გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
გრძელვადიანი
დაბალი

მოზრდილ მამაკაცებში თირკმლის დაზიანების რისკფაქტორებია: პროსტატიტი, ობსტრუქცია, კენჭები და კათეტერის არსებობა.[5]

აღნიშნულ პაციენტებს უფრო მაღალი ალბათობით ექნებათ განმეორებითი ინფექცია, რაც საშარდე გზების რადიოლოგიური გამოკვლევის საჭიროებას ქმნის. საჭიროა უროლოგთან კონსულტაცია.

ცვლადი
საშუალო

საშარდე გზების ინფექციის მქონე ზოგიერთი მამაკაცი შეიძლება ატარებდეს ბაქტერიებს წინამდებარე ჯირკვალში. ერთი კვლევის თანახმად, ცხელებით მიმდინარე საშარდე გზების ინფექციების 40%-ში ჩართული იყო წინამდებარე ჯირკვალი.[71]

პროსტატიტის განვითარების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია.[47]

ცვლადი
საშუალო

საშარდე გზების ინფექციის მქონე პაციენტში შეიძლება განვითარდეს ზემო საშარდე გზების ინფექცია ან პიელონეფრიტი. პიელონეფრიტის მქონე პაციენტთა 75%-ს წარსულში გადატანილი აქვს საშარდე გზების ინფექცია.[5]

აღნიშნულ პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია და ინტრავენური ანტიბიოტიკები, გარდა სისტემურად სტაბილური შემთხვევებისა.

თუ თავდაპირველ ანტიბიოტიკოთერაპიაზე პასუხი არ ვლინდება, კომპიუტერული ტომოგრაფიით (CT) უნდა გამოირიცხოს პერირენული აბსცესი. უროლოგის კონსულტაცია საჭიროა აბსცესის ქირურგიული დრენაჟისთვის.

ცვლადი
დაბალი

ბაქტერიემია ხშირი არ არის საშარდე გზების ინფექციების დროს; თუმცა, ინსტრუმენტიზაცია ან კათეტერის არსებობა ზრდის რისკს.[5]

ნაჩვენებია დროული გამოვლენა და სწრაფი, ინდივიდუალური მენეჯმენტი, ადგილობრივი მითითებების შესაბამისად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას