მიდგომა

ნუ დაელოდებით დიაგნოსტიკური ტესტის შედეგებს, თუ ეჭვი გაქვთ ჭირში. არასოდეს გადადოთ ან შეაჩეროთ მკურნალობა ტესტის შედეგების მოლოდინში. გადაწყვეტილება ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების შესახებ უნდა ეფუძნებოდეს კლინიკურ ნიშნებსა და სიმპტომებს და პაციენტის ისტორიას (მაგ., რწყილის ბოლო ნაკბენი, მღრღნელების უბნებზე კონტაქტი, ავადმყოფი ან მკვდარი ცხოველის კონტაქტი).[26] დროული, შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია ამცირებს სიკვდილიანობას.

იერსინიის ინფექცია ქვეყნების უმეტესობაში შესამჩნევი დაავადებაა. შავი ჭირის დიაგნოზზე შესაძლებელია ვიფიქროთ დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებით ენდემურ რაიონებში პოტენციური ექსპოზიციის ანამნეზთან ერთად. შავი ჭირი წარმოადგენს პოტენციურ ბიოლოგიურ იარაღს და ენდემურ რაიონებს გარეთ გამოვლენილი შავი ჭირის ფილტვის ფორმის შემთხვევები უნდა იწვევდეს ეჭვს აეროზოლური Yersinia pestis შემთხვევითი ან განზრახ გავრცელების შესახებ. იერსინიოზი, ჩვეულებრივ, თვითგანკურნებადი დაავადებაა, მაგრამ შეიძლება განვითარდეს ინვაზიური დაავადებაც.

კლინიკური გამოვლინება

შავი ჭირი

  • ადამიანებში კლასიკური გამოვლინება არის ბუბონური ჭირი, რომლის დროსაც პაციენტებს აღენიშნებათ უეცარი სიცხე, სისუსტე, პროსტრაცია და ლიმფური კვანძების მტკივნეული შეშუპება, შესაძლოა ნეკროზული უბნებით (ბუბონები), რომლებიც დრენირებენ ნაკბენ ადგილს. თითქმის ყოველთვის გამოხატულია ცხელება.[27]

  • შავი ჭირის სეპტიკური ფორმის მქონე პაციენტებში ასევე აღინიშნება სისტემური ნიშნები, მაგრამ კლინიკურად შესამჩნევი ლიმფური კვანძების ჩართულობის გარეშე. მათ შეიძლება აღენიშნებოდეთ მენინგური სიმპტომები.

  • პირველად შავი ჭირის ფილტვის ფორმას აქვს მოკლე ინკუბაციური პერიოდი (რამოდენიმე საათიდან 2-3 დღემდე). სიმპტომების დაწყება სწრაფია და შესაძლოა მოიცავდეს გულმკერდის პლევრიტული ტიპის ტკივილს, სისხლიან ნახველს და დისპნოეს. ზოგიერთ პაციენტში, მეორადი შავი ჭირის ფილტვის ფორმის განვითარება ხდება სისტემური ინფექციის შედეგად. შავი ჭირის ფილტვის ფორმის მქონე პაციენტები ექვემდებარებიან დაუყოვნებლივ იზოლაციას და ჰაერ-წვეთოვანი გავრცელების პრევენციის ზომების მიღებას.

  • ჭირისმიერი მენინგიტი, როგორც წესი, ვლინდება როგორც პირველადი ჭირის სხვა კლინიკური ფორმის დაგვიანებული ან არაადეკვატური მკურნალობის გართულება და ახასიათებს ცხელება, კისრის კუნთების რიგიდობა და დაბნეულობა.

  • ფარინგეალური ჭირის მქონე პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ფარინგეალური ანთება და ყელის წინა ანთებითი კვანძები; თუმცა, ეს ფორმა იშვიათია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბუბონები იღლიაშიდაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) სურათების კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7ce6d5cc

იერსინიოზი

  • ენტეროკოლიტი არის Yersinia enterocolitica-ით ინფექციის ყველაზე ხშირი გამოხატული სინდრომი ბავშვებში და შეიძლება გამოიწვიოს სისხლიანი განავალი. მოზარდებში შეიძლება განვითარდეს ტერმინალური ილეიტი და მეზენტერული ადენიტი. კლინიკური გამოვლინება შეიძლება არ განსხვავდებოდეს მწვავე აპენდიციტისაგან. მოზრდილებში, ჩვეულებრივ, აღინიშნება ფაღარათი და მუცლის ტკივილი, რომელიც გრძელდება ≥3 კვირა. ინვაზიური ინფექცია უფრო ხშირად გვხვდება დიაბეტის, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების, ალკოჰოლიზმის ან რკინის სიჭარბით მიმდინარე დაავადებების მქონე პაციენტებში.[4]

  • Y pseudotuberculosis-ით ინფექცია ყველაზე ხშირად იწვევს მეზენტერულ ადენიტს. ენტერიტი არ არის ხშირი. ინვაზიური ინფექცია იშვიათია, მაგრამ შეიძლება აღინიშნებოდეს ღვიძლის ქრონიკული დაავადების ან ჰემოქრომატოზის მქონე პაციენტებში.[3]

საწყისი კვლევები

შავი ჭირი პოტენციურად საშიშია ლაბორატორიის პერსონალისთვის და მასალა უნდა დამუშავდეს ბიოუსაფრთხოების კაბინეტში. ლაბორატორიებისათვის უნდა იყოს ცნობილი თუ ნიმუშები პოტენციურად შეიცავს შავ ჭირს.

მიკრობიოლოგიური ტესტირება ჭირისთვის

  • რეკომენდებულია დიაგნოზის დასადასტურებლად.[26][28]

  • იდეალურ შემთხვევაში სისხლის კულტურა ლაბორატორიაში სხვა სათანადო კლინიკურ ნიმუშებთან ერთად უნდა გაიგზავნოს ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე; თუმცა, მკურნალობის გადადება დაუშვებელია. შესაბამისი ნიმუშები შეიძლება მოიცავდეს ბუბონასპირატებს (ბუბონური ჭირი), ნახველის ან ბრონქული/ტრაქეის გამორეცხვა (პნევმონიური ჭირი), ყელის ნაცხის ნიმუში (ფარინგეალური ჭირი) და ცერებროსპინალურ სითხეს, თუ არსებობს მენინგეალური სიმპტომები (სეპტიცემიური ჭირი).[26][28] ბუბონები, როგორც წესი, მყარი შემადგენლობისაა, შესაბამისად, ასპირაციისათვის საჭიროა ფიზიოლოგიური ხსნარის ბუბონში ინექცია და შემდეგ დაუყოვნებლივი რეასპირაცია.

  • კლინიკური ნიმუშების გამოკვლევა უნდა მოხდეს გრამის და რაით-გიმზას ან ვეისონის წესით შეღებვით და დაითესოს ბულიონში ან სისხლიან აგარზე. Y pestis არის გრამუარყოფითი კოკობაცილა, რაით-გიმზას ან ვეისონის შეღებვით ვლინდება ცისფერი ბაცილა მუქი ლურჯი პოლარული სხეულაკებით. "ქინძისთავის" მსგავსი სურათი მიუთითებს, მაგრამ არ არის პათოგნომური, აღნიშნული პათოგენისთვის, თუმცა იძლევა სწრაფი წინასწარი დიაგნოზის შესაძლებლობას.[26][28]

  • რეფერალური ლაბორატორიები იყენებენ კონკრეტულ ბაქტერიოფაგს, რათა განასხვავონ Y pestisYersinia-ს სხვა სახეობებისაგან.[29] შავი ჭირის ბაცილები ნელა იზრდება და ქმნის მცირე კოლონიებს სისხლიან აგარზე 24 საათის განმავლობაში, შედარებით არააქტიურებია ბიოქიმიური ანალიზისას. ისინი გამოხატავენ გარსის უნიკალურ ანტიგენს (F1 ანტიგენი), სწორედ ეს უკანასკნელი ხდება სამიზნე სპეციფიკური ფლუორესცენტული ანტისხეულის ტესტის მიმართ.[28][Figure caption and citation for the preceding image starts]: ბიპოლარული იერსახე რაითის საღებავითდაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) სურათების კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@435fe682

მიკრობიოლოგიური ტესტირება ერსინიოზისთვის

  • Y enterocolitica და Y pseudotuberculosis შეიძლება იზოლირებულ იქნას კლინიკური ნიმუშებიდან, როგორიცაა განავალი მაკკონკის აგარზე. იერსინიოზზე ეჭვის დროს სელექტიური აგარის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას ოთახის ტემპერატურაზე ინკუბირებული ცეფსულოდინ-ირგასან-ნოვობიოცინის აგარი.[30]

ანტიგენის სწრაფი ტესტები ჭირისთვის

  • F1 ანტიგენის სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტი ხელმისაწვდომია და ფართოდ გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აფრიკა და სამხრეთ ამერიკა. დადებითი ტესტი განიხილება როგორც შავი ჭირის სავარაუდო დადასტურება.[28]

  • ტესტი ტარდება საეჭვო პნევმონიური ჭირის მქონე პაციენტების ნახველზე, ან საეჭვო ბუბონური ჭირის მქონე პაციენტების ბუბო ასპირატზე. შედეგი ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია 15 წუთში და მარტივია ინტერპრეტაცია.[1]

  • როგორც ჩანს, ეს ტესტები უფრო სენსიტიურია, ვიდრე კულტივირება, თუმცა დაბალი სპეციფიკურობა ნიშნავს, რომ შესაძლებელია ცრუ დადებითი შედეგების მიღება. სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტების გამოყენების მხარდამჭერი მტკიცებულების ხარისხი დაბალია და კულტივირება აუცილებელია დიაგნოსტიკისთვის. ასევე საჭიროა ინფორმაციის მოძიება ანტიმიკრობული რეზისტენტობის და პრევალენტური შტამების შესახებ.[31]

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს F1 სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტების გამოყენებას შემდეგ გარემოებებში:[1]

    • საეჭვო პნევმონიული ან ბუბონური ჭირის მქონე ადამიანები ენდემურ რაიონებში დაავადების სწრაფად გამოვლენისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაუყოვნებელი რეაგირების განსახორციელებლად (საჭიროა დამადასტურებელი ტესტირება ეპიდემიის გამოცხადებამდე)

    • პნევმონიური ან ბუბონური ჭირზე ეჭვმიტანილი ადამიანები ეპიდემიის დროს, რათა უზრუნველყონ სწრაფი დიაგნოზი მოვლის ადგილზე (დამადასტურებელი ტესტი უნდა ჩატარდეს ამავე დროს).

სხვა ლაბორატორიული ან გამოსახვითი ტესტები

  • შავი ჭირის დიაგნოსტიკისათვის რუტინული ტესტები საკმარისად სპეციფიკური არ არის. სისხლის თეთრი უჯრედები, როგორც წესი, მომატებულია10,000-20,000 უჯრედი/მმ³-მდე. შესაძლოა გამოიკვეთოს დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციის თვალსაჩინოება. გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე შავი ჭირის ფილტვის ფორმა შესაძლოა გამოვლინდეს ცალმხრივი ან ორმხრივი კონსოლიდაციის ან ალვეოლური ინფილტრატების სახით. ასევე აღწერილია პლევრული ეფუზია და ფილტვის კარის/შუასაყრის ადენოპათია.[32][Figure caption and citation for the preceding image starts]: შავი ჭირის ფილტვის ფორმა ორივე ფილტვის დაზიანებითდაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) სურათების კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3909e459

შემდგომი გამოკვლევები

სეროლოგიური კვლევა

  • რეკომენდებულია ჭირის დიაგნოზის დასადასტურებლად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კულტურა უარყოფითია და ჭირი ჯერ კიდევ საეჭვოა.[26][28] დაავადების მწვავე და გამოჯანმრთელების სტადიის შრატები შეიძლება შემოწმდეს Y pestis-ის F1 ანტიგენის ანტისხეულებზე პასიური ჰემაგლუტინაციით. გამოჯანმრთელების სტადიის შრატი უნდა იქნას მიღებული დაავადების დაწყებიდან 4-6 კვირის შემდეგ. მწვავე და გამოჯანმრთელების სტადიის შრატის ნიმუშებს შორის ტიტრის ოთხმაგი მატება არის სადიაგნოსტიკო.[26][28]

  • სეროლოგიური კვლევა Y enterocolitica და Y pseudotuberculosis-თვის გამოიყენება ევროპაში. შესაძლოა შედეგების ინტერპრეტაცია იყოს რთული ზოგად პოპულაციაში შედარებით მაღალი სეროპოზიტიურობის და Salmonella, Brucella, და Rickettsia სახეობების ჯვარედინი რეაქტიულობის გამო.[33]

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია

  • რეკომენდებულია ჭირის დიაგნოზის დასადასტურებლად, როდესაც ეს შესაძლებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კულტურა უარყოფითია და ჭირი ჯერ კიდევ არსებობს.[26][28] მიუხედავად იმისა, რომ PCR შეიძლება უზრუნველყოს უფრო სწრაფი გამოვლენა, ის არ ცვლის მიკროსკოპისა და კულტურის აუცილებლობას

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას