პირველადი პრევენცია

მიმდინარე მტკიცებულებით მიზანშეწონილი არ არის ანტიგენებისგან თავისუფალი დიეტა მაღალი რისკის ქალებისათვის ორსულობის დროს.[26][27]

ლაქტაციის პერიოდში დედის მიერ ანტიგენების მიღებისგან თავის შეკავება შეიძლება ამცირებდეს ეგზემის რისკს ჩვილში ან ეგზემის სიმძიმეს (თუ გამოვლინდა), თუმცა საჭიროა უფრო ფართომასშტაბიანი კვლევები.[27]

ანტენატალურად და პერინატალურად ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით (n-3 PUFA )დედის თერაპიამ შეიძლება შეამციროს კვერცხისადმი სენსიბილიზების პრევალენტობა 12 თვემდე ბავშვებში;​​თუმცა, პოსტანატალურად n-3 PUFA-ს დანამატების მიცემამ არ მოახდინა ალერგიული დაავადებების პრევენცია.[28][29][30]

ალერგიის მაღალი რისკის მქონე ჩვილებში საჭირო არ არის 4 თვის შემდეგ თავი ავარიდოთ ახალი საკვები პროდუქტების დამატებას.[31] 2017 წელს, აშშ-ის ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფმა გამოსცა განახლებული გზამკვლევი არაქისზე ალერგიის პრევენციისთვის მაღალი რისკის მქონე ბავშვებში (მაგ. რომელთაც აქვთ მძიმე ეგზემა, კვერცხზე ალერგია ან ორივე ერთად).[23] ექსპერტთა ჯგუფის აზრით, LEAP კვლევის (ადრე შევიტყოთ მიწის თხილის ალერგიის შესახებ) თანახმად, ასაკთან შესაბამისი, მიწის თხილის შემცველი საკვები პროდუქტები აღნიშნული ჩვილების დიეტას შეიძლება დავამატოთ 4-6 თვის ასაკში (მიწის თხილის სპეციფიკური IgE ტესტირება, კანის სინჯზე ტესტირება ან ორივე უნდა იქნას გათვალისწინებული დიეტის მიწის თხილით გამდიდრებამდე, რათა გადაწყდეს დამატების საკითხი და მეთოდი).[23] LEAP არის რანდომიზებული კვლევა, რომელმაც შეისწავლა მიწის თხილის ალერგიის პრევენციის სტრატეგიები მძიმე ატოპიური ეგზემით დაავადებულ ან კვერცხის მიმართ ალერგიის მქონე ჩვილებში (მიწის თხილის ალერგიის მაღალი რისკი). აღმოჩნდა, რომ იმ ჩვილების 1.9%, რომელთაც მიწის თხილი გაასინჯეს 4-11 თვის ასაკში, ავლენდა მიწის თხილის მიმართ ალერგიას, ხოლო ის ჩვილები, რომლებიც სიცოცხლის პირველი 60 თვის განმავლობაში არ იღებდნენ, შემთხვევათა 13.7%-ში ავითარებდნენ ალერგიას.[32] 12-თვიანი შემდგომი კვლევით (LEAP-ON) აღმოჩნდა, რომ მიწის თხილის ადრეული დამატების სარგებელი ხანგრძლივია.[33]

EAT კვლევაში (შევისწავლოთ ამტანობა) მიწის თხილისა და კვერცხის შეტანა მხოლოდ ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში (ზოგადი მოსახლეობა, ანუ ალერგიის რისკის მიხედვით არ იყვნენ შერჩეული) 3-6 თვის ასაკში დამცავ ეფექტს ავლენდა ალერგიების წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ დიეტა დაცული იყო.[34] ძროხის რძის, სეზამის, თეთრი თევზისა და ხორბლის ადრეული შეტანა არ ავლენდა დამცავ ეფექტს. კვლევით ასევე გაირკვა, რომ ექვსი ალერგიული საკვების შემცველი დიეტის დაცვა (დამყოლობა) საკმაოდ რთული იყო.[34]

დიდი ბრიტანეთის გზამკვლევის მიხედვით რეკომენდებულია მხოლოდ ძუძუთი კვება 6 თვემდე ჩვილებში, შემდეგ კი ემატება საკვები პროდუქტები (მათ შორის მიწის თხილი და კვერცხი), ასევე გრძელდება ძუძუთი კვება (ასაკთან შესაბამისად) მანამ, სანამ ეს ჩვილისა და ოჯახისთვის კომფორტულია.[35]

მეორეული პრევენცია

არსებობს მტკიცებულება, რომ მინიმუმ 4 თვემდე ძუძუთი კვება, ხელოვნურ საკვებთან შედარებით, რომელიც დამზადებულია ძროხის ინტაქტური რძის ცილაზე, განაპირობებს ადრეული ბავშვობის ასაკში ატოპური დერმატიტის, ძროხის რძეზე ალერგიისა და მსტვინავი სუნთქვის პრევენციას . ამასთან, ატოპური დაავადების პრევენციისათვის 3-4 თვის შემდეგ ექსკლუზიურად ძუძუთი კვების აშკარა უპირატესობები არ არსებობს.[26]

ატოპიის მაღალი რისკის მქონე ჩვილების კვლევებში (რომლებიც მხოლოდ ძუძუთი არ იკვებებოდნენ 4-6 თვემდე), არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ატოპიური დაავადების დაწყების პრევენცია შეიძლება ჰიდროლიზებული ფორმულების გამოყენებით, ძროხის ინტაქტური რძის ფორმულასთან შედარებით.[26][31][104]

ალერგიის მსოფლიო ორგანიზაცის გაიდლაინების მიხედვით არ არსებობს რეკომენდაცია პრობიოტიკების თერაპიიის გამოყენებაზე ალიმეტარული ალერგიის პრევენციის მიზნით. კლინიკურ პირობებში ჩატარებული კვლევები მწირია.[105] იმავე გაიდლაინებით აღნიშნულია, რომ პრებიოტიკები შეიძლება გამოვიყენოთ ალიმენტარული ალერგიის პრევენციისთვის ჩვილებში, რომლებიც მხოლოდ ძუძუთი არ იკვებებიან, მაგრამ არა მხოლოდ ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში.[106] თუმცა, აღნიშნული რეკომენდაციები მწირ მტკიცებულება ეფუძნება. ევროპული გაიდლაინების მიხედვით არ არსებობს მტკიცებულება პრებიოტიკების ან პრობიოტიკების გამოყენების შესახებ ალიმენტარული ალერგიის პრევენციის მიზნით.[31]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას