ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ძლიერი რისკფაქტორებია: ატოპიური დაავადების მქონე ოჯახის წევრი, ანამნეზში ატოპიური დერმატიტი.

რეაქციების 90% გამოწვეულია რძით, კვერცხით, მიწის თხილით, სხვა ტიპის თხილებით, ხორბლით, სოიოთი, თევზითა და მოლუსკებით ბავშვებში, ხოლო მოზრდილებში მიწის თხილით, სხვა ტიპის თხილებით, მოლუსკებით, თევზითა და ბოსტნეულით.[1][38][39]უნდა აღიწეროს რეაქციის განვითარებამდე მიღებული ნებისმიერი საკვები, მათ შორის "დამალული" ინგრედიენტებიც , როგორიცაა სალათის საკმაზი, დესერტი, სოუსი ან სასმელი.

რეაქცია ვითარდება ყოველი მიღების შემდეგ, თუმცა რაოდენობის მიხედვით რეაქცია შეიძლება განსხვავებული იყოს.

IgE-ით გაშუალებული რეაქციების შედეგია.

მეტწილად აღინიშნება ორგანოთა სხვა სისტემის ჩართულობასთან ერთად.

იშვიათად არის ალიმეტარული ალერგიის ერთადერთი პირველი ნიშანი.

IgE-ით გაშუალებული რეაქციების შედეგია.

უჯრედული მედიატორები, რომლებიც ალერგიული რეაქციის დროს გამოთავისუფლდება, იწვევენ ანთებით პასუხს.

მიღებიდან რამდენიმე წუთიდა -2 საათში ვლინდება.

დამახასიათებელია გასტროინტესტინური ანაფილაქსიისთვის. ხშირად, თან ახლავს ალერგიული გამოვლინებები სხვა სამიზნე ორგანოებში.

დამახასიათებელია გასტროინტესტინური ანაფილაქსიისთვის. ხშირად, თან ახლავს ალერგიული გამოვლინებები სხვა სამიზნე ორგანოებში.

მიღებიდან რამდენიმე წუთიდა -2 საათში ვლინდება.

დამახასიათებელია გასტროინტესტინური ანაფილაქსიისთვის.

IgE-ით გაშუალებული რეაქციების შედეგები.

IgE-ით გაშუალებული რეაქციების შედეგები.

რეაქცია ვითარდება საკვები პროდუქტის მიღებიდან რამდენიმე წამში, წუთში. იშვიათია 2 საათის პერიოდის შემდეგ რეაქციის გამოვლენა. სიმპტომები, როგორც წესი, სპონტანურად ლაგდება 4-12 საათის შემდეგ ან პასუხობს ეპინეფრინით (ადრენალინით), ანტიჰისტამინური პრეპარატებით ჩარევას.

მცირე რაოდენობით საკვები ცილით გამოწვეული რეაქცია

ატოპიური დერმატიტის, ასთმისა და ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებს საკვებისმიერი ალერგიის უფრო მაღალი რისკი აღენიშნებათ.

იშვიათი

IgE-ით გაშუალებული რეაქციების შედეგები.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

შეიძლება გამოვლინდეს უფრო მძიმე შემთხვევებში.

იშვიათი

ზოგიერთ პაციენტს საკვების მიმართ რეაქცია მხოლოდ ვარჯიშის შემდეგ უვითარდება ან შეიძლება დამძიმდეს ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში.

მედიკამენტებისა და ალკოჰოლის ფონზე იზრდება ალერგენის შეწოვის ხარისხი.

შეიძლება გამოვლინდეს უფრო მძიმე შემთხვევებში.

შეიძლება გამოვლინდეს უფრო მძიმე შემთხვევებში.

რისკფაქტორები

ძლიერი

გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიწის თხილის მიმართ ალერგიის განვითარების რისკი 7-ჯერ მაღალია ზოგად მოსახლეობასთან შედარებით ბავშვებში, რომელთა და-ძმას აღენიშნება იგივე ალერგია.[15] მონოზიგოტურ ტყუპებში აღინიშნა 64%-იანი კონკორდატულობის მაჩვენებელი საკვებისმიერი ალერგიის მხრივ, ხოლო დიზიგოტურ ტყუპებში მონაცემი 6.8%-ს შეადგენდა.[20]

საშუალო ან მძიმე ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვების მესამედს აღენიშნება IgE-თი გაშუალებული კლინიკული რეაქტიულობა საკვების ცილების მიმართ. ზოგად მოსახლეობასთან შედარებით საკვებისმიერი ალერგიის პრევალენტობა ამ ჯგუფში გაცილებით უფრო მაღალია.[21]​ ადრეული გამოვლინებით და მძიმე ატოპიური დერმატიტით დავადებულ ბავშვებს საკვებისმიერი ალერგიის გაცილებით უფრო მაღალი რისკი აქვთ.[22]

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი გვამცნობს, რომ ჩვილები, რომელთაც აღენიშნებათ მძიმე ეგზემა, ალერგია კვერცხზე ან ორივე ერთად, არიან არაქისის მიმართ ალერგიის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.[23]

სუსტი

ახალშობილებში, განსაკუთრებით ატოპიური დაავადების მიმართ გენეტიკურად წინასწარგანწყობილ პირებში, მომატებულია ალერგიის რისკი, ვინაიდან იმუნური სისტემა გადახრილია ალერგიული ან Th2 პასუხის განვითრებისაკენ. ნაწლავების განვლადობა გაზრდილია და აღინიშნება მომნელებელი სისტემის სხვა ასპექტების უმწიფარობა, რაც ხელს უწყობს სენსიბილიზაციას.[24] Th2 აღნიშნავს ალერგიულ ფენოტიპსა და გამოყოფილ ციტოკინებს, მათ შორისაა ინტერლეიკინ(IL)-4, IL-5 და IL-13. ყველა ჩამოთვლილი მედიატორი ხელს უწყობს ალერგიული დაავადების განვითარებას.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, იმ ბავშვებში, რომლებიც პერინატალურ პერიოდში ექსპოზირებული იყვნენ მიწის თხილის ზეთებზე, მიწის თხილის მიმართ ალერგიის რისკი უფრო მაღალი იყო.[25]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას