ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძირითადი რისკ ფაქტორებია აზიური წარმოშობა, 3 თვის ასაკი და მამრობითი სქესი.
პოლიმორფული გამონაყარი
არასპეციფიური პოლიმორფული გამონაყარი. უმთავრესად ეს დიფუზური, მაკულოპაპულარული ერითემატოზული გამონაყარია. ხანდახან ქუნთრუშისებრი- ან ერითემატოზული მულტიფორმული გამონაყარი ხელების, ან სხეულის სამიზნე დაზიანებით.
შეიძლება განვითარდეს საზარდულის ერითემა, ან დესქვამაცია და წვრილმარცვლოვანი პუსტულები კიდურების გამშლელ ზედაპირზე.
კონიუნქტივის ჰიპერემია
პაციენტს ანამნეზში, ან ამჟამად აღენიშნება არაჩირქოვანი არაექსუდაციური ორმხრივი კონიუნტივის ჰიპერემია(შემთხვევათა 90%-ში).
ნაკლებად ხშირია ეპისკლერიტი, ან უვეიტი(წინა და/ან უკანა).
ლორწოვანი გარსის ანთება
ანამნეზში, ან გასინჯვისას გამოვლენილი მშრალი, ერითემატოზული, დახეთქილი ტუჩები, რომლიდანაც სისხლი იოლად დის, ერითემა პირის ღრუს და ხახის ლორწოვან გარსზე და ჟოლოსებრი ენა გამოხატული დვრილებითა და ერითემა(ცალკე, ან კომბინაციაში შემთხვევათა 90%-ში). პირის ღრუში ექსუდაცია ან კოპლიკის ლაქები არ არის და პირის ღრუს წყლული ატიპიური იქნება. ჟოლოსებრი ენა შეიძლება, გამოვლინდეს, მაგრამ ოროფარინგული ლორწოვანის ცვლილება შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს.
კანის ცვლილებები კიდურების პერიფერიებზე
შეიძლება იყოს საწყისი ერითემა და შეშუპება, როგორც წესი, ხელისა და ფეხის გულებზე. როგორც წესი, მაჯებსა და კოჭებზე კანი არ არის დაზიანებული. პერიფერიული ცვლილებები შეიძლება იყოს მწვავე (შეშუპება და ერითემა), ასევე ქვემწვავე (აქერცვლა).
ფრჩხილის ირგვლივი დესქვამაცია ფეხის და ხელის თითებზე შეიძლება დაავადების დაწყებიდან 2 კვირაში გამოვლინდეს, ისევე, როგორც განივი ღარები ფრჩხილებზე(ბიუს ხაზები) - 1-2 თვეში.
გადიდებული კისრის ლიმფური კვანძები
ცალმხრივი ლიმფადენოპათია გამოვლინდება დაახლოებით პაციენტთა40%-ში, კვანძის ზომა 1.5 სმ-ზე მეტია.
ზემოდან კანი შეიძლება იყოს ერითემატოზული. კვანძი არ არის მოძრავი ან ჩირქოვანი და არ რეაგირებს ანტიბიოტიკებზე.
გვირგვინოვან სისხლძარღვთა ანევრიზმები
კორონარულ სისხლძარღვთა პათოლოგიები (უმთავრესად ანევრიზმები) უვითარდება უმკურნალებელ პაციენტთა დაახლოებით 20%-25%.
ცხელება და უკიდურესი გაღიზიანებადობა
ცხელება ძირითადად 39°C(102°F)-ზე მაღალია. პაციენტთა უმეტესობა ექიმს სწორედ სულ მცირე 5 დღიანი გახანგრძლივებული ცხელების გამო მიმართავს, რაც ხშირად უეცრად იწყება. ცხელება არ რეაგირებს ანტიბიოტიკოთერაპიაზე, თუ მას მიმართავენ. პაციენტები ხშირად გაღიზიანებული არიან იმაზე მეტად, რაც მოსალოდნელია ცხელების ხარისხის მიხედვით.
თან ახლავს მნიშვნელოვანი გაღიზიანება. აღნიშნულ მწვავე ფაზაში მრავალ პაციენტს უვითარდება უმადობა, მუცლის ტკივილი, გულისრევა და დიარეა.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
იშვიათი
პერიკარდიტი გამონაჟონით
არ შედის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებში.
გულის შეგუბებითი უკმარისობა
არ შედის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებში.
სახსრების ტკივილი, ან შეშუპება
ართრალგია და ართრიტი, რომელიც მრავალ სახსარს ითრევს(მაგ. ხელების, მუხლის, კოჭიწვივის და თეძოს) უფრო ხშირია, თუ ინტრავენური იმუნოგლობულინით მკურნალობა გვიანდება.
ნევროლოგიური გამოვლინებები
თავის ტკივილი და კისრის რიგიდობა (ასეპტიური მენინგიტით გამოწვეული), სახის კუნთების დამბლა და ტვინის ინფარქტი იშვიათია, მაგრამ შეიძლება, განვითარდეს.
გასტროინტესტინური გამოვლინებები
მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ღებინება, ფსევდოობსტრუქცია, ჰეპატიტი, ობსტრუქციული სიყვითლე, ნაღვლის ბუშტის გადაჭიმვა, ან შეშუპება და პანკრეატიტი იშვიათი კლინიკური მონაცემებია. კუჭ-ნაწლავის სიმპტომები შეიძლება წინ უსწრებდეს კავასაკის დაავადების ტიპურ სიმპტომებს.[34]
უროლოგიური გამოვლინებები
სტერილური პიურია ყველაზე ხშირია, მაგრამ მეატიტი, ურეთრიტი და ვულვიტი(ქალებში), პროტეინურია, ნეფრიტი და თირკმლის მწვავე უკმარისობა შეიძლება, განვითარდეს.
სხვა დერმატოლოგიური გამოვლინებები
კიდურების პერიფერიული განგრენა, პუსტულები, მულტიფორმული ერითემის მსგავსი დაზიანებები, წითელას მსგავსი გამონაყარი და ქუნთრუშას მსგავსი ერითემა იშვიათი კლინიკური გამოვლინებაა.
რისკფაქტორები
ძლიერი
აზიური წარმომავლობა
კავასაკის დაავადება(KD) ყველაზე ხშირია აზიური, განსაკუთრებით იაპონური, წარმომავლობის ბავშვებში.
KD ზოგიერთი შემთხვევა თანდაყოლილობისადმი მიდრეკილებას ავლენს. იაპონიაში ბავშვები, რომლებსაც KD მქონე მშობლები ჰყავთ, როგორც ჩანს, ამ დაავადების უფრო მძიმე ფორმა უვითარდებათ და შექცევადობისადმი მეტად არიან მიდრეკილი.
KD სავარაუდოდ გენეტიკური მიდრეკილება აქვს. დაავადებული ღვიძლი დაძმის გენომის საფუძველზე ჩატარებული მრავალმიზნობრივი ანალიზმა იაპონიაში გამოავლინა ქრომოსომა 12q24 კავშირის მტკიცებულება.[26]
3 თვიდან 4 წლამდე ასაკი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას