გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
ცვლადი
დაბალი

შესაძლოა განვითარდეს მასიური, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ჰემოპტიზისი (>250 მლ-ზე/დღეში).

სასუნთქი გზების დაცულობის მიღწევა შესაძლებელია პაციენტის გადაბრუნებით იმ გვერდზე, რომელ მხარეზეც სავარაუდოა სისხლდენის კერის არსებობა. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია ენდოტრაქეალური ინტუბაცია.

აუცილებელია სუნთქვის და ცირკულაციის მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე ღონისძიებების ჩატარება. აუცილებლობას წარმოადგენს დაუყონებლივი გადამისამართება თორაკალურ ქირურგთან და/ან ინტერვენციურ რადიოლოგთან ბრონქოსკოპიით მართული ჰემოსტატიკური ტამპონადის და ბრონქიალური არტერიის ემბოლიზაციის ჩასატარებლად, ან დაზიანებული არის ქირურგიული რეზექციის მიზნით.[123][124][125] ითვლება, რომ ჰემოპტიზისი იღებს სათავეს ბრონქიალური არტერიებიდან, ან ბრონქოპულმონალური ანასტომოზებიდან.

ჰემოპტიზი არის ძალიან იშვიათი გართულება ბავშვებსა და მოზარდებში.

ცვლადი
დაბალი

პირველად მიზანს წარმოადგენს ქსოვილოვანი ჰიპოქსიის პრევენცია ან მკურნალობა.

მკურნალობა გულისხმობს სასუნთქი გზების დაცულობას, ჟანგბადის დანამატის უზრუნველყოფას, მექანიკური ვენტილაციის პოტენციალს და თანდართული მიზეზობრივი ფაქტორის მკურნალობას.

სუნთქვის უკმარისობა ბავშვებსა და მოზარდებში ძალიან იშვიათი გართულებაა.

ცვლადი
დაბალი

ფილტვისმიერი გულის განვითარების პრევენციას ხელს უწყობს დროული და ეფექტური მკურნალობა. პულმონალური ჰიპერტენზიის მტკიცებულების არსებობისას ოპტიმალურ ქმედებას წარმოადგენს დაუყონებლივი გადამისამართება პულმონოლოგთან და/ან თორაკალურ ქირურგთან.

განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს გულის და ფილტვის ტრანსპლანტაცია.

ფილტვისმიერი გული არის ძალიან იშვიათი გართულება ბავშვებსა და მოზარდებში.

ცვლადი
დაბალი

მოსახლეობაზე დაფუძნებული ერთმა კოჰორტულმა კვლევამ დაადგინა, რომ ბრონქოექტაზია წარმოადგენს იშემიური ინსულტის დამოუკიდებელ რისკ-ფაქტორს, კორექტირებული საშიშროების კოეფიციენტით 1.74 (95% CI 1.28 - 2.35) შედარებით პაციენტებთან, რომლებსაც არ აქვთ ბრონქოექტაზია.[126]

იშემიური ინსულტი ძალიან იშვიათი გართულებაა ბავშვებსა და მოზარდებში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას