ახალი ტიპის მკურნალობა

სუბლინგვალური იმუნოთერაპია

ეტაპობრივი პერორალური ექსპოზიცია ადგილობრივ საკვებ ცილებთან იწვევს რეგულაციური T უჯრედების ინდუცირებას მკურნალობის ადრეულ სტადიაზე და განაპირობებს იმუნიტეტის გადახრას არაალერგიული Th1 პასუხებისკენ თერაპიის მოგვიანებით ნაწილში.[16] ერთი კვლევის მიხედვით, ტყის თხილით სუბლინგვალური იმუნოთერაპიაზე (SLIT) მყოფ პაციენტებს შეეძლოთ რეაქციის აღმოსაფხვრელი დოზის საშუალო ზღურბლის გაზრდა, თუმცა პაციენტების სიმპტომების 50% მხოლოდ პერორალური ალერგიით შემოიფარგლებოდა.[84] ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა მიწის თხილით SLIT თერაპიის შესახებ. აღმოჩნდა, რომ თერაპიის ფონზე პაციენტებს შეეძლოთ მიწის თხილის ცილის 20-ჯერ უფრო დიდი რაოდენობის ატანა, ვიდრე პლაცებოს ჯგუფს.[85] ნამკურნალებ ჯგუფში, პლაცებოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა კანის ჩხვლეტითი სინჯების საპასუხო კვანძების დიამეტრი, შემცირდა ბაზოფილური რეაქტიულობა, ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა მიწის თხილის სპეციფიკური IgE და IgG4 დონეები. სხვა საკვებ პროდუქტების შემთხვევაში SLIT-ის სარგებელის განსაზღვრა ამჟამად კვლევის რეჟიმშია და აღნიშნული თერაპია კვლავ კვლევით, საცდელ თერაპიად ითვლება.

პერორალური იმუნოთერაპია

საკვები ალერგენი ეძლევათ მზარდი რაოდენობით თვეების განმავლობაში, რათა გაიზარდოს გამომწვევი დოზის ზღურბლი საკვების მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებისთვის. ორალური იმუნოთერაპიის (OIT) რიგი კვლევები ფოკუსირებულია არაქისის ალერგიის მკურნალობაზე . გამოვლინდა, რომ არაქისის ალერგიის მქონე ბავშვების უმრავლესობის დესენსიბილიზაცია შესაძლებელია ორალური იმუნოთერაპიის გზით. ერთ-ერთი მე-3 ფაზის კვლევის ფარგლებში, არაქისის მიმართ ძლიერი ალერგიის მქონე ბავშვები და მოზარდები რანდომიზებულნი იყვნენ - ერთი ჯგუფი იტარებდა არაქისით მიღებულ პერორალური იმუნოთერაპიას და მეორე ჯგუფს კი დაენიშნა პლაცებო. ბავშვებს, რომლებმაც არაქისით მიღებული პერორალური იმუნოთერაპია ჩაიტარეს, შეეძლოთ არაქისის ცილის უფრო მაღალი დოზების მიღება პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. მათ საკვებისმიერი პროვოკაციის სინჯით არაქისთან ექსპოზიციის დროს აღენიშნებოდათ სიმპტომების ნაკლები სიმძიმე.[86] არაქისის (Arachis hypogaea) ალერგენის ფხვნილი არის OIT, რომელიც დამტკიცებულია არაქისის ალერგიის დადასტურებული დიაგნოზის მქონე 4-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტებში გამოსაყენებლად. ამასთან, არაქისზე ალერგიის პერორალური იმუნოთერაპიის ერთმა სისტემურმა მიმოხილვამ და მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ დესენსიბილიზაციის ეფექტურად გამოწვევის მიუხედავად, არაქისის პერორალური იმუნოთერაპიის რეჟიმებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები, თავიდან აცილების პრაქტიკასა და პლაცებოსთან შედარებით.[87] მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პერორალური იმუნოთერაპის დროს განვითარებული რეაქციების უმეტესობა მსუბუქია და არ უშლის მონაწილეებს თერაპიის გაგრძელებაში; მდგრადი იმუნოლოგიური რემისია დამაჯერებლად არ არის დადასტურებული, პერორალური იმუნოთერაპიის შეწყვეტის ან შემცირებული დოზით გაგრძელების შემდეგ.[88][89][90]​ეს უკანასკნელი არის პერორალური იმუნოთერაპიის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რადგან არაქისის ალერგიის მქონე პირების უმრავლესობას, რომლებიც იღებენ პერორალურ იმუნოთერაპიას, სჭირდებათ არაქისის მიღება განუსაზღვრელი ვადით, რათა შეინარჩუნონ პერორალური იმუნოთერაპიის დამცავი ეფექტი. შემდგომი კვლევა ფოკუსირებული იქნება თერაპიასთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტების შემცირებაზე, სუროგატული ბიომარკერების შემუშავებაზე იმისთვის, რომ უკეთესად დახასიათდეს ალერგიული პაციენტები, რომლებიც თერაპიაზე დადებითად რეაგირებენ და ისინი, ვისთვისაც სასურველია მკურნალობის სხვა ვარიანტები ან ალერგენის მკაცრად თავიდან არიდება. პერორალური იმუნოთერაპია სხვა საკვების, მაგ. რძის და კვერცხის მიმართ, ასევე ავლენს საიმედო შედეგებს.[91][92][93] [ Cochrane Clinical Answers logo ] ​ მაგალითად, ADP101, IgE-ით გაშუალებული მრავალპროდუქტიან ორალურ იმუნოთერაპიას, სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) მიერ დაჩქარებული წესით მინიჭებული აქვს ავტორიზაცია ერთი ან მრავლობითი საკვებისმიერი ალერგიის სამკურნალოდ, მათ შორის ნუშის, ქეშიუს, ქათმის კვერცხის, ვირთევზას, ძროხის რძის, თხილის, არაქისის, პეკანის, ფისტას, ორაგულის, სეზამის თესლის, კრევეტების, სოიოს, ნიგვზის და ხორბალის. ერთმა მულტიცენტრულმა, რანდომიზირებულმა, ორმაგმა ბრმა, პლაცებოს I/II ფაზის კვლევამ აჩვენა, რომ ADP101 იძლევა დოზადამოკიდებულ, კლინიკურად მნიშვნელოვან დესენსიბილიზაციურ პასუხს გარკვეული საკვებისმიერი ალერგიების მქონე პედიატრიულ პაციენტებში.[94]

პეპტიდური იმუნოთერაპია

დიდი რაოდენობით მცირე ზომის პეპტიდები წარედგინება T უჯრედების ეპიტოპებს, IgE-ის ჯვარედინი დაკავშირების გარეშე. მიზნობრივი ეფექტურობა გამოვლინდა თაგვებში, თუმცა ადამიანებზე ეფექტის ჩვენება გართულდა.[16]

ჩინური მცენარეული მედიცინა

მოზარდებსა და მოზრდილებში დადასტურდა, რომ უსაფრთხოა მცენარეული ნაერთის გამოყენება (კვებითი ალერგიის მცენარეული ფორმულა-2, იგივე FAHF-2) ; თუმცა, საკვები ალერგენების მიმართ ამტანობის გაუმჯობესების უნარი არ გამოვლენილა.[95] მიმდინარე კვლევები შეისწავლის კვებითი ალერგიის მცენარეული ფორმულა-2-ის (FAHF-2) პოტენციალს პერორალური იმუნოთერაპიის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, როდესაც იგი გამოიყენება მრავალი საკვების პერორალურ იმუნოთერაპიასთან ერთად.[96]

ომალიზუმაბი

ომალიზუმაბი, ანტი-IgE მონოკლონური ანტისხეული, დამტკიცებულია FDA-ს მიერ IgE-ით გაშუალებული კვებითი ალერგიისთვის, 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ერთი ან მეტი საკვების შემთხვევითი ზემოქმედების გამო განვითარებული ალერგიული რეაქციების (ანაფილაქსიის ჩათვლით) შესამცირებლად. ის უნდა იქნას გამოყენებული საკვები ალერგენების თავიდან აცილების სტრატეგიასთან ერთად. ომალიზუმაბი ასევე აუმჯობესებს რძის ორალური იმუნოთერაპიის უსაფრთხოებას, მიზნობრივ ეფექტურობაზე ზემოქმედების გარეშე.[97] მიმდინარე კლინიკური კვლევა შეისწავლის ომალიზუმაბის პოტენციალს, გაზარდოს დოზით გამოწვეული ზღურბლი რიგი საკვებისმიერი ალერგენების მიმართ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ალერგია არაერთ საკვებზე (მულტიალერგიული) და გააუმჯობესოს მულტიალერგიული პერორალური იმუნოთერაპიის უსაფრთხოება.[98]

იმუნოთერაპია კანზე

ეპიკუტანური იმუნოთერაპია (EPIT) გულისხმობს ალერგენის მიმართ ხანგრძლივ ექსპოზიციას კანზე, აპლიკატორის დაკრობის გზით. III ფაზის ერთმა კვლევამ დააფიქსირა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი პასუხი ეპიკუტანური იმუნოთერაპიაზე (35.3% vs 13.6% პლაცებოს ჯგუფში) 4-დან 11 წლამდე არაქისის მიმართ ალერგიის მქონე ბავშვებში.[99] თუმცა, დადებითი შედეგისთვის სარწმუნოების ინტერვალის კრიტერიუმის წინასწარ განსაზღვრული ქვედა ზღვარი არ დაკმაყოფილდა.[99] მიმდინარე კვლევები იკვლევს რძის ეპიკუტანური იმუნოთერაპიის ეფექტურობას 1-3 წლის ასაკის რძეზე და არაქისზე ალერგიულ პაციენტებში.[100][101]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას