კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

Wells' ქულა

ტესტი
შედეგი
ტესტი

არ არის დამადასტურებელი ტესტი, მაგრამ უნდა განისაზღვროს ყველა საეჭვო პაციენტში. უელსის ქულა ღრმა ვენების თრომბოზის კლინიკური ალბათობის განმსაზრრელი მეთოდი დაყველაზე ფართოდ მიღებული პრეტესტული ალბათობის ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება დიაგნოსტიკური ალგორითმის ფარგლებში.[89][90] თუ ველსის შედეგი 2 ან 2-ზე მეტია, მდგომარეობის არსებობა მეტად სავარაუდოა (აბსოლუტური რისკი დაახლოებით 40%)[89][90] თუ ველსის კრიტერიუმებით შეფასების შედეგი ნაკლებია 2-ზე,DVT-ს არსებობა ნაკლებსავარაუდოა (ალბათობა <15%-ზე).[89][90] [ ველსის მოდიფიცირებული შკალა ღრმა ვენების თრომბოზისთვის Opens in new window ]

ეს კრიტერიუმები შემდეგში მდგომარეობს:

კიბოს აქტიური ფორმა (ნებისმიერი სახის მკურნალობა ბოლო 6 თვის განმავლობაში): 1 ქულა

წვივის შეშუპება, რომლის დროსაც დაზიანებული ფეხის გარშემოწერილობა სულ მცირე 3 სმ-ით მეტია მეორე წვივის გარშემოწერილობაზე (იზომება წვივის ბორცვიდან ქვემოთ 10 სმ-ზე): 1 ქულა

გამოკვეთილი ზედაპირული ვენები (არა-ვარიკოზული): 1 ქულა

რბილი შეშუპება (შემოიფარგლება სიმპტომური ფეხით): 1 ქულა

მთლიანი ფეხის შეშუპება: 1 ქულა

ღრმა ვენების პროექციის გასწვრივ ლოკალიზებული ტკივილი: 1 ქულა

ქვედა კიდურების დამბლა, პარეზი ან ახლო წარსულში თაბაშირის საჭიროება და ტარება: 1 ქულა

ახლო წარსულში 3 დღეზე მეტი ხნით წოლითი რეჟიმი ან წინა 12 კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევა, რომელიც რეგიონული ან ზოგადი ანესთეზიის ქვეშ მიმდინარეობდა: 1 ქულა

ღრმა ვენების თრომბოზის ან ფილტვის ემბოლიის ანამნეზი: 1 ქულა

ალტერნატიული დიაგნოზი, სულ მცირე "შესაძლო": აკლდება 2 ქულა

ამ ტესტის ვალიდაცია ორსულ პოპულაციაში არ მომხდარა, რის გამოც ის რუტინულად არ უნდა გამოვიყენოთ ორსულებში DVT-ს რისკის სტრატიფიცირებისათვის. სპეციალურად ორსულთა პოპულაციისთვის შექმნილია კლინიკური პროგნოზირების პრინციპი, რომელიც LEFt შეფასებით მოიხსენიება .თუმცა, ეს პრინციპი ჯერ კიდევ საჭიროებს მკაცრ ვალიდაციას და ამიტომ მისი რუტინული გამოყენებაც არ არის რეკომენდებული.[100]

შედეგი

ქულა ≥2: ღრმა ვენების თრომბოზი სავარაუდოა (გადადით რადიოლოგიურ კვლევაზე); ქულა <2: ღრმა ვენების თრომბოზი ნაკლებსავარაუდოა (გადადით D-დიმერის კვლევაზე)

D-დიმერის დონის რაოდენობრივი განსაზღვრა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია, თუ ღრმა ვენების თრომბოზის პრეტესტული პროგნოზირებით მდგომარეობა კლასიფიცირდება როგორც ნაკლებსავარაუდო (ველსის კრიტერიუმებით <2). თუ D-დიმერის დონე ნორმალურია, ღრმა ვენების თრომბოზი გამოირიცხება დაბალი ალბათობის მქონე პაციენტებში.[115] თუ მომატებულია, ნაჩვენებია ვენების დუპლექს ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება.

ამბულატორიული პაციენტებში, ღრმა ვენების თრომბოზზე ეჭვის შემთხვევაში, POC ტესტმა(ტესტი სამედიცინო მომსახურების ადგილზე) შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაპოვებინოს და კლინიკური მონაცემებით დაბალი ალბათობის მქონე პაციენტებში მოგვცეს დაავადების მართვის მიმართულება.[116] მაგალითად, ნეგატიური ტესტი გამორიცხავს DVT-ს, როდესაც პრეტესტული ალბათობა დაბალია.

არ არის დამადასტურებელი კვლევა. მომატებული დონის შემთხვევაში მგრძნობელობა მაღალია, მაგრამ არასპეციფიკური.[89][117][118] ხშირად დარღვეულია ასაკოვან, ღვიძლის მწვავე დაავადების ან ინფექციის მქონე პაციენტებში, ასევე ორსულებში.

პაციენტთა ჯგუფის მიუხედავად, D-დიმერის დადებითი პროგნოზული მაჩვენებლი დაბალია. D-დიმერის დაბალი სპეციფიკურობის გადასაფარად არსებულ მიდგომებში აკორექტირებენ ნორმის ზღვრულ მაჩვენებლებს პაციენტის ასაკის (მაგ. ასაკი [წლები] x 10 მიკროგრამი/ლ [D-დიმერის ანალიზის გმაოყენებით, რომლის ზღრულ მაჩვენებლად აღებულია 500 მიკროგრამი/ლ] 50 წელს გადაცილებულ პაციენტებში) ან პრეტესტული პროგნოზირების მიხედვით (თუ ვიყენებთი 3 კატეგორიის მქონე რისკის შეფასების მოდელს).[92]

D-დიმერის კვლევის როლი ლიმიტირებულია, ყოველი ტრიმესტრის პროპორციულად მისი ფიზიოლოგიური მატების გამო.[98] თუმცა, ასეთ პაციენტებში D-დიმერის ნეგატიური შედეგი შესაძლებელია დაგვეხმაროს DVT-ს გამორიცხვაში.[99]

შედეგი

ნორმალური (ღრმა ვენების თრომბოზი გამოირიცხება, თუ ველსის კრიტერიუმებით <2); მომატებული (გადადით რადიოლოგიურ კვლევაზე)

პროქსიმალური დუპლექს ულტრაბგერა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ვენურ ნაკადის შეფასება დოპლერისა და ვენის კომპრესიის მეშვეობით.

ყველა მაღალი ალბათობის მქონე პაციენტებში(ველსის ქულები 2 ან მეტი) ან დაბალი ალბათობის მქონე (ველსის ქულები<2), მაგრამ D-დიმერის მომატებული დონის მქონე პაციენტებში, პირველი რიგის ტესტებს მიეკუთვნება მუხლქვეშა, ღრმა ბარძაყის, ბარძაყის და საერთო ბარძაყის ვენების კვლევა.[96][Figure caption and citation for the preceding image starts]: მოკლე ღერძული ულტრაბგერითი გამოკვლევა გვიჩვენებს ბარძაყის ვენასა(FV) და ბარძაყის ღრმა ვენას(PFV) ბარძაყის არტერიასთან ახლოს, კომპრესიამდე(მარცხნივ) და კომპრესიის შემდეგ(მარჯვნივ)Jeffrey W. Olin -ის კოლექციიდან; გამოყენება ნებადართულია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3ac30852

მგრძნობელობა და სპეციფიკურობა მაღლია, 95%-ზე მეტია.[119] ვენური ულტრაბგერა მაღალმგრძნობიარეა, რადგან: 1) ქვემო კიდურებზე ღრმა ვენები ადვილად ვიზუალიზდება; 2) მოიცავს მრავალ არეს, რის გამოც მეტი ალბათობაა გამოვლინდეს, სულ მცირე, თრომბის ნაწილი მაინც; 3) კომპრესიის შედეგად ადვილად იდენტიფიცირდება ინტრავასკულარული თრომბი.

ულტრაბგერით გამოკვლევას არ შეუძლია დაადგინოს ვენის თრომბის ზუსტი ასაკი, მაგრამ ის უკეთესია ყველა ამჟამად არსებული გამოსახულებით ტექნიკასთან შედარებით მწვავე, ქვემწვავე, ქრონიკული და გაურკვეველი ასაკის თრომბების დიფერენცირებისას.

მაღალი ალბათობის მქონე პაციენტებში ნაჩვენებია განმეორებითი ულტრაბგერითი გამოკვლევა 5-7 დღეში, თუ საწყისი კვლევით თრომბი ნანახი არ იქნა.

დაბალი ალბათობის მქონე პაციენტებში, ნაჩვენებია განმეორებითი ულტრაბგერითი გამოკვლევა 5-7 დღის შუალედით, თუ D-დიმერის დონე მომატებულია და საწყისი ულტრაბგერითი კვლევა ნორმაში იყო.

ულტრაბგერითი გამოკვლევა შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ პროქსიმალური ღრმა ვენური სისტემით, თუ პაციენტს აქვს დაავადების მაღალი ალბათობა ან მომატებული D-დიმერის დონე და ტარდება განმეორებითი კვლევა პროქსიმალური ულტრაბგრის ნორმალური შედეგიდან 5-7 დღეში.[94] შეიძლება საჭირო გახდეს სერიული ულტრაბგერითი გამოკვლევების სტრატეგია, რათა გამოვრიცხოთ თრომბის პროქსიმალურად, მუხლქვეშა ვენაში ან მის მიღმა გავრცელება.

უარყოფითი დიაგნოსტიკური შეფასების შემდეგ, ვენური თრომბოემბოლიის სიხშირე მნიშვნელოვნად არ განსხვავდება მთლიანი კიდურის ულტრაბგერითა და პროქსიმალური ულტრაბგერით გამოკვლევას შორის.[94]

პირველი რიგის კვლევის მეთოდია იმ ორსულ ქალებში, რომელნიც საეჭვონი არიან ღრმა ვენების თრომბოზის არსებობაზე. ამერიკის გულმკერდის ექიმების კოლეჯი (ACCP), ორსულებში ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ემხრობა სერიული პროქსიმალური ულტრასონოგრაფიის გამოყენებას.[22]

შედეგი

პათოლოგიური: ულტრაბგერის აპარატის გადამცემის დაჭერისას ვენის სანათურის კომპრესია ვერ ხერხდება ან ის არ არის სრული; ნორმალური: ვენის ყველა სეგმენტი სრულიად კომპრესირდება, არადიაგნოსტიკური

მთელი კიდურის ულტრაბგერა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ვენურ ნაკადის შეფასება დოპლერისა და ვენის კომპრესიის მეშვეობით.

პირველი რიგის ტესტია მაღალი ალბათობის მქონე პაციენტებში (ველსის ქულა ≥2) ან დაბალი ალბათობის პაციენტებში (ველსის ქულა <2). კეთდება D-დიმერთან ერთად და აფასებს ღრმა ვენების მდგომარეობას მთელ ქვემო კიდურში (წვივის ჩათვლით).[Figure caption and citation for the preceding image starts]: მოკლე ღერძული ულტრაბგერითი გამოკვლევა გვიჩვენებს ბარძაყის ვენასა(FV) და ბარძაყის ღრმა ვენას(PFV) ბარძაყის არტერიასთან ახლოს, კომპრესიამდე(მარცხნივ) და კომპრესიის შემდეგ(მარჯვნივ)Jeffrey W. Olin -ის კოლექციიდან; გამოყენება ნებადართულია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@98e2724

მგრძნობელობა და სპეციფიკურობა მაღლია, 95%-ზე მეტია.[119] ვენური ულტრაბგერა მაღალმგრძნობიარეა, რადგან: 1) ქვემო კიდურებზე ღრმა ვენები ადვილად ვიზუალიზდება; 2) მოიცავს მრავალ არეს, რის გამოც მეტი ალბათობაა გამოვლინდეს, სულ მცირე, თრომბის ნაწილი მაინც; 3) კომპრესიის შედეგად ადვილად იდენტიფიცირდება ინტრავასკულარული თრომბი. მგრძნობელობა მხოლოდ წვივის ვენებში არსებული თრომბოზისადმი უფრო დაბალია, ვიდრე პროქსიმალური ღრმა ვენების თრომბოზის დადგენისთვის.

თუმცა, ერთჯერადი უარყოფითი სრული ულტრაბგერის კვლევებით ნაჩვენებია, რომ შემდგომში ვენური თრომბოემბოლიის სიხშირე ძალიან დაბალია (მკურნალობის გარეშე მიმდინარეობისას).[120]

ულტრაბგერით გამოკვლევას არ შეუძლია დაადგინოს ვენის თრომბის ზუსტი ასაკი, მაგრამ ის უკეთესია ყველა ამჟამად არსებული გამოსახულებით ტექნიკასთან შედარებით მწვავე, ქვემწვავე, ქრონიკული და გაურკვეველი ასაკის თრომბების დიფერენცირებისას.

მთლიანი ქვედა კიდურის ულტრაბგერას არ სჭირდება გამეორება თუ ტესტი უარყოფითია და მაღალი ხარისხისაა. თუმცა, ის ავლენს წვივის ვენების თრომბოზს, რომელიც მკურნალობის შედეგად შეიძლება ვერ გამოსწორდეს.

უარყოფითი დიაგნოსტიკური შედეგის შემდეგ ღრმა ვენების თრომბოზის სისხშირე მნიშვნელოვნად განსხვავებული არ არის სრული კიდურის და სერიულ პროქსიმულ ულტრაბგერებს შორის.[94]

პირველი რიგის კვლევის მეთოდია იმ ორსულ ქალებში, რომელნიც საეჭვონი არიან ღრმა ვენების თრომბოზის არსებობაზე. ამერიკის გულმკერდის ექიმების კოლეჯი (ACCP), ორსულებში ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ემხრობა სერიული პროქსიმალური ულტრასონოგრაფიის გამოყენებას.[22]  ჩატარებულია მცირე რაოდენობით კვლევები დიაგნოსტირებაში მთელი კიდურის ერთი ან სერიული ულტრაბგერითი გამოკვლევის და პროქსიმალური, კომპრესიული ულტრასონოგრაფიის როლის შესახებ.[101][102][103][104]

შედეგი

პათოლოგიური: ულტრაბგერის გადამცემით დაჭერისას ვენის სანათურის კომპრესია ვერ ხერხდება ან ის არ არის სრული; სპონტანური მიმოქცევის არარსებობა ან შესუსტება; რესპირატორული ვარიაციის ნაკლებობა, ინტრალუმინალური ექო, ნაკადის შეფერვის (colour flow) დარღვევები; ნორმალური: ვენის ყველა სეგმენტი სრულიად კომპრესირდება, არადიაგნოსტიკური

INR და აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო(aPTT)

ტესტი
შედეგი
ტესტი

INR-ის ჩატარება საჭიროა ვარფარინით, ხოლო aPTT-ს ჩატარება ინტრავენური ჰეპარინით მკურნალობის დაწყებამდე.

შედეგი

საბაზისო მაჩვენებლები

შარდოვანა და კრეატინინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ზოგიერთი ანტიკოაგულანტის (მაგ. დაბალმოლეკულური ჰეპარინი, ფონდაპარინაქსი, აპიქსაბანი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი, ედოქსაბანი) დოზირება შეიძლება საჭიროებდეს კორექტირებას ან მოხსნას პაციენტებში თირკმელების დისფუნქციით. ამიტომაც, აუცილებელია საწყისი მაჩვენებლების განსაზღვრა.

შედეგი

საბაზისო მაჩვენებლები

LFT

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება გამოავლინოს მაპროვოცირებელ ფაქტორთან ასოცირებული დარღვევები (მაგ. კიბოსთან). ზოგიერთი ანტიკოაგულანტი არ არის დამტკიცებული ღვიძლის დისფუნქციის სხვადასხვა ხარისხის დროს.

შედეგი

საბაზისო მაჩვენებლები

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

სისხლის საერთო ანალიზი სისხლდენის რისკის შეფასების კომპონენტია, ანტიკოაგულანტის გამოყენების დროს. ძალიან დაბალი მაჩვენებლები ანტიკოაგულანტის უკუჩვენებაა.

შეიძლება გამოავლინოს ფონური ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეებთან დაკავშირებული დარღვევები(მაგ.ანემია, ლეიკოპენია)

თრომბოციტების მომატებული რაოდენობა შესაძლოა მიუთითებდეს ესენციურ თრომბოციტოზზე ან მიელოპროლიფერაციულ დაავადებაზე. ღრმა თრომბოციტოპენია შეიძლება იყოს ზოგიერთი ანტიკოაგულანტის გამოყენების უკუჩვენება.

ჰეპარინით მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰეპარინით გამოწვეულ თრომბოციტოპენიასთან, თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა საჭიროა როგორც საწყის ეტაპზე, ასევე რეგულარულად მკურნალობის განმავლობაში.

შედეგი

საბაზისო მაჩვენებლები

გასათვალისწინებელი კვლევები

ვენების დოპლეროგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ფერადი დოპლერი და პულს-ტალღური კვლევა ხანდახან ტარდება B-მოდალურ ულტრასონოგრაფიასთან ერთად. პულს-ტალღური დოპლერით რესპირატორული ვარიაციების არრსებობამ შეიძლება წამოწიოს პროქსიმული ვენების ობსტრუქციის არსებობის საკითხი.

მას დაბალი მგრძნობელობა(75%) და საშულო სპეციფიკურობა (85%) ახასიათებს.[95][96]

შედეგი

სპონტანური ნაკადის შემცირება ან შეწყვეტა, სუნთქვითი ფაზურობის დაქვეითება, ინტრალუმინური ექოგენობის ან ნაკადის შეფერვის დარღვევების გამოვლენა.

მუცლის ღრუს და მენჯის კონტრასტული CT

ტესტი
შედეგი
ტესტი

უფრო ზუსტია ულტრაბგერით გამოკვლევასთან შედარებით, მუცლის ღრუს და მენჯის ვისცერალური და ღრმა ვენების შეფასების დროს.

CT-ს ახასიათებს ულტრაბგერით გამოკვლევის მსგავსი მგრძნობელობა და სპეციფიურობა ფილტვის ემბოლიაზე საეჭვო შემთხვევებში ფეხისა და მენჯის ღრმა ვენების თრომბოზის კვლევის დროს.[121]

შედეგი

გამოხატულია ინტრალუმინური შევსების დეფექტი

თრომბოფილიის სკრინინგი

ტესტი
შედეგი
ტესტი

მემკვიდრული თრომბოფილია იმდენად საკმარისად არ ცვლის მორეციდივე თრომბოზის პროგნოზულ რისკს, რომ ზეგავლენა იქონიოს მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე და, შესაბამისად, მიზანშეწონილია ტესტირების მიმართ კონსერვატიული მიდგომის გამოყენება.[14] ზოგიერთი გაიდლაინის იხედვით, ტესტირება რეკომენდებულია მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც ტესტირების პასუხი ზეგავლენას იქონიებს კლინიკურ გადაწყვეტილებაზე (მაგ არაპროვოცირებული ღრმა ვენის თრობოზის მქონე პაციენტებში, როდესაც განიხილება ანტიკოაგულანტების გამოყენების შეწყვეტა).[15]

სადავოა, თუ რომელია უპირატესი ანტიფოსფოლიპიდური სკრინინგის შემთხვევაში: ფართო სკრინინგი თუ კლინიკურ ეჭვზე დაფუძნებული სკრინინგი.[113][114]

შედეგი

დადებითია მემკვიდრული თრომბოფილიების დროს; მომატებული ტიტრი/დარღვეული პასუხი გულისხმობს ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომს

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას