მტკიცებულება

ეს გვერდი შეიცავს გამორჩეული შინაარსის კადრს, რომელიც ხაზს უსვამს მტკიცებულებებს ძირითადი კლინიკური, მათ შორის გაურკვეველი საკითხების შესახებ. იხილეთ ძირითადი ლიტერატურის სია ამ თემასთან დაკავშირებული ყველა წყაროს დეტალებისთვის.

BMJ Best Practice-ის მტკიცებულებათა ცხრილები

Evidence table logo

მტკიცებულებათა ცხრილები იძლევა მტკიცებულებათა ადვილად ნავიგაციის საშუალებას სპეციფიკური კლინიკური საკითხების კონტექსტში,GRADE დაBMJ Best Practice ეფექტურობის რეიტინგის გამოყენებით. მიჰყევით ბმულებს ცხრილის ქვემოთ მტკიცებულებათა ქულის ძირითად ტექსტში სანახავად, კლინიკურ კითხვასთან დაკავშირებითი დამატებითი კონტექსტის მიცემით. გაიგეთ მეტი ჩვენი მტკიცებულებათა ცხრილების შესახებ.

ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ მნიშვნელოვან კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ გაიდლაინში (და მის საფუძვლად აღებული სისტემატური მიმოხილვაში) მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.


იმ შემთხვევებში, სადაც GRADE სისტემით შეფასება ჩატარებულია, მტკიცებულებების სარწმუნოობა ძალიან დაბალი, ან დაბალია და საკვანძო შედეგების მიხედვით ინტერვენციების ეფექტურობა/სარგებლიანობა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით მაღალია. თუმცა, ეს დაზუსტებული არ არის და ახალმა მტკიცებულებებმა მომავალში შესაძლოა რეკომენდაცია შეცვალოს.


პოპულაცია: სავარაუდო ანაფილაქსიის მქონე პაციენტები

ინტერვენცია: პოხიერი უჯრედების ტრიპტაზას ტესტირების ერთი (ადრეული) დრო ᵃ

შედარება: ნებისმიერი სხვა (მოგვიანებითი) დრო ᵃ

შედეგებიეფექტიანობა (BMJ შეფასება)?მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)?

პოხიერი უჯრედების პიკური ტრიპტაზას დრო

იხილეთ შენიშვნა ᵇ

ძალიან დაბალი

მომატებული პოხიერი უჯრედების ტრიპტაზას საბოლოო წერტილი

იხილეთ შენიშვნა ᶜ

ძალიან დაბალი

რეკომენდაციები წყარო გაიდლაინის მიხედვით

საეჭვო ანაფილაქსიური რეაქციის შემდეგ ≥16 წლის ახალგაზრდებთან და მოზრდილებთან დროული სისხლის ნიმუშები პოხიერი უჯრედების ტრიპტაზას ტესტირებისთვის უნდა შეგროვდეს შემდეგის გათვალისწინებით:

  • სისხლის ნიმუში გადაუდებელი მკურნალობის დაწყების შემდეგ რამდენადაც შესაძლებელია მალე უნდა შეგროვდეს

  • მეორე ნიმუშის აღება იდეალურია სიმპტომების დაწყებიდან 1 - 2 საათის (მაგრამ არაუგვიანეს 4 საათის) განმავლობაში.

შენიშვნა:

გაიდლაინზე მომუშავე ჯგუფის მითითებით სისხლის პირველი ნიმუშის აღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, ვინაიდან მტკიცებულებებზე დაყრდნობით პოხიერი უჯრედების ტრიპტაზას პიკური მაჩვენებლის მიღწევის საშუალო დრო 30 წუთია, და რომ პიკი ყველა პაციენტთან, გარდა ორისა, ორ საათში იქნა მიღწეული.

ᵃ გაიდლაინზე მომუშავე ჯგუფისთვის რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი არ იყო, ამიტომ ის ობსერვაციულ კვლევებს დაეყრდნო.

ᵇ გაიდლაინზე მომუშავე ჯგუფის აღნიშვნით პიკური მაჩვენებლის მიღწევის დრო მერყეობდა 1 წუთიდან 6 საათამდე (საშუალოდ 30 წუთი, 7 კვლევა, N=178) და საშუალო მაჩვენებლად ფიქსირდებოდა 24 ერთეული ლიტრზე (დიაპაზონი 4.09 - 66.2).

ᶜ გაიდლაინზე მომუშავე ჯგუფის აღნიშვნით ტრიპტაზას ნახევარდაშლის პერიოდი მერყეობდა 30 წუთიდან 300 წუთამდე (საშუალოდ 90 წუთი, 6 კვლევა, N=147) და მაჩვენებლები ნორმას უბრუნდებოდა სიმპტომების გამოვლენიდან 24 საათის შემდეგ. ერთ კვლევაში ნორმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა ექვს საათში.

მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):

კოქრეინის კლინიკური პასუხები

Cochrane library logo

კოჰრეინის კლინიკური პასუხები (Cochrane Clinical Answers - CCAs) აწვდის ადვილად წასაკითხ და გასაგებ, კლინიკურად ფოკუსირებულ კავშირებს მაღალი ხარისხის კვლევებთან - კოჰრეინის სისტემატური მიმოხილვებთან. მათი მიზანია იყოს ქმედითი და მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების ინფორმირება პაციენტის მოვლის ადგილზე. ისინი დამატებულია Best Practice-ის ძირითადი ტექსტის შესაბამის სექციებში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას