პირველადი პრევენცია

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრობიოტიკების მიღებამ შეიძლება შეამციროს ატოპიური დაავადების რისკი; ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში თევზის ზეთის მიღებამ შეიძლება შეამციროს საკვები ალერგენების მიმართ სენსიბილიზაციის რისკი.[43] ორსული ან მეძუძური დედების მიერ ალერგიული საკვების მიღებისგან თავის შეკავება, როგორც ჩანს, არ ამცირებს ალერგიული ან აუტოიმუნური დაავადების რისკს ბავშვებში.[43]

არაქისის და კვერცხის ადრეული შეყვანამ ჩვილის კვებით რაციონში შეიძლება შეამციროს შესაბამისი ალერგიის რისკი.[44][45]​ სხვა საერთო ალერგენებიც შეიძლება შეყვანილ იქნეს ასევე ამავე დროს.[45]​ ჩვილებში, რომლებსაც არ აქვთ ანამნეზში კვერცხზე ალერგია და არ აქვთ ან აქვთ მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ატოპიური დაავადება, არაქისის შემცველი საკვების მიღება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს.[44] თუ ჩვილს აქვს ძლიერი ეგზემა და/ან ალერგია კვერცხზე, მიწის თხილის მიცემამდე აუცილებელია სკრინინგი მიწის თხილის მიმართ ალერგიაზე.[44]

მწერების ნაკბენების თავიდან ასაცილებლად მისაღებია გარკვეული უსაფრთხოების ზომები, მაგალითად დახურული ფეხსაცმლისა და სქელი წინდების ტარება გარეთ ყოფნისას. ფანჯრები დახურული უნდა იყოს მანქანის ტარებისას და სახლში (სახლისთვის რეკომენდებულია მწერების საწინააღმდეგო ბადეები ფანჯრებზე). გარეთ სასმელისა და საკვების მოხმარება ფრთხილად უნდა მოხდეს, რადგან ფუტკრები ეტანებიან სითხეებს, განსაკუთრებით სიცხეში, ხოლო კრაზანა შაქრიან სასმელს ეძებს. აღნიშნული რეკომენდაციები მნიშვნელოვანია პირებისთვის, რომელთა ალერგიის შესახებ ცნობილია, ასევე მაღალი რისკის პირებისთვის, მაგ. ალერგიის ოჯახური ანამნეზის მქონე ან ატოპიურიური ბავშვებისთვის. მწერის (ფუტკრის, კრაზანას და სხვა მწერების) ნაკბენის თავიდან აცილება რეკომენდებულია ზოგადი მოსახლეობისთვისაც, რადგან ინდივიდებმა შეიძლება არ იცოდნენ, რომ ალერგია აქვთ. ამერიკის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია დამსაქმებლებისა და მათი მუშაკების მწერებთან და მორიელებთან ექსპოზიციის რისკის, დანესტვრის და ნაკბენების პრევენციის შესახებ. CDC: insects and scorpions Opens in new window

სამედიცინო პერსონალი და მაღალი რისკის ჯგუფები (მაგ. სხერხემლის განვითარების თანდაყოლილი ანომალიის მქონე პაციენტები) შეიძლება დავიცვათ ლატექსის მიმართ ალერგიის განვითარებისგან, თუ ისინი ლატექსის შემცველი მასალების და კათეტერების გამოყენებას თავს აარიდებენ.[28]

მეორეული პრევენცია

შემდგომი ალერგიული რეაქციების პრევენცია იწყება გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირებით და ალერგენთან კონტაქტისგან თავის შეკავებით. აუცილებელია პაციენტის და მისი მომვლელის/მშობლის ინფორმირება.[108]

საკვებისმიერი ალერგიის შემთხვევაში ეს მოიცავს ცნობიერებაში ყურადღების გამახვილებას საკვების ეტიკეტირებისას, სიფრთხილეს რესტორნის საკვების მოხმარების და საკვების გატანის სერვირების შემთხვევაში და ალერგენისგან თავისუფალი გარემოს შექმნას. მრავალ განვითარებულ ქვეყანაში სავალდებულოა საკვები ნივთიერებების/პროდუქტების ეტიკეტირება. რესტორნებში ხშირად აღნიშნავენ კონკრეტულ ინგრედიენტებს და ალერგენებს. ეს სასარგებლოა, ვინაიდან ალერგენის კვალიც კი შეიძლება საკმარისი გახდეს ალერგიული რეაქციის გამოსაწვევად. ​ იხილე Food allergy დამატებითი ინფორმაციისათვის

აუცილებელია ვიმუშაოთ ლატექსის გარეშე, როდესაც ვატარებთ ქირურგიულ ან სტომატოლოგიურ პროცედურას ლატექსის მიმართ ალერგიულ პაციენტებში.[109] მედიკამენტების მიმართ ალერგიის დროს მოწოდებულია სამედიცინო ბარათის ან MedicAlert-ის მსგავსი (გამაფრთხილებელი) სამაჯურის ან ყელსაბამის ტარება. გასათვალისწინებელია შესაძლო ჯვარედინი რეაქტიულობაც.

ალერგიულ პირებში საკვანძო მნიშვნელობა აქვს მწერების კბენის პრევენციას. შხამით იმუნოთერაპია რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომელთაც მწერის ნაკბენის შედეგად განუვითარდათ მძიმე სისტემური რეაქცია და გამოუმუშავდათ სპეციფიკური იმუნოგლობულინი E შხამის ალერგენების მიმართ.[12]​​[85] შრატის ტრიპტაზას ბაზალური დონის ამაღლება მჭიდრო კავშირშია ანაფილაქსიის მძიმე ფორმის რისკთან მწერების ნაკბენზე და შრატის ბაზლური ტრიპტაზას გაზომვა შეიძლება სასარგებლო იყოს იმ პირებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენზე საეჭვო ანაფილაქსია ​[12][110]​​​[111]

პროფილაქტიკა კორტიკოსტეროიდებით

კონკრეტული აგენტების მიმართ ანაფილაქსიის განმეორებითი ეპიზოდების პრევენციისთვის კორტიკოსტეროიდებით ფარმაკოლოგიური პროფილაქტიკა ქიმიოთერაპიულ პროტოკოლებში შეიძლება განიხილებოდეს. ანამნეზში რადიოკონტრასტული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების მქონე, ან იმუნოთერაპიაზე მყოფი პაციენტებისათვის ანაფილაქსიის პროფილაქტიკისთვის კორტიკოსტეროიდების რუტინული გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუმცა, პრემედიკაცია შეიძლება განიხილებოდეს, თუ არსებობს ანაფილაქსიის მაღალი რისკი ან აღინიშნება თანმხლები დაავადებები, რომლებიც ასოცირდებიან ანაფილაქსიის ფატალური გამოსავლის რისკთან.[12]

ადრენალინის (ეპინეფრინის) აუტოინექტორები

ანაფილაქსიის ნებისმიერი ტიპის ეპიზოდის შემდეგ, თითოეულ პაციენტს უნდა მიეცეს ადრენალინის ორი აუტოინექტორი.[86] პაციენტმა ან მომვლელმა ყოველთვის თან უნდა ატაროს ორივე აუტოინექტორი და უნდა იცოდეს მათი გამოყენება.[76] ანაფილაქსიის რისკის მქონე ბავშვებთან ადრენალინის აუტოინექციები უნდა დაინიშნოს როგორც პერსონალიზებული გადაუდებელი გეგმის შემადგენელი ნაწილი.[76][87] American Academy of Pediatrics: allergy and anaphylaxis emergency plan Opens in new window

აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის გაფრთხილების საფუძველზე, პაციენტებს და მომვლელებს ურჩევენ პერიოდულად გადახედონ აუტოინექტორების ინსტრუქციებს და სავარჯიშო მოწყობილობებით ისწავლონ მათი გამოყენება. EpiPen® ადრენალინის აუტოინექტორის მომხმარებლებმა უნდა დაათვალიერონ მოწყობილობა, შეამოწმონ ცისფერი გამშვები და რამდენად ადვილად ამოდის მოწყობილობა სათავსოდან.[112]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას