სკრინინგი

ულტრაბგერითი გამოკვლევით სკრინინგი

კომპრესიული ულტრაბგერითი გამოკვლევა, მწვავე DVT-ს არსებობის გამოსავლენად, საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში სერიოზული ტრავმა აღენიშნებათ, ან ახლო წარსულში მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის პროტეზირება ჩაუტარდათ. თუმცა არ არსებობს დაბეჯითებული მტკიცებულებები. მიიჩნევა, რომ სკრინინგი ამცირებს გვერდითი მოვლენების ინციდენტობას, კერძოდ ფილტვის ემბოლიის ინციდენტობას. ზოგადად, უსიმპტომო პაციენტებში ულტრაბგერითი გამოკვლევით სკრინინგის სიზუსტე არ არის ნათელი, მაგრამ ის სიმპტომურ პაციენტებზე დაპალია.[119] რადგან, ფილტვის ემბოლიის მქონე პაციენტების ნახევარზე ნაკლებს უმტკიცდება ღრმა ვენების თრომბოზის არსებობა ფეხის ულტრაბგერითი სკრინინგით, ფილტვის ემბოლიიის პრევენციისთვის უსიმპტომო ღრმა ვენების თრომბოზის გამოვლენის ღირებულება არ არის გარკვეული. გაიდლაინები სხვადასხვაგვარია ჰოსპიტალიზებულ, ტრავმულ პაციენტებში სკრინინგ-ულტრაბგერასთან დაკავშირებული რეკომენდაციების კუთხით.[127] გულმკერდის ექიმების ამერიკული კოლეჯი მსგავსი სკრინინგის წინააღმდეგია.[66]

თრომბოფილიის სკრინინგი

თრომბოფილიის სკრინინგი იმ პაციენტებში, რომელთაც ღრმა ვენების თრომბოზი არ ჰქონიათ, სავარაუდოდ არ იქნება სასარგებლო, გარდა იშვიათი შემთხვევებისა (მაგ. ოჯახურ ანამნეზში ანტითრომბინის დეფიციტი ქალში, რომელიც ორსულობას გეგმავს).[128]

კიბოს სკრინინგი

ამჟამად კიბოს რუტინული სკრინინგი, ასაკობრივი რუტინული სკრინინგის გარდა, არაპროვოცირებული ღრმა ვენების თრომბოზის მქონე პაციენტებში რეკომენდებული არ არის.[107] დაბალი იყო ფარული კიბოს პრევალენტობა პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ არაპროვოცირებული ვენების თრომბოემბოლიზმის პირველი ეპიზოდი. მუცლისა და მენჯის რუტინული CT სკრინინგი არ იძლევა კლინიკურად მნიშვნელოვან შედეგს.[109]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას