შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

30 წლის მამაკაცს აქვს შემდეგი ჩივილები: უეცარი დაწყების მიალგია და თავის ტკივილი. პაციენტმა მალევე შეამჩნია მტკივნეული შეშუპება საზარდულის არეში, მარჯვენა მხარეს. ორი დღით ადრე ის დაბრუნდა ნიუ-მექსიკოს საექსპედიციო ბანაკიდან. მოგზაურობის ბოლოს მან შენიშნა რამოდენიმე პატარა ნაკბენი ფეხებზე, რომლებიც ძალიან ექავებოდა. გასინჯვით ბავშვი შეუძლოდ გამოიყურება და ცხელება აქვს- 39.4°C (103°F). მარჯვენა ფეხის მოძრაობა შეზღუდულია საზარდულის არეში მტკივნეული შეშუპების გამო და დადის კოჭლობით. გამოკვლევისას, ტახტზე გასინჯვისას ფეხი მოხრილ მდგომარეობაში აქვს გაჩერებული და არის შიდა როტაცია. საზარდულის არეში შეშუპების სიდიდე 5 სმ და შეხებით მტკივნეულია; კანის საფარველი თბილი და ერითემატოზულია, გარშემო გარკვეული შეშუპებით.

შემთხვევის ანამნეზი #2

23 წლის ქალბატონი წარმოდგენილია მუხლების ორმხრივი მტკივნეული შეშუპებისა და წვივის დიდ ძვალზე მგრძნობიარე ერითემატოზული დაზიანებების 2-კვირიანი ანამნეზით. პაციენტი უწინ თავს კარგად გრძნობდა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში განუვითარდა დიარეა, რომელსაც თან ახლდა ტკივილი აბდომინურ არეში. დიარეა გაგრძელდა 10 დღის განმავლობაში, ხოლო პაციენტს ყოველ დღე აღენიშნებოდა სისხლიანი წყლიანი გნავალი 8ჯერ დღეში ოჯახის წევრებიდან და მეგობრებიდან ყველა ჯანმრთელი იყო. პაციენტის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები, საბოლოო ჯამში, გამოსწორდა სპეციფიკური მკურნალობის გარეშე. სახსრების ტკივილი დაიწყო ფაღარათის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ და თან დაერთო მტკივნეული გამონაყარი დიდი წვივის ორივე ძვალზე.

სხვა გამოვლინებები

ადამიანებში ჭირის ყველაზე გავრცელებული კლინიკური გამოვლინება არის ბუბონური ჭირი. ბაქტერიების ჰემატოგენურმა გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს მეორადი სეპტიცემიური, პნევმონიური ან მენინგეალური ჭირი. ნაკლებად გავრცელებული კლინიკური გამოვლინებები მოიცავს მენინგიტს და ფარინგიტს.[2]

აღწერილია Yersinia enterocolitica ინფექციის რამოდენიმე კლინიკური სინდრომი.[3] ენტეროკოლიტი არის ყველაზე გავრცელებული სინდრომი ბავშვებში და შეიძლება გამოიწვიოს სისხლიანი განავალი. მოზარდებში შეიძლება განვითარდეს ტერმინალური ილეიტი და მეზადენიტი, ხოლო კლინიკური გამოვლინება შეიძლება არ განსხვავდებოდეს მწვავე აპენდიციტისაგან. მოზრდილებში, ჩვეულებრივ, აღინიშნება ფაღარათი და მუცლის ტკივილი, რომელიც გრძელდება ≥3 კვირა. ინვაზიური დაავადება უფრო ხშირად გვხვდება დიაბეტის, ღვიძლის ქრონიკური დაავადებების, ალკოჰოლიზმის ან ჰემოქრომატოზის მქონე პაციენტებში.[4] პაციენტების 30%-მდე ნაწილში ინფექციას მოჰყვება რეაქტიული ართრიტი. აღნიშნული მოვლენა უფრო ხშირია პაციანტებში, რომლებიც ატარებენ ადამიანის ლეიკოციტურ ანტიგენ B27 გენოტიპს.[5]

Y pseudotuberculosis-ით ინფექცია ყველაზე ხშირად იწვევს მეზენტერულ ადენიტს. ენტერიტი არ არის ხშირი. ინვაზიური დაავადება არ არის ხშირი, მაგრამ შეიძლება აღინიშნებოდეს ღვიძლის ქრონიკული დაავადების ან ჰემოქრომატოზის მქონე პაციენტებში.[3]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას