პროგნოზი
KD მწვავე, თვითგანკურნებადი დაავადებაა. უშუალო გამოსავალი მკვეთრად გაუმჯობესდა კორონარული არტერიების ანევრიზმების განვითარების სიხშირის შემცირებით 3%-ზე ნაკლებ მაჩვენებლამდე ინტრავენური იმუნოგლობულინით (IVIG) მკურნალობის შემოღების შემდეგ. საერთოდ, სიკვდილიანობის სიხშირე 0.5%-ზე დაბალია.
ამასთან უმკურნალებელ პაციენტებში იგი დაკავშირებულია მნიშვნელოვან ავადობასა და სიკვდილიანობასთან. დაგვიანებული დიაგნოზი, განსაკუთრებით არასრული KD და მცირეწლოვან ბავშვებში KD დროს, პრობლემა იწვევს, რადგან ამ პაციენტებს ანევრიზმების მაღალი რისკი აქვთ. გიგანტური ანევრიზმის მქონე ბავშვების გრძელვადიანი პროგნოზი შეშფოთების საგნად რჩება იშემიის ან თრომბოზის მათთან დაკავშირებული რისკის გამო. ასეთი პაციენტების მართვა მოიცავს თრომბოპროფილაქტიკას და განვითარებადი სტენოზების საგულდაგულო იდენტიფიკაციას. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს რევასკულარიზაციის ინვაზიური პროცედურები.
ამიტომ კლინიცისტები ფოკუსირებულები უნდა იყვნენ ადრეულ დიაგნოსტიკაზე და მკურნალობის სწრაფ ესკალაციაზე, როდესაც არ არის დაუყოვნებელი რეაგირება IVIG-ზე. დასადგენია, სხვა ანტიანთებითი საშუალებები, როგორიცაა ახალი იმუნოსუპრესიული თერაპიები, ან ახალი ანტიციტოკინური ბიოლოგიური პრეპარატები კიდევ უფრო გააუმჯობესებს თუ არა KD მართვას და გამოსავალს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას