განხილვები პაციენტთან

თუ არსებობს ეჭვი ალერგიულ რეაქციაზე, გართულებულია სუნთქვა ან ვლინდება გამონაყარი კანზე, პაციენტებს ვურჩევთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სასწრაფო დახმარებას.

პაციენტი გაგზავნეთ ალერგიის/იმუნოლოგიის სპეციალისტთან, რომელსაც შეეძლება პაციენტის მომზადება საზოგადოებრივ პირობებში თვითმკურნალობისთვის. სპეციალისტი ასევე დაადასტურებს ანაფილაქსიური ეპიზოდის გამომწვევ ფაქტორს, ასწავლის პაციენტს, როგორ აარიდოს თავი ალერგენს და განიხილავს იმუნომოდულაციის ვარიანტს.[53]

უნდა ეცადოთ გაარკვიოთ გამომწვევი ალერგენი, პაციენტებს უნდა ურჩიოთ თავი აარიდონ ალერგენთან კონტაქტს და თან ატარონ ადრენალინის (ეპინეფრინის) ორი აუტოინექტორი, რათა ალერგენთან შეხების შემთხვევაში მოახდინონ საშიში შედეგების პრევენცია.[12][86]

ამერიკის პედიატრიის აკადემია რეკომენდაციას უწევს ანაფილაქსიის რისკის მქონე ბავშვებისთვის წერილობითი საგანგებო გეგმის შედგენას.[76][87] American Academy of Pediatrics: allergy and anaphylaxis emergency plan Opens in new window

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას