გართულებები
მიუხედავად იმისა, რომ ანაფილაქსიის დროს მიოკარდიუმის ინფარქტი იშვიათია, ის გახშირდება ზოგადი მოსახლეობის დაბერების ფონზე, რადგანაც ხანდაზმულთა ალერგიული რეაქციები უფრო პრევალენტური იქნება. გულის იშემია შეიძლება გამოწვეული იყოს ანაფილაქსიასთან დაკავშირებული ჰიპოტენზიით ან ადრენალინის (ეპინეფრინის) მიცემის შემდეგ განვითარებული ჰიპერტენზიითა და ტაქიკარდიით.
განმეორებითი ანაფილაქსიის რისკი უფრო მაღალია ანამნეზში ანაფილაქსიური რეაქციების მქონე პაციენტებში.[53] თუმცა, წინა რეაქციის სიმძიმე აუცილებლად არ ასახავს შემდგომი რეაქციის სიმძიმეს.[39]
მკურნალობა გულისხმობს ადრენალინის (ეპინეფრინი) დაუყოვნებლივ შეყვანას, რაც უმნიშვნელოვანესია შედეგისა და პროგნოზისთვის.
თუ ალერგენი უცნობია, კლინიკური და ლაბორატორიული ტესტები უნდა ჩატარდეს მიზეზის გამოსაკვლევად. პაციენტმა ალერგენთან კონტაქტისგან მომავალში თავი უნდა შეიკავოს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას