კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
ტრიპტაზას დონე შრატში
ტესტი
შრატის ან პლაზმის ანალიზი ტრიპტაზაზე უნდა განხორციელდეს გადაუდებელი მკურნალობის დაწყებიდან რაც შეიძლება მალე, ხოლო მეორე სინჯი, იდეალურ შემთხვევაში, სიმპტომების გამოვლენიდან 1-2 საათის ფარგლებში (არა უგვიანეს 4 საათისა) უნდა მოვიპოვოთ.[54]
ჯანმრთელ პირებში, რომელთაც უკანასკნელ საათებში ანაფილაქსია არ გადაუტანიათ, შრატში ტრიპტაზას დონე, როგორც წესი, შეუმჩნეველია (<1 ნანოგრამი/მლ). ანაფილაქსიის დროს, ტრიპტაზას დონემ შესაძლოა მოიმატოს როგორც უმნიშვნელოდ, ასევე აღემატებოდეს 100 ნანოგრამ/მლ-ს.
ტრიპტაზას დონე შესაძლოა მომატებული იყოს არაანაფილაქსიური მდგომარეობების დროსაც, მაგ. სისტემური მასტოციტოზის შემთხვევაში.
ხელმისაწვდომია ყველა მთავარ ლაბორატორიაში (მაგ. ImmunoCAP) და შესაძლოა შემოწმდეს სიკვდილის შემდგომ.
ტრიპტაზას საბაზისო შემცველობის დასადგენად, ყველა სიმპტომის ალაგებიდან სულ მცირე 24 საათის შემდეგ უნდა ავიღოთ დამატებითი სინჯი.
აუცილებელი არ არის თუ ანაფილაქსიის დიაგნოზი დადასტურებულია.
კლინიკურად აშკარა საკვებით გამოწვეული ანაფილაქსიის დროს, ტრიპტაზას დონე შეიძლება არ იყოს მომატებული, მაშინაც კი, თუ შრატი დროულად შეგროვდა.[56][57]
შედეგი
მოამტებულია
გასათვალისწინებელი კვლევები
ინ ვიტრო ტესტირება იმუნოგლობულინ E-ზე
ტესტი
ინ ვიტრო რაოდენობრივი კვლევა, რომელიც ამოწმებს ალერგენის მიმართ სპეციფიკურ იმუნოგლობულინ E-ს ადამიანის შრატში.
გვაძლევს კლინიკურად საჭირო საშუალებას დავადასტუროთ ან გამოვრიცხოთ ატოპიის არსებობა. ამასთნ, ზუსტად განსაზღვრავს ალერგენის მიმართ სპეციფიკურ მგრძნობელობას დადასტურებული ალერგიის მქონე პირებში. სამწუხაროდ, ნორმიდან გადახრა არ ასახავს კლინიკურ რეაქციას ან სიმძიმის ხარისხს.[67]
საკვებისმიერი ალერგიის შემთხვევაში მგრძნობელობა 86%-ია, ხოლო სპეციფიკურობა 83%.[68]
შედეგი
> 0,35 საერთაშორისო ერთეული/ლ
კანის ტესტი
ტესტი
არსებობს სამი ტიპი: კანის ალერგიული სინჯი; ინტრადერმული ტესტი; კანის აპლიკაციური ტესტი.[69][70]
სამედიცინო ბაზარზე ხელმისაწვდომია კანის ტესტირების მრავალი ალერგენის ექსტრაქტი. კომერციული ექსტრაქტებით ან ახალი ხილით ჩატარებულ კანის ტესტირებას მაღალი სენსიტიურობა და >90%-იანი უარყოფითი პროგნოზული ღირებულება აქვს.[61]
რამდენიმე ექსტრაქტი ხელმისაწვდომია წამლის მიმართ ალერგიის შესამოწმებლად.
შედეგი
> 3 მმ დიამეტრის და ზომით მეტი ვიდრე კონტროლი
პროვოცირების ტესტი
ტესტი
პაციენტს უტარდება პროვოცირების ტესტი გამომწვევ ალერგენთან მზარდი ექსპოზიციის გზით. ეს საუკეთესო მეთოდია ალერგიის დიაგნოზის დასადასტურებლად; თუმცა, პროვოცირების ტესტის გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ ანაფილაქსიის ანამნეზის მქონე პაციენტებში.[71] თუ ალერგიის გამომწვევი საკვები ვერ გამოვლინდა, თუმცა საკვებისმიერ ალერგიაზე კვლავ ეჭვი გვაქვს, შესაძლოა საჭირო გახდეს საკვების პროვოცირების ტესტი, ვინაიდან კონკრეტული საკვების მიღებისგან თავის არიდება შესაძლოა იყოს სიცოცხლის გადარჩენისთვის საკვანძო.
შედეგი
ალერგიული რეაქციის ობიექტური სიმპტომები
ახალი ტესტები
ბაზოფილური აქტივაციის ტესტი
ტესტი
ფლოუ-ციტომეტრიული ტესტი, რომლის მეშვეობით ფასდება ბაზოფილების რეაქცია ალერგენზე. ბაზოფილის აქტივაციის ტესტები ზრდასრულებში მიწის თხილის მიმართ მძიმე ალერგიის დიანგოსტიკისთვის დამატებით ინსტრუმენტად მიიჩნევა.[62]
შედეგი
ბაზოფილის აქტივაცია
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას