ეპიდემიოლოგია
Yersinia pestis არსებობს მთელს მსოფლიოში ველური მღრღნელების ინფექციის სახით, რომლის გადატანა ხდება რწყილების კბენით. ის განიხილება როგორც 3 უმსხვილესი პანდემიის გამომწვევი ბოლო 2000 წლის განმავლობაში.[6] ენდემურია ცენტრალური და სამხრეთ აფრიკის სოფლებში (განსაკუთრებით მადაგასკარში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში), ასევე ცენტრალურ აზიასა და ინდოეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში და აშშ-ის დასავლეთში. ადამიანის დაავადების სპორადული შემთხვევები შეიძლება გამოვლინდეს, როდესაც ადამიანები კონტაქტში შედიან აღნიშნულ ბუნებრივ კერასთან. ქალაქში მცხოვრები ვირთხების ინფიცირება პოტენციურად იწვევს ეპიდემიას, ვინაიდან ვირთხების უმრავლესობა შეიძლება ცხოვრობდეს დიდი რაოდენობით ადამიანების სიახლოვეს ვირთხის რწყილი Xenopsylla cheopis წარმოადგენს ძალზედ ეფექტურ გადამტანს. პნევმონიური ჭირი ერთადერთი კლინიკური ფორმაა, რომელიც გადამდებია ადამიანიდან ადამიანზე; თუმცა, ეს იშვიათია.[7] უფრო მცირე ეპიდემია დაფიქსირდა მადაგასკარში 2021 წელს.[8] ამჟამად ყველაზე ენდემური ქვეყნებია მადაგასკარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და პერუ.[9]
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დააფიქსირა 3248 შემთხვევა 2010-2015 წლებში, საიდანაც 584 სიკვდილი დაფიქსირდა. შემთხვევათა უმრავლესობა აღრიცხულია აფრიკაში, მეტწილად მადაგასკარში.[10] დიაგნოსტიკის სირთულე და შემთხვევების შესახებ შეტყობინების გაგზავნის სურვილის არარსებობა ამცირებს ამ მაჩვენებლის სიზუსტეს. უკანასკნელი მნიშვნელოვანი ეპიდაფეთქება მოხდა მადგასკარში, 2017 წლის გვიანდელ პერიოდში, სადაც დაფიქსირდა 2500 შემთხვევა, აქედან 200 ლეტალური გამოსავალია აღრიცხული.[11]
ჩრდილოეთ ამერიკაში შავი ჭირის ბუნებრივი კერები გვხვდება აშშ-ს 15 დასავლეთ შტატში და მათ მოსაზღვრე რაიონებში, მათ შორის, კანადის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში.[12] 2000-დან 2019 წლამდე შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა 107 შემთხვევა და 12 სიკვდილი (საშუალოდ 5 შემთხვევა ყოველწლიურად; 1-17 შემთხვევა წელიწადში). CDC: map of plague in the US Opens in new window სამი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში 2020 წელს, ორი შემთხვევა 2021 წელს და არცერთი შემთხვევა 2022 წელს (2022 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით).[13][14] აშშ-ში ინციდენტობა შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან საცხოვრებელი არეალი ვრცელდება სოფლის მიწებზე. შავი ჭირის ინციდენტობას აქვს სეზონური ხასიათი და მაქსიმუმს აღწევს წლის თბილ პერიოდში, როდესაც ცხოველების რეზერვუარები და მათთან დაკავშირებული რწყილები ყველაზე აქტიურნი არიან და არსებობს მეტი ალბათობა იმისა, რომ ადამიანებმა დრო სახლს გარეთ გაატარონ.[15] აშშ-ში მნიშვნელოვან რეზერვუარს წარმოადგენენ ციყვები, თუმცა ასევე აღწერილია შინაური კატებისგან დაავადების გადაცემა, კერძოდ, ვეტერინარებზე.[16] CDC: map of plague in the US Opens in new window
ანტიკური დროიდან მე-20 საუკუნემდე შავი ჭირი გამოიყენებოდა როგორც ბიოლოგიური იარაღი. შეზღუდულ სივრცეში შავი ჭირის აეროზოლირებული ჩხირების გამოფრქვევა იწვევს მაღალ სიკვდილობას. არაენდემურ რაიონებში შავი ჭირის ფილტვის ფორმის აფეთქებამ უნდა გამოიწვიოს ეჭვი გამიზნულად გავრცელებაზე .
Y enterocolitica და Y pseudotuberculosis ვრცელდება მთელს მსოფლიოში და შეიძლება გამოვყოთ საკვებიდან, წყლიდან და გარეული/შინაური ცხოველებიდან. ჩვეულებრივ, ინფიცირება ხდება პერორალურად, თუმცა ასევე აღწერილია დაბინძურებული სისხლის პროდუქტებით ინფიცირება.[17] 2017 წელს Yersinia-თი გამოწვეული საკვებისმიერი ლაბორატორიულად დადასტურებული ინფექციების სიხშირე იყო 1 ყოველ 100 000 მოსახლეზე (489 შემთხვევა) აშშ-ში, რაც 116%-ით აღემატება 2014-2016 წლების სიხშირეს. მატება სავარაუდოდ გამოწვეულია ფაქტით, რომ მეტი ლაბორატორია აკეთებს ტესტირებას Yersinia -ზე და ხდება მეტი ინფექციის დიაგნოსტიკა.[18]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას