კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
IgE-ს სპეციფიური ინ ვიტრო იმუნოკვლევა
ტესტი
ნორმატიული შედეგები გვაქვს CAP ფლუორესცენტული ფერმენტული იმუნოკვლევის სისტემიდან; რეაქციის ანამნეზის მქონე პაციენტებში დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი 95%-ია.[53]
საკვების სპეციფიკური IgE-ს მაღალი კონცენტრაცია კორელირებს რეაქციის ალბათობასთან.[54][55][56]
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ IgE-ის პროგნოზულ მაჩვენებლებზე ნაკლები მაჩვენებლებიც რელევანტურია. თუ IgE-ს დონე 2 kUA/L-ზეა მიწის თხილის, რძის და კვერცხის შემთხვევაში პაციენტს ალერგიის 50%-იანი ალბათობა მაინც აქვს.
საკვების ცდა შეიძლება საჭირო აღარ იყოს თუ CAP IgE მაჩვენებელი სცდება პროგნოზულ დონეებს.[54][55][56] სხვადასხვა ტესტებიდან მიღებული მაჩვენებლები ერთნაირ კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ.[57]
შედეგი
კვერცხი: ≥7 kUA/L (≥2 kUA/L თუ ≤2 წ); რძე: ≥15 kUA/L (≥5 kUA/L თუ ≤2 წ); მიწის თხილი: 14 kUA/L; სხვა ტიპის თხილი: დაახლოებით 15 kUA/L; თევზი: 20 kUA/L
კანის ჩხვლეტითი ტესტი
ტესტი
განმეორებადია და უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ინ ვიტრო ტესტები.
მგრძნობელობა >90%, სპეციფიკურობა დაახლოებით 50%-ია.[3]
რაც უფრო დიდია ამობურცულობა, მეტია კლინიკური ალერგიის ალბათობა; თუ დიამეტრი >8-10 მმ-ზე, კლინიკური რეაქციის ალბათობა მეტია.[58]
უარყოფითი პროგნოზირების სიზუსტე >95%-ზე საკვების უმეტესი პროდუქტებისათვის (დიამეტრი სულ მცირე 3 მმ-ით ნაკლებია უარყოფით კონტროლზე) და გვეხმარება IgE-გაშუალებული ალერგიული რეაქციის გამოსარიცხად.[56]
საკვების უმეტესი პროდუქტებისთვის და პაციენტების უმრავლესობაში დადებითი პროგნოზირების სიზუსტე 90-95%-ია. ჩვილებში სიზუსტე შეიძლება 90%-ზე ნაკლები იყოს.[2][55]
პაციენტისთვის შექმნილი დისკომფორტი მინიმალურია.
ლაგდება 15 წუთის განმავლობაში.
უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის.
შედეგი
ამობურცულობის დიამეტრი 3 მმ-ით უფრო დიდია, ვიდრე საკონტროლო არეში
გასათვალისწინებელი კვლევები
საკვების ცდა
ტესტი
საკვების ცდა კეთდება დროთა განმავლობაში საეჭვო ალერგენის მზარდი რაოდენობების მიცემით.
აუცილებელია ჩატარდეს ისეთ გარემოში, სადაც იქნება ანაფილაქსიის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები, ინსტრუმენტები და პერსონალი.
პაციენტს აძლევენ სატესტო საკვების საწყის დოზას, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეაქციის მიზეზი გახდეს და შემდეგ ზრდიან მას რეაქციის მოსალოდნელ გამომწვევ რაოდენობამდე.
ალიმეტარული ალერგიის დიაგნოსტიკის მთავარი ტესტი საკვების ორმაგი-ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი კვლევებია.[48] ღია ცდა შეიძლება მიკერძოებული იყოს.
აღნიშნული ცდა ფასდება ხარისხით. პლაცებო და საკვები თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს შერჩეული.
თუ პაციენტი ცდას გაივლის, ტარდება ღია კვება. ღია კვების ატანის შემთხვევაში, ალიმენტარული ალერგია გამოირიცხება.
შედეგი
ალერგიული რეაქცია
კომპონენტური დიაგნოსტიკა
ტესტი
IgE-ს ცილისადმი (საკვები ალერგენი) სპეციფიკური სენსიბილიზაციის გამოსაკვლევად გამოიყენება გაწმენდილი ან რეკომბინანტული ალერგენები.
ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა მაღალი შესაძლებლობები პროგნოზირდეს მძიმე ალერგიული რეაქციის ალბათობა ისეთ საკვებზე, როგორიცაა არაქისი ან თხილი; თუმცა, ყვავილის მტვრის სენსიბილიზაციის გეოგრაფიულმა ნიმუშებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შედეგებზე და საჭირო გახდეს დამატებითი კვლევები. იმისათვის, რომ გამართლდეს კომპონენტებით განსაზღვრული დიაგნოსტიკის გამოყენება არაქისის და თხილის გარდა სხვა საკვებისთვის.[49][50]
კომპონენტის ტესტირების როლი აგრძელებს განვითარებას[51]
შედეგი
დადებითი
ახალი ტესტები
კანის აპლიკაციური სინჯები
ტესტი
კანის აპლიკაციური სინჯები გამოიყენება იმ ალერგენების გამოსაკვლევად, რომლებიც T-უჯრედებით განპირობებულ დაყოვნებულ კონტაქტურ ჰიპერმგრძნობელობას იწვევენ.[52]
ალერგენის ექსტრაქტი იდება მისაკრობ მასალაზე, რომელიც კანზე 48 საათის განმავლობაში რჩება.
ექსტრაქტების სტანდარტიზაცია და ინტერპრეტაციის მეთოდის დახვეწა აუცილებელია მანამ, სანამ ეს მეთოდი კლინიკურ პრაქტიკაში დაინერგება.[52]
ამჟამად მხოლოდ კვლევითი მიზნებისთვისაა ხელმისაწვდომი. აპლიკაციური ტესტირება ვალიდურია კონტაქტური დერმატიტის სადიაგნოსტიკოდ, თუმცა ზოგადად არ გამოიყენება საკვები ალერგენების შესამოწმებლად.
შედეგი
ერითემა და გამკვრივება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას