მონიტორინგი

ბიფაზური რეაქციები ან სიმპტომების დაბრუნება შესაძლებელია თავდაპირველი ეპიზოდის ალაგების შემდეგ. მძიმე ანაფილაქსიის მქონე პაციენტებში და/ან >1 დოზა ადრენალინის საჭიროების შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს გახანგრძლივებული დაკვირვება, ნიშნებისა და სიმპტომების სრული ალაგების შემდეგაც, რათა არ გამოგვრჩეს ბიფაზური რეაქციები. არ არის დადგენილი დაკვირვების ოპტიმალური ხანგრძლივობა. პაციენტებთან ბიფაზური რეაქციების მომატებული რისკით, ან ანაფილაქსიური ფატალობის რისკ-ჯგუფიდან (მაგ. თანმხლები გულსისხლძარღვთა დაავადებების, ადრენალინზე წვდომის შეზღუდვის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების არასაკმარისი ხელმისაწვდომობის, თვითმართვის შეზღუდული უნარის შემთხვევაში) დაკვირვების გახანგრძლივება შესაძლოა საჭირო გახდეს 6 საათის ან მეტი პერიოდის განმავლობაში.[12]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას