განხილვები პაციენტთან

პაციენტებს უნდა ავუხსნათ, რომ სიმპტომების განმეორების შემთხვევაში საჭიროა შემდგომი დაკვირვება, რადგანაც ეს შესაძლოა მიუთითებდეს საშარდე გზების ფონურ ფუნქციურ ან ანატომიურ პათოლოგიაზე, რისთვისაც დამატებითი დიაგნოსტიკური შეფასებაა საჭირო.

მამაკაცებში საშარდე გზების ობსტრუქციის სიმპტომების შემთხვევაში, როგორიცაა შარდის შეკავება ან ნიქტურია, საჭიროა კონსულტაცია პოტენციურად კორექტირებადი დარღვევის სამკურნალოდ (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია) საშარდე გზების ინფექციის ხელახალ განვითარებამდე.

მწირი და არადამაჯერებელი/არასაკმარისი მტკიცებულების მიხედვით, მამაკაცებში საშარდე გზების ინფექციის პრევენცია შესაძლებელია მოცვის წვენის გამოყენებით.[38] აღნიშნული რჩევა შეიძლება შეტავაზებული იყოს როგორც წინადადება ცდის სახით, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მან არ უნდა ჩაანაცვლოს სტანდარტული დეტალური გამოკვლევები.

შეიძლება საჭირო გახდეს გარკვეული სქესობრივი ქცევის ცვლილება, მაგალითად ანალური სექსისგან თავის შეკავება იმ პირებში, რომლებსაც საშარდე გზების ინფექცია ამის გამო განუვითარდათ. ასევე, კონდომების გამოყენებით შესაძლებელია შარდსადინარში ბაქტერიების მოხვედრის პრევენცია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას