კრიტერიუმები
ამერიკის გულის ასოციაციის(AHA) დიაგნოსტიკური კრიტერიუმი[1]
დიაგნოზი ემყარება კლინიკური ნიშნებსა და სიმპტომებს. არ არსებობს დაავადების დასადგენი განსაკუთრებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკური კვლევა. ძირითადი ნიშნები გამოვლენილი და მოხსენებული იქნა 1974 წელს და ეს კრიტერიუმები გადასინჯული იქნა AHA (რევმატიული ცხელების, ენდოკარდიტის და კავასაკის დაავადების შემსწავლელი კომიტეტი; ახალგაზრდებში გულსისხლძარღვთა დაავადებების შემსწავლელი საბჭო) მიერ და დადასტურებული იქნა ამერიკის პედიატრიის აკადემიის მიერ.[1][28]
კლასიკური KD მქონე პაციენტებს უნდა ჰქონდეთ ანტიბიოტიკოთერაპიისადმი ( ჩატარების შემთხვევაში) მდგრადი 5 დღიანი ცხელება და ქვემოთ ჩამოთვლილი 5 ნიშნიდან და სიმპტომიდან 4:
ბილატერალური კონიუნქტივის ჰიპერემია
პოლიმორფული გამონაყარი
ლორწოვანის გარსის სულ მცირე ერთი ქვემოთ მოყვანილი ცვლილებათაგანი:
ჰიპერემიული ტუჩები (და/ან სიმშრალე, დახეთქვა, პილინგი, ნაპრალები და ტუჩებიდან სისხლდენა)
შეშუპებული ხახა
მარწყვისებრი ენა (ერითემით და სოკოსებრი წამოწეული დვრილებით)
კიდურების სულ მცირე ერთი ქვემოთ მოყვანილი ცვლილებათაგანი:
ხელისგულების ან ქუსლების ერითემა (ხშირია მტკივნეული გამაგრება)
ხელის და ფეხის თითების პერიოდული დესქვამაცია (ცხელების დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ)
კისრის ლიმფადენოპათია (სულ მცირე ერთი ლიმფური კვანძი დიამეტრით >1.5 სმ), ჩვეულებრივ, ცალმხრივი
ასევე შემოთავაზებული იქნა რისკის სტრატიფიკაცია შემდგომში მიოკარდიუმის იშემიის განვითარების ფარდობითი რისკის გამოსათვლელად:[1]
დაბალი რისკის დონე: პაციენტები დადგენილი CAA გარეშე
დაბალიდან-ზომიერამდე რისკის დონე: რეგრესირებული CAA მქონე პაციენტები
მაღალი რისკის დონე: დიდი, ან გიგანტური ანევრიზმის, ან კორონარული ობსტრუქციის ანგიოგრაფიული მტკიცებულების მქონე პაციენტები.
მიუხედავად იმისა, რომ არ არის ოფიციალური სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების ნაწილი, ამერიკის გულის ასოციაციის 2017 წლის გაიდლაინები ხაზს უსვამს Z ქულის გამოყენების სარგებლიანობას კორონარული არტერიების სტანდარტიზებული ზომების ასასახად, რაც ნორმალიზებულია სხეულის ზედაპირის ფართობზე (BSA), რათა შესაძლებელი იყოეს კლასიფიკაცია და შედარება დროში, სხვადასხა პოპულაციას შორის.[31] გაიდლაინები სთავაზობს მაქსიმალური წარსული და მიმდინარე Z ქულების და რაიმე სხვა დამატებითი კლინიკური მახასიათებლების გამოყენებას რისკის სტრატიფიკაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას გრძელვადიანი მართვისთვის.[1]
Z- ქულის კლასიფიკაცია[1]
ჩართულობის არარსებობა: ყოველთვის <2
მხოლოდ დილატაცია: 2.0-<2.5; ან თუ თავდაპირველად იყო <2, Z ქულების შემცირება შემდგომი პერიოდის განმავლობაში ≥1
მცირე ანევრიზმა: ≥2.5 - <5.0
საშუალო ანევრიზმა: ≥5 - <10 და აბსოლუტური ზომა <8მმ
დიდი ან გიგანტური ანევრიზმები: ≥10 ან აბსოლუტური ზომა ≥8 მმ
მიოკარდიუმის იშემიის განვითარების რისკის დამატებითი კლინიკური ნიშნები მოიცავს უფრო ტოტების მეტ რიცხვს, სიგრძეს, რაოდენობას და ანევრიზმების დისტალურ მდებარეობას; სისხლძარღვის კედლის სტრუქტურული და ფუნქციური დარღვევები; კოლატერალური სისხლძარღვების მცირე რაოდენობა; ადრე არსებული რევასკულარიზაცია, კორონარული არტერიის თრომბოზი ან მიოკარდიუმის ინფარქტი და პარკუჭის დისფუნქცია.[1]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას