ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძირითადი რისკფაქტორებია საშარდე გზების ობსტრუქცია (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია [BPH], კენჭები, სტრიქტურა), საშარდე გზების გადატანილი ინფექცია (UTI), >50 წლის ასაკი და საშარდე გზების ინსტრუმენტული კვლევა.
დიზურია
მიუთითებს საშარდე გზის ეპითელიუმის ანთებაზე და ყველაზე ხშირად განპირობებულია ინფექციით.[6]
მოშარდვის გაძლიერებული სურვილი
ამ სიმპტომის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის ინფექციის ალბათობას.
გახშირებული შარდვა
ამ სიმპტომის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის ინფექციის ალბათობას.
ბოქვენზედა არის ტკივილი
ამ სიმპტომის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის ინფექციის ალბათობას.
იშვიათი
ნეკნ-ხერხემლის კუთხის ტკივილი
მიუთითებს ინფექციის თირკმლებზე გავრცელებაზე (პიელონეფრიტი), თუმცა უფრო ხშირია საშარდე გზების ინფექცია თირკმლების პირდაპირი ჩართულობის გარეშე.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
შეუკავებლობა
თანმდევია შარდის ნაკადის ობსტრუქციისა (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია).
ნიქტურია
თანმდევია შარდის ნაკადის ობსტრუქციისა (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია).
წინამდებარე ჯირკვლის გადიდება
მიუთითებს პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიაზე.
იშვიათი
წინამდებარე ჯირკვლის მტკივნეულობა
მიუთითებს პროსტატიტის არსებობაზე.
რექტული/პერინეული ტკივილი
შესაძლოა განვითარადეს საშარდე გზების ინფექციასთან დაკავშირებული პროსტატიტის მქონე პაციენტებში.
ცხელება/ჟრჟოლა
გამონადენი შარდსადენიდან
პერიოდულად აღინიშნება გამონადენი.[6]
რისკფაქტორები
ძლიერი
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია
მამაკაცებში საშარდე გზების ინფექციასთან (UTI) დაკავშირებით ჩატარებულ კვლევებში პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია (BPH) და შარდის ნაკადის ობსტრუქციის სხვა მიზეზები ხშირად იდენტიფიცირდება როგორც რისკ-ფაქტორი.[3][6][22]
საშარდე გზების ინფექციის მქონე ახალგაზრდა მამაკაცთა 30%-ს აღენიშნება ტრაქტის ანატომიური ან ფუნქციური პათოლოგია. სიხშირე უფრო მაღალია ხანდაზმულ მამაკაცებში.[10][13][25] მამაკაცებში საშარდე გზების ინფექციების ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საშუალო ასაკი 54 წელია. მამაკაცთა 53%-ს აღენიშნება პათოლოგია საშარდე ტრაქტის ვიზუალიზაციისას.[26]
კენჭები საშარდე გზებში
უროლოგიური ქირურგიული ჩარევა, ინსტრუმენტიზაცია
უროლოგიური ოპერაცია, ინსტრუმენტიზაცია და შარდის დინების ობსტრუქციის სხვა მიზეზები ხშირად განიხილება კვლევებში მამაკაცებში საშარდე გზების ინფექციების რისკფაქტორებად.[3][6][22]
საშარდე გზების ინფექციის მქონე ახალგაზრდა მამაკაცთა 30%-ს აღენიშნება ტრაქტის ანატომიური ან ფუნქციური პათოლოგია. სიხშირე უფრო მაღალია ხანდაზმულ მამაკაცებში.[10][13][25] მამაკაცებში საშარდე გზების ინფექციების ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საშუალო ასაკი 54 წელია. მამაკაცთა 53%-ს აღენიშნება პათოლოგია საშარდე ტრაქტის ვიზუალიზაციისას.[26]
შარდსადინრის სტრიქტურები
ასაკი >50 წელი
საშარდე გზების ინფექციის მქონე ახალგაზრდა მამაკაცთა 30%-ს აღენიშნება ტრაქტის ანატომიური ან ფუნქციური პათოლოგია. სიხშირე უფრო მაღალია ხანდაზმულ მამაკაცებში.[10][13][25] მამაკაცებში საშარდე გზების ინფექციების ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საშუალო ასაკი 54 წელია. მამაკაცთა 53%-ს აღენიშნება პათოლოგია საშარდე ტრაქტის ვიზუალიზაციისას.[26]
მამაკაცებში საშარდე გზების ინფექციის შემთხვევათა უმრავლესობა გვხვდება 50 წელს გადაცილებულ პირებში.[6][9]
უსიმპტომო ბაქტერიურია გვხვდება საზოგადოებაში მცხოვრები მამაკაცების 10% -ში, რომლებიც 80 წელზე უფროსი ასაკის არიან.[10]
გადატანილი UTI
ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, საშარდე გზების ინფექციის ახალი ეპიზოდის რისკი იზრდება ინფექციის ყოველი ეპიზოდის შემდეგ.[5]
კათეტერიზაცია
საშარდე გზების ინფექცია ყველაზე ხშირი ნოზოკომიური ინფექციაა. შემთხვევათა უმეტესობა უკავშირდება კათეტერიზაციას.[8]
ჩადგმიდან 5 დღის განმავლობაში კათეტერის ამოღება ამცირებს დაავადების რისკს.[27]
ქრონიკული კათეტერიზაციის შემთხვევაში კათეტერის გამოცვლა ანტიმიკრობული თერაპიის დაწყებამდე ასევე აუმჯობესებს მიკრობიოლოგიური მკურნალობის შედეგს.[28][29]
სუსტი
ანალური სქესობრივი კავშირი
ვაგინალური სქესობრივი კავშირი
ჰოსპიტალიზაცია ახლო წარსულში
საშარდე გზების ინფექციების შემთხვევათა უმეტესობა არ არის ნოზოკომიური.
წინდაცვეთის გარეშე
წინდაცვეთა ამცირებს ბიჭებში საშარდე გზების ინფექციების რისკს.[31] თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მექანიზმით იმატებს მოზრდილ მამაკაცებში საშარდე გზების ინფექციის რისკი ჩუჩის არსებობისას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას