მიდგომა

ალიმენტარული ალერგიის შესაძლო შემთხვევაში თავდაპირველი მიზანია ატოპიური და არაატოპიური შემთხვევის გარჩევა. ასევე უნდა გავარკვიოთ სიმპტომები და ნიშნები მსუბუქი იმუნური რეაქციიის შესაბამისია თუ უფრო მძიმე, ანაფილაქსოიდურ პასუხს გავს. ჩვენი მიზანი, შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს ალერგიის გამომწვევი საკვების ამოცნობა. საკვებ ალერგენებზე ტესტირება და ტესტის ინტერპრეტირება უნდა ემყარებოდეს ანამნეზსა და გასინჯვას.

ანამნეზი და ფიზიკალური გასინჯვა

შეფასება უნდა დაიწყოს იმ სპეციფიკური ნიშნებისა და სიმპტომების დაზუსტებით, რასაც პაციენტი ან მშობელი აღწერს. განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს დერმატოლოგიურ, რესპირატორულ, გასტროინტესტიურ, მხედველობის, გულისა ან სისტემურ მძიმე გამოვლინებებზე. ალიმენტური ალერგიის დიაგნოზზე მიუთითებს შემდეგი ნიშნები:

  • კანის ქავილი, წამოწითლება, ურტიკარია და ანგიოედემა[Figure caption and citation for the preceding image starts]: კანზე ტიპური გამონაყარი მიწის თხილის მიღებიდან 30 წუთშიდიუკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1442d472

  • ცემინება, რინორეა, ცხვირის ღრუს დახშობა, მეტალის გემო, ხრინწიანობა, სტრიდორი, მოხრჩობის შეგრძნება, ყელის შეშუპება, დისპნოე, ტაქიპნოე, მსტვინავი სუნთქვა, ხველა ან ციანოზი

  • გულისრევა, ღებინება, მუცლის სპაზმური ტკივილი, შებერილობა და დიარეა

  • კონიუქტივის ჰიპერემია, ცრემლდენა, პერიორბიტული შეშუპება

  • მძიმე შემთხვევებში ვლინდება გამტარებლობის დარღვევები, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არითმიები, ჰიპოტენზია და გულის გაჩერება.

პაციენტის ატოპიური დაავადების კლინიკურ გამოვლინებაზე მიუთითებს შემდგომი ფაქტორები: ოჯახის წევრი, რომელსაც ალიმენტარული ალერგია აქვს, სხვა ალერგიული დაავადების არსებობა (მაგ. ატოპიური დერმატიტი, ალერგიული რინიტი, ასთმა), პერინატალურად კანზე საკვები ნივთიერების ექსპოზიცია (მაგ. მიწის თხილის ზეთი), ჭარბი ან არასაკმარისი D ვიტამინი, ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ან ანტიოქსიდანტები,ბაქტერიებსა და ინფექციებზე არასაკმარისი ექსპოზიცია. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების მიხედვით თუ პირველი ხარისხის ნათესავს მიწის თხილზე ალერგია აქვს, რისკი 7-ჯერ იმატებს.[15] მონოზიგოტურ ტყუპებში აღინიშნა 64%-იანი კონკორდატულობის მაჩვენებელი საკვებისმიერი ალერგიის მხრივ, ხოლო დიზიგოტურ ტყუპებში მონაცემი 6.8%-ს შეადგენდა.[20] ატოპიური დერმატიტის, ასთმისა და ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებს საკვებისმიერი ალერგიის უფრო მაღალი რისკი აღენიშნებათ. ასთმის არსებობა ფატალური რეაქციის განვითარების რისკფაქტორია.[36] ატოპიური დერმატიტისა და ალიმენტარული ალერგიის მქონე ბავშვების ორი მესამედი ალერგიულია კვერცხზე.[37]

რეაქციების 90% გამოწვეულია რძით, კვერცხით, მიწის თხილით, სხვა ტიპის თხილებით, ხორბლით, სოიოთი, თევზითა და მოლუსკებით ბავშვებში, ხოლო მოზრდილებში მიწის თხილით, სხვა ტიპის თხილებით, მოლუსკებით, თევზითა და ბოსტნეულით.[1][38][39] გამომწვევი საკვები პროდუქტი შეიძლება გამოვლინდეს პაციენტის დეტალური გამოკითხვით:

  • როგორ მიიღო პაციენტმა სავარაუდო ალერგენი- პერორალურად, ინჰალაციურად თუ უბრალოდ შეეხო მას? სპეციფიკური საკვები პროდუქტის მიღებისას პაციენტში თითქმის იდენტური პასუხი უნდა ვითარდებოდეს, ყოველ მიღებაზე.

  • რა რაოდენობით საკვები მიიღო პაციენტმა რეაქციამდე? Ig-E გაშუალებული რეაქციები ძალიან მცირე რაოდენობით ალერგენზეც ვითარდება, ხოლო სხვა დაავადებებისთვის დიდი რაოდენობაა საჭირო.

  • ექსპოზიციიდან რამდენ ხანში დაიწყო სიმპტომები? Ig-E-გაშუალებული რეაქციის სიმპტომები, როგორც წესი, ალერგენის მიღებიდან 20 წუთის - 2 საათის პერიოდში ვლინდება.

  • რამდენ ხანში ქრებოდა სიმპტომები და როგორ მკურნალობდით რეაქციას? IgE გაშუალებული სიმპტომები, როგორც წესი, 4-12 საათში ლაგდება. რეაქცია შეიძლება თავად გაქრეს ან მედიკამენტურ ჩარევას დაექვემდებაროს.

  • ხომ არ არის ვარჯიში დაკავშირებული სიმპტომების განვითარებასთან? საკვებზე დამოკიდებული, ფიზიკური დატვირთვით ინდუცირებული ანაფილაქსია შეიძლება განვითარდეს თუ ვარჯიშამდე ან მის შემდეგ საკვები 2-4 საათის განმავლობაში იქნა მიღებული.[37]

  • ხომ არ მიუღია პაციენტს რაიმე მედიკამენტი და ალკოჰოლი რეაქციის განვითარებამდე? მედიკამენტებისა და ალკოჰოლის ფონზე იზრდება ალერგენის შეწოვის ხარისხი.[40][41][42]

ალიმენტარული ალერგიის გამოკვლევები

თუ თავდაპირველი შეფასება მიუთითებს საკვებისმიერ ალერგიაზე, საჭიროა დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარება. კვლევები შეიძლება დაიწყოს ინ ვიტრო (Ig)E იმუნოლოგიური ანალიზით ან კანის ჩხვლეტითი სინჯებით. თუ შეფასება უარყოფითია (პაციენტი რეგულარულად კარგად იტანს საკვებს და არ აქვს შესაბამისი სიმპტომები), დიაგნოსტიკური კვლევები საჭირო არ არის და საკვებისმიერი ალერგიები შეიძლება გამოირიცხოს სიმპტომების გამომწვევი მიზეზებიდან.[43] თუ პაციენტს წარსულში იგივე საკვები პროდუქტი დიდი რაოდენობით მიუღია და სიმპტომები არ გამოვლინდა, სავარაუდოდ ეს საკვები შესაბამისი ალერგენი არ იქნება, დადებითი ტესტის შემთხვევაშიც კი. ხილისა და ბოსტნეულის კომერციულად ხელმისაწვდომი ექსტრაქტები ისეთივე ეფექტური არ არის, რადგანაც ცილა სუსტია. სინჯებისთვის უნდა გამოიყენოთ ახალი ხილი და ბოსტნეული.[44]

საკვებისმიერ ალერგენებზე კანის ჩხვლეტითი და IgE ტესტების მაღალმა მგრძნობელობამ და დაბალმა სპეციფიურობამ შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგები, რამაც თავის მხრივ, შეიძლება პაციენტებისთვის პოტენციურად საზიანო ელიმინაციური დიეტის გამოყენება განაპირობოს.[43] აღწერილია ისეთი ეფექტები, როგორიცაა პროგრესირება დაუყოვნებელი ტიპის ალერგიამდე, ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით.[43][45][46][47] ტესტირება უნდა ჩაატაროს ალერგოლოგმა, რომელსაც გავლილი აქვს სწავლება იშვიათი, თუმცა პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების მკურნალობის შესახებ. თუ იმუნოკვლევის ან კანის სინჯის შედეგები ვერ აკმაყოფილებს დადებითი მაჩვენებლის კრიტერიუმს ან დიაგნოზი ეჭვქვეშაა, შესაძლებელია საკვების ცდის ჩატარება. თუ კანის სინჯი სიცოცხლის საწყის ეტაპებზე უარყოფითია, არ ნიშნავს რომ მოგვიანებით IgE ჰიპერმგრძნობელობა არ განვითარდება.[22]

ალიმეტარული ალერგიის დიაგნოსტიკის მთავარი ტესტი საკვების ორმაგი-ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი კვლევებია.[48] აღნიშნული კვლევა ფასდება ხარისხით. პლაცებო და საკვები თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს შერჩეული. თუ პაციენტი ცდას გაივლის, ტარდება ღია კვება. ღია კვების ატანის შემთხვევაში, ალიმენტარული ალერგია გამოირიცხება.

გამოკვლევები

IgE-ს ცილისადმი (საკვები ალერგენი) სპეციფიკური სენსიბილიზაციის გამოსაკვლევად გამოიყენება გაწმენდილი ან რეკომბინანტული ალერგენები. ზოგიერთი კვლევით ნაჩვენებია, რომ კეთდება პროგნოზი მიწის თხილზე, სოიოზე ან ტყის თხილზე მძიმე ალერგიული რეაქციის ალბათობის შესახებ; თუმცა, შედეგებზე შეიძლება იმოქმედოს მტვერზე გეოგრაფიულმა სენსიბილიზაციამ. საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება.[49][50] კომპონენტის ტესტირების როლი აგრძელებს განვითარებას[51]

კანის აპლიკაციური სინჯები გამოიყენება იმ ალერგენების გამოსაკვლევად, რომლებიც T-უჯრედული რეაქციით განპირობებულ დაყოვნებულ კონტაქტურ ჰიპერმგრძნობელობას იწვევენ. ალერგენის ექსტრაქტი იდება მისაკრავ მასალაზე, რომელიც ინტაქტურ კანზე 48 საათის განმავლობაში რჩება; ის მხოლოდ კვლევითი მიზნებისთვისაა ხელმისაწვდომი.[52] აპლიკაციური ტესტირება ვალიდურია კონტაქტური დერმატიტის სადიაგნოსტიკოდ, თუმცა ზოგადად არ გამოიყენება საკვები ალერგენების შესამოწმებლად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას