შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

14 წლის გოგონა სუნთქვის დარღვევის მძიმე ფორმით გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეიყვანეს. ანამნეზში აღინიშნება ასთმა და მიწის და ხის თხილზე ალერგია. სკოლის ბუფეტში გოგონამ ნამცხვარი მიირთვა, რის შემდეგაც მალე გამოვლინდა კანის სიწითლე, ქავილი, ოფლის ჭარბად გამოყოფა, რასაც მოჰყვა ყელის არეში მოჭერის შეგრძნება, მსტვინავი სუნთქვა და დისპნოე. სკოლის ექთანმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მედიკამენტები არ მიუციათ, გოგონას ალერგოლოგის მიერ დანიშნული ადრენალინის (ეპინეფრინის) აუტოინექტორი თან არ ჰქონდა. გასინჯვით მოისმინება მსტვინავი სუნთქვა და ყელი შეშუპებულია, ჟანგბადის სატურაცია კი 92%-ია.

შემთხვევის ანამნეზი #2

65 წლის მამაკაცს ბაღში მუშაობისას კრაზანამ უკბინა. მან ნესტარი ამოიღო და მკვდარი ფუტკარი იპოვნა. წარსულში მისთვის მწერს რამდენჯერმე უკბენია, მაგრამ მას ამაზე რეაქცია არ ჰქონია. ამჟამად, რამდენიმე წუთში კანზე სიწითლე, ოფლიანობა და მცირე ხნით ცნობიერების დაკარგა გამოვლინდა. პაციენტი დაიბნა და სასწრაფო თავდ ვერ გამოიძახა, 10 წუთის შემდეგ ის მეუღლემ იპოვნა. სასწრაფოს მისვლისას პაციენტი გონზე იყო, სუნთქვის დარღვევა და გამონაყარი აღარ ფიქსირდებოდა. სისტოლური წნევა 75 მმ.ვწყ.სვ., პულსი 55 დარტყმა/წთ.

სხვა გამოვლინებები

პაციენტთან პროცესი შესაძლოა ორფაზიანი იყოს, ან ატიპურად გამოვლინდეს და ორგანოთა მხოლოდ ერთი სისტემით შემოისაზღვროს (მაგ. ზღვის პროდუქტების მიღების შემდეგ მხოლოდ ყელის შეშუპებით, ან მხოლოდ გასტროინტესტინური სიმპტომებით გამოვლინდეს). ბიფაზური რეაქციის დროს სიმპტომები პირველი ეპიზოდის ალაგების შემდეგ პირველი ეპიზოდიდან 78 საათის განმავლობაში კვლავ მეორდება, უმეტეს შემთხვევაში ეს განმეორება 8-10 საათში ხდება. სიმპტომების სიმძიმე ვარიაბელურია. შემთხვევების დაახლოებით ერთი მესამედი ძალიან მძიმეა, ერთი მესამედი მძიმე, ხოლო ერთი მესამედი- ნაკლებად მძიმე. ანაფილაქსია შეიძლება განვითარდეს მაშინაც, როცა პაციენტის ანამნეზში ალერგენზე ექსპოზიცია დადგენილი არ არის, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. მიმდინარეობს კვლევები ბავშვებში დედის რძის საშუალებით მიწის თხილზე სენსიტიზაციის შესახებ.[3][4][5] მედიკამენტის მიღების შემდეგ მარტივი ჰიპოტენზია შეიძლება წარმოადგენდეს მძიმე ანაფილაქსიის დასაწყისს (მაგ. რადიოაქტიურ იოდზე ალერგია ან ალერგია ნერვკუნთოვან ბლოკერებზე).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას