პროგნოზი
შავი ჭირი
ჭირის შემთხვევები სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელით ხასიათდება, მაგრამ განკურნებადია ანტიბიოტიკოთერაპიით და დამხმარე ზრუნვით. ანტიბიოტიკების გამოჩენამდე, სიკვდილიანობა იყო 66%-დან 93%-მდე ყველა კლინიკური ფორმისთვის. ბუბონური ჭირის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 66%-ია, თუ მკურნალობა არ ჩატარდება; თუმცა ეს მცირდება 13%-მდე ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე. არანამკურნალევი პნევმონიური ჭირი თითქმის ყოველთვის ფატალურია. სეპტიცემიური ჭირი ხშირად ასოცირდება დიაგნოსტიკის დაგვიანებასთან და აქვს უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ვიდრე პირველადი ბუბონურ ჭირს.[2]
აშშ-ში 50 ნამკურნალები შემთხვევის მიმოხილვა გვიჩვენებს ნულოვან სიკვდილობას, მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა დაწყებულ იქნა საშუალოდ 4-დღიანი სიმპტომების შემდეგ.[27]
ცხელება, რაც თითქმის ყველასთვის დამახასიათებელია ექიმთან მისვლისას, ქრება ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებიდან 2-4 დღეში.[27] პაციენტების უმრავლესობა საავადმყოფოს ტოვებს 7 დღეში.
იერსინიოზი
აღრიცხული Yersinia enterocolitica ინფექციის 458 შემთხვევიდან ლეტალობის მხოლოდ 2 შემთხვევაა დაკავშირებული Y enterocolitica ფორმასთან.[51] განხილულ 53 პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ Y enterocolitica სეპტიცემიის გამო, სიკვდილობამ შეადგინა 7,5 %.[47]
რეაქტიული ართრიტი თავს იჩენს დაინფიცირებიდან 1-3 კვირის შემდგომ და, როგორც წესი, აზიანებს სახსრებსა და ქვედა კიდურებს. აღნიშნული მოვლენა უფრო ხშირია პაციენტებში, რომლებიც ატარებენ ადამიანის ლეიკოციტურ ანტიგენ B27 გენოტიპს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით პაციენტების მესამედს, მწვავე yersinia-ის ინფექციით გამოწვეული ართრიტიდან საშუალოდ 10 წლის შემდეგ უვითარდება მუდმივი ტკივილი წელის არეში.[52]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას