ეტიოლოგია

Yersinia სახეობები არის გრამუარყოფითი კოკობაცილები Enterobacteriaceae-ს ოჯახიდან.

შავ ჭირს იწვევს გრამუარყოფითი ბაქტერიით, Yersinia pestis-ით დაინფიცირება. ბუნებრივ რეზერვუარს წარმოადგენს მრავალი პატარა ძუძუმწოვარი, მათ შორის, ვირთხები, ციყვები, კატები და კურდღლები. ადამიანებში და ცხოველებში ინფექციის გადაცემა ხდება რწყილების კბენით. იშვიათია გადადება ინფიცირებული ადამიანის ან ცხოველის შავი ჭირის შემცველი წვეთების შესუნთქვით, პირველადი შავი ჭირის ფილტვის ფორმის დროს.[7]

Y enterocolitica შეიძლება ვიპოვოთ მთელს მსოფლიოში, როგორც ველურ, ასევე შინაურ ცხოველებში, და ასევე სხვადასხვა ეკოლოგიურ წყაროში, წყლის ჩათვლით. დაინფიცირება ხდება ინფიცირებული საკვების ან წყლის მიღებით. ბაცილა შეიძლება გაიზარდოს 39°F (4°C) ტემპერატურაზე. გაყინული ხორცი წარმოადგენს პოტენციურ წყაროს.[19] მეორადი შემთხვევები შეიძლება გამოვლინდეს დასენიანებულ კომლში, ფეკალურ-ორალური გადაცემის შედეგად.

Y pseudotuberculosis არის ყველაზე ნაკლებად გავრცელებული Yersinia ინფექციებს შორის. ცხოველური რეზერვუარი მოიცავს სხვადასხვა ძუძუმწოვარს და ფრინველს.[3][Figure caption and citation for the preceding image starts]: მდედრი რწყილი Xenopsylla cheopis flea, ასევე ცნობილია როგორც აღმოსავლური ვირთაგვას რწყილი.დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) სურათების კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@2fab1439

პათოფიზიოლოგია

Y pestis სავარაუდოდ წარმოიშვა Y pseudotuberculosis-გან 10,000-40,000 წლის წინ, როდესაც მან შეიძინა საჭირო გენები რწყილების ინფიცირებისთვის. Y pseudotuberculosis-გან განსხვავებით, შეუძლია დააინფიციროს დიდი რაოდენობით რწყილი, დაგროვდეს რწყილის შუა ნაწლავში და დაბლოკოს ის. ბლოკირებული რწყილები უკან იღებენ საყლაპავის შიგთავსს და ცდილობენ კიდევ მიიღონ სისხლი, რაც იწვევს კანში ათასობით ბაცილის შესვლას. ბაცილები მრავლდებიან მაკროფაგებში და გადადიან რეგიონულ ლიმფურ კვანძებში. ვრცელდება მთელს სხეულში და ქსოვილებში ჩნდება ექსტრაცელულური ბაცილების კერები.

ყველა Yersinia სახეობა წარმოქმნის სიდეროფორებს, რომლებიც ბაცილებს შესაძლებლობას აძლევს დაბლოკონ რკინა. Y pestis გადასცემს სპეციფიკურ გენებს, რომელიც საშუალებას აძლევს გადარჩეს რწყილში, გავრცელდეს და გაექცეს მასპინძლის იმუნურ სისტემას. Y pestis ეფექტური აბსორბირებისა და რწყილებით გადაცემისათვის საჭიროა მაღალი სიმჭიდროვის ბაქტერიემია და ამით შეიძლება აიხსნას Y pestis მაღალი პათოგენურობა ენტეროპათოგენური Yersinia სახეობასთან შედარებით.[20]

Y pestis აქვს კაფსულის მსგავსი ანტიგენი 1 (F1), რომელიც ბაქტერიის აღმოჩენისას მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მარკერია.[21] Yersinia-ს სამივე სახეობას აქვს პლაზმიდით კოდირებული მე-3 ტიპის სეკრეციის სისტემა, რომელიც ეხმარება მასპინძლის წინააღმდეგ რეზისტენტობაში.[22]

ინკუბაციური პერიოდი 1-დან 7 დღემდეა.[23]

კლასიფიკაცია

კლინიკური კლასიფიკაცია

ბუბონური შავი ჭირი

  • მის წილად მოდის მსოფლიოში ყველა შემთხვევის დაახლოებით 80%-დან 95%-მდე და აქვს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10%-დან 20%-მდე.[1]

  • ახასიათებს სისტემური სიმპტომების უეცარი გაჩენა და ლიმფური კვანძების მტკივნეული შეშუპება, შესაძლოა ნეკროზული უბნებით (ბუბონები), რომლებიც დრენირებენ რწყილის ნაკბენის ადგილს.

შავი ჭირის სეპტიკური ფორმა

  • მის წილად მთელ მსოფლიოში ყველა შემთხვევის დაახლოებით 10%-დან 20%-მდე მოდის.[1]

  • შავი ჭირი შეიძლება გამოვლინდეს სისტემური ნიშნებით, როგორიცაა ცხელება და ჰიპოტენზია, მაგრამ კლინიკურად შესამჩნევი ლიმფური კვანძების ჩართულობის გარეშე.

შავი ჭირის ფილტვის ფორმა

  • იშვიათია, მაგრამ აქვს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (დაახლოებით 100% თუ არ ჩატარდება მკურნალობა).[1]

  • შავი ჭირის პირველადი ფილტვის ფორმა ვითარდება ადამიანიდან ადამიანზე ტრანსმისიის შედეგად, თუმცა ეს მოვლენა იშვიათია. ინკუბაციური პერიოდი ხანმოკლეა (რამდენიმე საათიდან 2-3 დღემდე). სიმპტომების დაწყება სწრაფია და შესაძლოა მოიცავდეს გულმკერდის პლევრალური ტიპის ტკივილს, სისხლიან ნახველს და დისპნოეს.

  • მეორადი შავი ჭირის ფილტვის ფორმის გავრცელება ხდება სისტემური ინფექციიდან.

მენინგეალური ჭირი

  • როგორც წესი, ხდება პირველადი ჭირის სხვა კლინიკური ფორმის დაგვიანებული ან არაადეკვატური მკურნალობის გართულება და ახასიათებს ცხელება, კეფის კუნთების რიგიდობა და დაბნეულობა.

ფარინგეალური ჭირი

  • შავი ჭირის იშვიათი კლინიკური გამოვლინება, რომელიც ვითარდება შავი ჭირის ბაცილების ჩასუნთქვის ან გადაყლაპვის შედეგად. ჩვეულებრივ ანთებითია ყელის წინა კვანძები და ხშირია ფარინგეალური ანთება.

იერსინიოზი

  • ინფექცია გამოწვეული ენტეროპათოგენური Yersinia სახეობებით: Yersinia enterocolitica და Yersinia pseudotuberculosis. სიმპტომები მეტწილად დაკავშირებულია გასტროინტესტინურ ტრაქტთან. რეაქტიული ართრიტი ხშირი გართულებაა.

შორეული აღმოსავლეთის ქუნთრუშას მსგავსი სინდრომი (სკარლატინოიდური სინდრომი)

  • Y pseudotuberculosis-ის ზოგიერთმა შტამმა შეიძლება გამოიწვიოს შორეული აღმოსავლეთის ქუნთრუშას-მსგავსი ცხელება და ერითემული გამონაყარი კანზე (როგორც წესი, სახეზე, იდაყვებსა და მუხლებზე), ასევე კანის დესქვამაცია, ეგზანთემა, ჰიპერემიული ენა და ტოქსიკური შოკის სინდრომი. ეს მდგომარეობა ცდება აღნიშნული თემის ფარგლებს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას