პირველადი პრევენცია
ზოგიერთი ბავშვის და მოზარდის შემთხვევაში ბრონქოექტაზი შექცევადია და, შესაბამისად, ექვემდებარება პრევენციას შესაბამისი მართვის შემთხვევაში. ასპირაციის გზით სასუნთქ გზებში მოხვედრილი უცხო სხეულის ადრეული იდენტიფიცირება და ამოღება, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, იწვევს ბრონქოექტაზის ჩამოყალიბების პრევენციას. მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორებია ადრეული და მძიმე პნევმონიის ან გახანგრძლივებული ბაქტერიული ბრონქიტის პრევენცია, პირველადი იმუნოდეფიციტის დარღვევების მკურნალობა, თამბაქოს კვამლისა და ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილება და ძუძუთი კვებისა და იმუნიზაციის ხელშეწყობა.[10]
მოზრდილებში ბრონქოექტაზიის განვითარებას შესაძლოა დაბრკოლება შეუქმნას მისი განმაპირობებელი მიზეზობრივი დაავადებების დროულმა დიაგნოსტიკამ და მკურნალობამ.[43] აგრეთვე მნიშვნელოვანია თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა და პასიური მწეველობის თავიდან აცილება.
ბრონქოექტაზის მქონე თითოეული პაციენტისთვისრეკომენდებულია გრიპის და პნევმოკოკის ვაქცინაცია, აგრეთვე ბავშვობის ასაკში ჩატარებული წითელას (წითურას) და ყივანახველას ვაქცინაციის დადასტურება.[10][44]
მეორეული პრევენცია
რეკომენდებულია ყველა პაციენტმა მიიღოს ბავშვობის იმუნიზაცია, ისევე როგორც რუტინული ვაქცინაცია Haemophilus influenzae და სტრეპტოკოკული პნევმონიის წინააღმდეგ.[68] პაციენტები ასევე უნდა იყვნენ ინფორმირებულნი COVID-19-ის ადგილობრივად რეკომენდებული ვაქცინაციების შესახებ. უწვეტი დამხმარე ღონისძიებები ნახველის სანაციის მიზნით და ინფექციური გართულებების და თანდართული დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა ხელს უწყობს გამწვავებების რიცხვის შემცირებას და სიმძიმის პროგრესირების შეზღუდვას. ბრონქოექტაზის მქონე პაციენტებს უნდა ურჩიონ, მოერიდონ რესპირატორული ინფექციების სიმპტომების მქონე ადამიანებს და მათ და მათ ოჯახებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ხელისა და ხველის ჰიგიენის შესახებ. ბრონქოექტაზის მქონე ბავშვები და მოზარდები, რომლებიც მკურნალობენ ცისტური ფიბროზის სპეციალიზებული კლინიკებში, უნდა იცავდნენ ინფექციის კონტროლის გაიდლაინებს.[10]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას