განხილვები პაციენტთან

ბრონქოექტაზიის დროს პირველხარისხოვან მნიშვნელობას იძენს სასუნთქი გზების სანაცია, აქედან გამომდინარე, საჭიროა პაციენტების ინსტრუქტაჟი ნახველის სანაციის ტექნიკების ასათვისებლად და შესასრულებლად დღეში 2 ან 3-ჯერ. ბავშვებს დასჭირდებათ მშობლების ან მზრუნველების დახმარება და უნდა ჩატარდეს ტრენინგი განვითარების შესაბამისი ტექნიკების დასწავლისთვის. ჯანსაღი, დაბალანსებული კვება აუცილებელია ყველა პაციენტისთვის და მოზარდებმა უნდა იზრუნონ სხეულის მასის ოპტიმალურ ინდექსზე >18,5 კგ/მ². პულმონური რეაბილიტაციის მიზნით მიმართვის შემდეგ მიზანშეწონილია ზრდასრულების წახალისება რეგულარულად ანალოგიური სავარჯიშო პროგრამის გასაგრძელებლად. ბავშვებისთვის, ვარჯიში წახალისებულია მუდმივ საფუძველზე, როგორც აქტიური ცხოვრების წესის ნაწილი. რეკომენდებულია პაციენტების ან მათი მშობლების/მზრუნველების დაკონტაქტება მათი ჯანდაცვის მიმწოდებელთან გამწვავების პირველი მიმანიშნებლების გაჩენისთანავე (ცხელება, ნახველის შეფერილობის ან მოცულობის ცვლილება, ან დისპნოე). თვითმართვის სქემა ეხმარება პაციენტებს აწარმოონ სიმპტომების მონიტორინგი, ამოიცნონ გამწვავებები და იცოდნენ, თუ როდის მოითხოვონ სამედიცინო დახმარება.[44]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას