათი ერთდროულად არსებობა ზრდის მგრძნობელობას, რომელიც საბოლოოდ მერყეობს 68%-დან 88%-მდე[43][44]
ხოლო ორივე მონაცემის უარყოფითობის შემთხვევაში ტესტი წარმოადგენს ინფექციის არარსებობის საკმაოდ ზუსტ პროგნოზულ ფაქტორს, რომლის სპეციფიკურობა მერყეობს 77%-დან 100%-მდე ნებისმიერ მოსახლეობაში.[43][44]
მოხუცთა თავშესაფარში შარდის ანალიზი ინფექციის არსებობის განსაზღვირს თვალსაზრისით ნაკლებად სარწმუნოა, ვინაიდან ასეთი პაციენტების დიდ ნაწილს აღენიშნება ასიმპტომურ ბაქტერიურიასთან დაკავშირებული პიურია.[4][11] ამასთანავე, შარდის ანალიზი არ არის სარწმუნო კათეტერით გამოწვეული საშარდე გზების ინფექციის (UTI) არსებობის დასადგენად.[16]
შედეგი
დადებითი ლეიკოციტ ესთერაზა და/ან ნიტრიტი
შარდის მიკროსკოპია
ტესტი
დაგვეხმარება ლეიკოციტების გამოვლენაში და ბაქტერიების არსებობის აღმოჩენაში. ერთ-ერთ კვლევაში გამოვლინდა, რომ 10 ლეიკოციტი/მმ³-ზე ხასიათდება 71% მგრძნობელობით და 76% სპეციფიკურობით.[44]
შედეგი
ლეიკოციტები და/ან ბაქტერიები
შარდის ბაქტერემიული ანალიზი
ტესტი
≥10² კოლონიის წარმომქმნელი ერთეული/მლ არსებობა ერთი, ან ძირითადად ერთი ორგანიზმის მიერ ხასიათდება 95%-იანი მგრძნობელობითა და 85%-იანი სპეციფიკურობით სიმპტომურ მამაკაცებში.[48]
ასევე გამოსადეგია შარდის ნაკადის შუა ნაწილის სინჯი კულტურისათვის, რომლის მგრძნობელობა და სპეციფიკურობა მსგავსია ბოქვენის ზედა ნაწილში შარდის ბუშტიდან მოპოვებული ასპირატისა და შარდსადენის კათეტერიზაციის შედეგად მოპოვებული სინჯის მგრძნობელობისა და სპეციფიკურობისა.[44]
მამაკაცების 40%, ხანგრძლივი მკურნალობის დაწესებულებებში, ექნებათ საშარდე გზებთან დაკავშირებული ბაქტერიების ზრდა ≥10^5 კოლონიის წარმომქმნელი ერთეული/მლ, სიმპტომების გარეშე (ასიმპტომური ბაქტერიურია).[4]
შედეგი
≥10² კოლონიის წარმომქმნელი ერთეული/მლ
გრამის წესით შეღებვა
ტესტი
შესაძლებელია დაგვეხმაროს თავდაპირველი ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპიის შერჩევაში; თუმცა მეთოდი არასაკმარისად ზუსტია.
შარდის ანალიზის მსგავსად გრამის წესით შეღებვა ინფექციის არარსებობის პროგნოზულ ფაქტორს განსაზღვრავს.
ერთ-ერთ კვლევაში გამოიკვლიეს 4900 ნიმუში, რათა განესაზღვრათ გრამდადებითი კოკებისა და გრამუარყოფითი ჩხირების მგრძნობელობა. აღმოჩნდა, რომ კოკებს ჰქონდათ 63% მგრძნობელობა და 91% სპეციფიკურობა, ხოლო ჩხირებს- შესაბამისად, 45% და 94%.[15]
შედეგი
ბაქტერია
გასათვალისწინებელი კვლევები
თირკმლების ტრაქტის CT სკანირება
ტესტი
გვაწვდის მაღალი ხარისხის დეტალურ ანატომიურ ინფორმაციას და საუკეთესო მეთოდია პერირენული აბსცესის გამოვლენისათვის.
უნდა გამოვიყენოთ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შარდის ბუშტის დაცლის დისფუნქცია თვალსაჩინო მიზეზის გარეშე, როგორიცაა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (BPH), მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, პერსისტენტული ჰემატურიის მქონე მამაკაცებში ან საშარდე გზების ზედა ნაწილის ინფქეციის ნიშნების მქონე პირებში.[1][3]
შედეგი
პერირენული აბსცესი, საშარდე კენჭები ან სიმსივეები
ულტრაბგერითი გამოკვლევით
ტესტი
უნდა გამოვიყენოთ სტრუქტურული ანომალიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებათ თვალსაჩინო გამომწვევი მიზეზი, როგორიცაა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, ასევე მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, პერსისტენტული ჰემატურიის პირობებში, და საშარდე ტრაქტის ზედა ნაწილის ინფქეციის სიმპტომების არსებობისას.[1][3]
ულტრაბგერა ინტრავენურ უროგრამაზე უკეთესი მეთოდია, ვინაიდან არაინვაზიურია და არ საჭიროებს საკონტრასტო აგენტების გამოყენებას.
შედეგი
გამორიცხავს ობსტრუქციას
თირკმლის, შარდსაწვეთის და შარდის ბუშტის ჩვეულებრივი რენტგენი
ტესტი
არ არის სარწმუნო
უნდა გამოვიყენოთ სტრუქტურული ანომალიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებათ თვალსაჩინო გამომწვევი მიზეზი, როგორიცაა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, ასევე მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, პერსისტენტული ჰემატურიის პირობებში, და საშარდე ტრაქტის ზედა ნაწილის ინფქეციის სიმპტომების არსებობისას.[1][3]
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელშიც მონაწილებოდა 114 მამაკაცი (საშუალო ასაკი 54 წელი) დადგინდა, რომ თირკმლების, შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის ჩვეულებრივი რენტგენი ულტრაბგერით გამოკვლევასთან ერთად, უპირატესია ინტრავენურ უროგრამაზე საშარდე გზების სტრუქტურული ანომალიების გამოვლენის თვალსაზრისით.[26]
შედეგი
კენჭები საშარდე ტრაქტში, აბსცესი
ინტრავენური უროგრამა
ტესტი
უნდა გამოვიყენოთ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შარდის დაცლის დისფუნქცია თვალსაჩინო მიზეზის გარეშე, როგორიცაა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, პერსისტენტული ჰემატურიის მქონე პაციენტებში ან საშარდე გზების ტრაქტის ზედა ნაწილის ინფქეციის ნიშნების მქონე პირებში.[1][3]
თირკმლების, შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის ჩვეულებრივმა რენტგენმა ულტრაბგერასთნ ერთად შესაძლოა მოგვცეს ინტრავენური უროგრაფიის მსგავსად კარგი შედეგები.[26]
შედეგი
გამორიცხავს ობსტრუქციას
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას