მონიტორინგი
პაციენტები საჭიროებენ რეგულარული ინტერვალებით მეთვალყურეობას, რათა ინ ვიტრო (Ig)E ან კანის ჩხვლეტითი ტესტების გამოყენებით დადგინდეს, ხომ არ გაქრა მათი ალერგია ასაკთან ერთად. თუ მგრძნობელობა ალერგენის მიმართ გამქრალია, კვებით რაციონში ამ პროდუქტის ხელახლა დამატებამდე შესაძლებელია საკვების ცდის ჩატარება. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პაციენტს შეიძლება გაუქრეს საკვებისმიერი ალერგია, თუმცა კანის ჩხვეტითი ან ინ ვიტრო ტესტირება კვლავ იძლეოდეს IgE შეცვლილი მაჩვენებლის მტკიცებულებას. მძიმე სიმპტომებისა და ანაფილაქსიის მქონე პაციენტებში არსებობს ბიფაზური რეაქციის რისკი, ან პირველადი სიმპტომების ალაგების შემდეგ განმეორების რისკი, ამიტომ ნაჩვენებია მათი სტაციონარის პირობებში 24-საათიის განმავლობაში მონიტორინგი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას