შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

65 წლის ქალბატონს მეხუთე დღეა აღენიშნება ქვემო კიდურის ცალმხრივი ტკივილი და შეშუპება. ანამნეზში მნიშვნელოვანია ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა და ახლო წარსულში ჰოსპიტალიზაცია პნევმონიის გამო. ის მკურნალობდა ბინაზე, შემდეგში გადაადგილების დროს მარჯვენა ფეხი გახდა მტკივნეული და შეუშუპდა. დათვალიერების დროს მარჯვენა წვივი შეშუპებულია,გასინჯვით, მარჯვენა კანჭის გარშემოწერილობა დიდი წვივის ბორცვიდან 10 სანტიმეტრით ქვემოთ, 4 სმ-ით აღემატება მარცხენას. მარჯვენა ტერფის ზედაპირული ვენები მარცხენასთან შედარებით დილატირებული და ადვილად ხილვადია. მარჯვენა ქვემო კიდური მარცხენასთან შედარებით ოდნავ წითელია. მარჯვენა მუხლის მიდამო, მუხლქვეშა ფოსოს არეში პალპაციით მტკივნეულია.

სხვა გამოვლინებები

პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს თანმხლები ფილტვის ემბოლია (PE), ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, გულმკერდის ტკივილი და დისპნოე. PE უნდა განიხილებოდეს მწვავე DVT-ის მქონე ნებისმიერ პაციენტში. ღრმა ვენების მძიმე თრომბოზის-DVT შემთხვევაში, მასიურ შეშუპებას შეუძლია დაახშოს როგორც ზედაპირულ ვენებში სისხლის ნაკადი, ასევე არტერიული დინება, რაც განაპირობებს მდგომარეობას, რომელსაც ეწოდება phlegmasia cerulea dolens (ლურჯი ფლეგმაზია). ამ შემთხვევაში, ქვემო კიდური არამარტო შეშუპებული და მტკივნეულია, არამედ იკვეთება იშემიური სურათი. ზედაპირული ვენის თრომბოზის (SVT) დროს პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება პალპირებადი მტკივნეული სიმძიმისს შეგრძნება კანქვეშ. გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებაც, რომ ზედაპირული ვენების თრომბოზის(SVT) სიმპტომების მქონე (გასინჯვით) პაციენტთა მეოთხედს ულტრაბგერითი კვლევით უვლინდება ღრმა ვენების თრომბოზი.(DVT)

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას