შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
55 წლის ქალს აღენიშნება ქრონიკული ხველა სქელი, ყვითელი ნახველის პროდუქციით, რომელიც ზოგჯერ სისხლნარევ შეფერილობას იძენს. წარსულში მას აღენიშნა გულმკერდის პლევრიტულ ტკივილთან ასოცირებული ცხელების რეციდიული ეპიზოდები. იგი აცხადებს, რომ შეცბუნებულია ხველის პერსისტიული და უკურნებელი ხასიათით, და რომ მას მიღებული აქვს ანტიბიოტიკების მრავალი კურსი. ბოლო 5 წლის განმავლობაში მას განუვითარდა ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას. მისი წარსული სამედიცინო ანამნეზი შეიცავს მნიშვნელოვან მინიშნებებს ბავშვობის ასაკში გადატანილი პნევმონიის და მოზრდილობის ასაკში გადატანილი დანამატი წიაღების პოლიპოზის შესახებ, რასაც დასჭირდა ქირურგიული მკურნალობა.
შემთხვევის ანამნეზი #2
7 წლის ბიჭი მშობლებმა მოიყვანეს კლინიკაში ვიზიტზე, ვინაიდან ღელავენ ბავშვის მუდმივ, პროდუქტიულ ხველაზე, რომელიც გავლენას ახდენს მის ძილზე. მისი მასწავლებლები ამბობენ, რომ მას აღენიშნება დაღლილობა სასწავლო დღის განმავლობაში. 1 წლის ასაკში საბავშვო ბაღში შესვლის შემდეგ, პაციენტს აღენიშნება ქვედა სასუნთქი გზების განმეორებითი ხასიათის ინფექციები, რამაც გამოიწვია რამდენიმე ჰოსპიტალიზაცია. პაციენტი დღენაკლულია და დაიბადა 34-ე კვირაზე. გამოკვლევისას აღინიშნება ხიხინი.
სხვა გამოვლინებები
გაძლიერებულ ხველასთან და ნახველის პროდუქცუასთან ერთად შესაძლოა მსტვინავი ხიხინის განვითარებაც, რაც წააგავს ქრონიკულ ბრონქიტს ან ასთმას. ზოგჯერ შესაძლებელია აღინიშნოს სისხლნარევი ხველა. ამის მიზეზს შესაძლოა წარმოადგენდეს სასუნთქი გზების კედლების ეროზია, ქრონიკული ანთებითი პროცესი გაგანიერებული ბრონქიალური არტერიების კონტექსტში, აგრეთვე ბრონქოპულმონალური ანასტომოზები, რომელთა გაჩენა ბრონქოექტაზიის დროს მოსალოდნელია.[5]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას