განხილვები პაციენტთან
პაციენტებს დეტალურად უნდა ავუხსნათ ვარფარინის სწორი გამოყენების და INR-ის რეგულარული მონიტორინგის შესახებ. Thrombosis Canada: warfarin point-of-care INR monitoring Opens in new window პაციენტებს უნდა ავუხსნათ შემდეგი:
ვარფარინის ფონზე სისხლის შედედება რთულდება და არსებობს სისხლდენის რისკი.
მედიკამენტის ეფექტი იზომება სისხლის შედედების კვლევით, რომელსაც INR ეწოდება.
ვარფარინის დოზა ხშირად იცვლება დროის განმავლობაში და ხშირია როცა დოზირება ვარირებს კვირის დღირს განმავლობაში (მაგ. 4 მგ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას; 5 მგ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს).
დოზირებისას ძირითადად გათვალისწინებულია კვირის განმავლობაში დოზირება, რადგან დღეების მიხედვით დოზები ვარიაბელურია.
სასურველი თუ სამიზნე INR-ის მაჩვენებელი, ზოგადად, არის 2-სა და 3-ს შორის
მრავალი წამალი ურთიერთქმედებაში შედის ვარფარინთან, ამიტომ ექიმს/სამედიცინო სერვისების მიმწოდებელს , რომელიც მეთვალყურეობს მკურნალობას, აუცილებლად უნდა ეცნობოს რაიმე ახალი მედიკამენტის (მაგ. გამოწერილი წამალი, რეცეპტის გარეშე მიღებული, დანამატი ან ფიტო მედიკამენტი) მიღების დაწყების, დოზის ცვლილების ან შეწყვეტის შესახებ. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებისგან უმჯობესია თავის შეკავება, განსაკუთრებულ შემთხვევებში მათი გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
შეიძლება მედიკამენტი INR-ზე არ მოქმედებდეს, მაგრამ სისხლდენის რისკი შეიძლება მაინც მაღალი იყოს ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებების გამო (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები).
კვების ცვლილებებს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს INR-ზე, განსაკუთრებით საკვების მიღებას, რომელიც დიდი რაოდენობით K ვიტამინს შეიცავს (მაგ. ისპანახი, ბროკოლი); ნებისმიერი რაოდენობის ბოსტნეულის და K-ვიტამინის შემცველი საკვების მიღება დაშვებულია, თუმცა მიღებული რაოდენობა სტაბილური უნდა იყოს კვირიდან კვირამდე. ალკოჰოლის მიღება დასაშვებია სიფრთხილით და მხოლოდ მცირე რაოდენობით. თავი უნდა ავარიდოთ გრეიფრუტის წვენის მიღებას. ალკოჰოლის მიღება დასაშვებია სიფრთხილით და მხოლოდ მცირე რაოდენობით. თავი უნდა ავარიდოთ გრეიფრუტის წვენის მიღებას.
პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი სახის აქტოვიბებისგან, რომელსაც შეიძლება სერიოზული ტრავმატიზმი ან სისხლდენის საშიშროება ახლდეს და თუ ეს შეუძლებელია, უნდა მიიღონ დამატებითი თავდაცვის ზომები.
INR უნდა შემოწმდეს ხშირად (მონიტორინგი). ტარდება სისხლის ანალიზი, ხშირად კვირაში ერთხელ ან ორჯერ, სანამ სტაბილური დოზა არ მიიღწევა. შემდეგ ინტერვალი გახანგრძლივდება (4-12 კვირა).
პაციენტებს უნდა ვასწავლოთ რა მოიმოქმედონ დოზის გამოტოვების შემთხვევაში (მიდგომა განსხვავებულია ვარფარინის მმართველი ექიმების მიხედვით)
პაციენტს ნათლად უნდა ჰქონდეს გარკვეული ვარფარინის დღიური დოზა და ის, რომ ვარფარინის ტაბლეტები განსხვავებული შეფერილობისაა.
ასევე დამხმარეა აბების ყუთი.
მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი პერორული ანტიკოაგულანტები არ საჭიროებს კოაგულაციის ლაბორატორიულ მონიტორინგს და წამალთშორისი ურთიერთქმედებები მინიმალურია ვარფარინთან შედარებით, მაინც გვაქვს გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც შედის ურთიერთქმედებაში ამ კლასთან და იწვევს სიხლდენის ან თრომბოზის მომატებულ რისკს (მაგ. პრიმიდონი, ამიოდარონი, დილტიაზემი, ვერაპამილი, რიფამპიცინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი). წამალშორისი ურთიერთქმედებები მეტწილად დაკავშირებულია P450 ციტოქრომის ფერმენტთან და/ან ტრანსპორტერის გამტარობის გლიკოპროტეინის (P-gp) მექანიზმთან.[198]
პაციენტს უნდა ასწავლონ სისხლდენის და განმეორებითი თრომბოზის ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის ფარგლები, რათა მათი გამოვლენის შემთხვევაში შეეძლოს მიიღოს ადექვატური გადაწყვეტილება , დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დახმარებას თუ არა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას