მონიტორინგი
პაციენტებს გაწერენ სახლში მაღალი დოზის ასპირინზე, თუ აფებრილური იქნება 24 საათის განმავლობაში. C-რეაქტიული ცილის ანალიზი უნდა განმეორდეს 1 კვირის განმავლობაში და, თუ ნორმალიზებული იქნება, ასპირინის დოზა შეიცვლება დაბალი დოზის რეჟიმზე. ამგვარი პაციენტები სასურველია, კარდიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდნენ. პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც მოწიფულობაში მიოკარდიული და სისხლძარღვოვანი გართულებები უვითარდებათ, შემცირდა ინტრავენური იმუნოგლობულინით (IVIG) მკურნალობის დანერგვის შემდგომ.[81] რევმატოლოგიის/ვასკულიტის ამერიკული კოლეჯის რეკომენდაციით, პაციენტებს ყოველდღიურად უნდა უკონტროლდებოდეთ ცხელება (განსაზღვრულია როგორც ორალური ტემპერატურა უფროს ბავშვებში და რექტალური ტემპერატურა ჩვილებში >38,0°C. ან იღლიის ტემპერატურა >37,5°C) გაწერიდან 2 კვირის განმავლობაში. გარდა ამისა, მშობლებს ან მეურვეებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია ტემპერატურის გაზომვის შესახებ და განემარტოთ, რომ დაუკავშირდნენ ექიმს, თუ სიცხე განმეორდება.[36]
დამატებით:
პაციენტები, რომლებსაც კავასაკის დაავადების (KD) კლასიკური გამოვლინებები აღენიშნებათ და დაავადება გაურთულებლად მიმდინარეობს, შეიძლება დაკვირვების მიზნით ჩაუტარდეთ განმეორებითი ექოკარდიოგრაფია 8 კვირის თავზე. ნორმალური მონაცემების შემთხვევაში დაბალი დოზის ასპირინი შეიძლება მოიხსნას. კორონარული არტერიების ანევრიზმების (CAA) მქონე პაციენტებმა უნდა მიმართონ კარდიოლოგს.
კავასაკის დაავადების კლასიკური გამოვლინებების, თუმცა გახანგრძლივებული ცხელების მქონე პაციენტებში, საჭიროა ექოკარდიოგრამის ჩატარება 2 კვირის თავზე. ნორმალური შედეგის შემთხვევაში შემდგომი გასინჯვა უნდა დაინიშნოს დაავადების დაწყებიდან 6-8 კვირაზე და, თუ ექოკარდიოგრამა ნორმალურია, დაბალი დოზის ასპირინის მიცემა შეიძლება შეწყდეს და შემდგომი დაკვირვება საჭირო აღარ არის. თუ კორონარული არტერიის ანევრიზმა გამოვლინდა ნებისმიერ სტადიაზე, პაციენტი იგზავნება კარდიოლოგთან.
ჩაატარეთ ყველა ბავშვის, ვისაც ჰქონდა KD კორონარული არტერიის ანევრიზმით, სკრინინგი ლიპიდურ დარღვევებზე, 2 წლის ასაკიდან და ჰიპერტენზიის განვითარებაზე.[72]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას