მიდგომა

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Astma bij volwassenen: diagnose en monitoring in de eerste lijnავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2020Asthme chez l’adulte : diagnostic et surveillance en soins de santé primairesავტორი: Groupe de Travail Développement de recommmandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2020

გამწვავებების მართვის სპეციფიკური ინფორმაციისთვის იხ ასთმის მწვავე გამწვავება მოზრდილებში.

ასთმის მკურნალობის მთავარი მიზანია სიმპტომების მაქსიმალური კონტროლის მიღწევა მინიმალური მედიკამენტებით. ბრიტანეთის თორაკალური საზოგადოება/შოტლანდიის უნივერსიტეტთაშორისი გაიდლაინების ქსელი (BTS/SIGN) განსაზღვრავს ასთმის სრულ კონტროლს, როგორც:[55]

  • დღის სიმპტომები არ არის

  • არ არის ღამე გაღვიძების ეპიზოდები ასთმის გამო

  • არ არის საჭირო მედიკამენტი

  • არ არის ასთმის შეტევები/გამწვავებები

  • არანაირი შეზღუდვა აქტივობაზე, ფიზიკური დატვირთვის ჩათვლით

  • ფილტვის ნორმალური ფუნქცია (პრაქტიკული თვალსაზრისით, ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა 1 წამში [FEV1] და/ან პიკური ექსპირატორული ნაკადი [PEF] პროგნოზირებულის ან საუკეთესოს 80%-ზე მეტია)

  • მედიკამენტების მინიმალური არასასურველი ეფექტები

ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი (NICE) განსაზღვრავს უკონტროლო ასთმას, როგორც რომელიმეს ქვევით ჩამოთვლილთაგან:[56]

  • კვირაში სამი ან მეტი დღე სიმპტომებით

  • კვირაში სამი ან მეტი დღე, ხანმოკლე მოქმედების ბეტა აგონისტის (SABA) აუცილებელი გამოყენებით სიმპტომების შესამსუბუქებლად

  • კვირაში ერთი ან მეტი ღამე ასთმის გამო გაღვიძებით

პრაქტიკაში, ასთმის სრულმა კონტროლმა შეიძლება მოითხოვოს პაციენტისთვის არასასიამოვნო რეჟიმი და შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები. ამიტომ, სრული კონტროლის მიზანი უნდა იყოს დაბალანსებული პაციენტის ცხოვრების წესთან და მათ ტოლერანტობასთან არასასურველი ეფექტების მიმართ.

სიმპტომების კონტროლის მიღწევის შემდეგ, შეეცადეთ შეამციროთ მედიკამენტების დოზები ოპტიმალური კონტროლის შენარჩუნებით და ნებისმიერი არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე შემცირებით.

განათლება და გარემოს კონტროლი

დარწმუნდით, რომ ყველა პაციენტს თერაპიის ყველა ეტაპზე აქვს წვდომა თვითმართვის პროგრამაზე, რომელიც უნდა მოიცავდეს წერილობით პერსონალიზებულ ასთმის სამოქმედო გეგმას და განათლებას.[1][55][56][83] [ Cochrane Clinical Answers logo ] ​ ეს უნდა იყოს მხარდაჭერილი რეგულარული პროფესიონალური მიმოხილვით.[55][56]​ ურჩიეთ პაციენტს მიიღოს გარემოსდაცვითი კონტროლის ზომები (მაგ., შეამციროს შიდა და გარე ჰაერის დაბინძურების, თამბაქოს კვამლის, პროფესიული და საყოფაცხოვრებო ალერგენების ზემოქმედება).[1][55][56]​ თუ ეჭვი გაქვთ პროფესიულ გამომწვევზე, იხილეთ პროფესიული ასთმა.

განიხილეთ სუნთქვითი ვარჯიშის პროგრამები, როგორც მართვის ინტეგრირებული მიდგომის ნაწილი ფარმაკოლოგიურ მკურნალობასთან ერთად, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და სიმპტომების შესამცირებლად.[1][55]

  • პრაქტიკაში გამოყენებული მიდგომები მოიცავს პაპვორტის მეთოდს და ბუტეიკოს მეთოდს.[55] ეს ტექნიკა მოიცავს ტრენირებული თერაპევტის მხრიდან სწავლებას სუნთქვის სიხშირის და წუთიერი მოცულობის შესამცირებლად და ცხვირით, დიაფრაგმული სუნთქვის გასაუმჯობესებლად.

  • სუნთქვითმა ვარჯიშებმა შეიძლება გამოიწვიოს ასთმის სიმპტომებისა და ცხოვრების ხარისხის ზომიერი გაუმჯობესება და ასთმის მქონე მოზრდილებში ბრონქოდილატატორების მოთხოვნილების შემცირება, მაგრამ მცირე გავლენას ახდენს ფილტვების ფუნქციაზე ან სასუნთქი გზების ანთებაზე.[55][84][85][86][87] საჭიროა შემდგომი კვლევების ჩატარება.[86] [ Cochrane Clinical Answers logo ]

ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოსპაზმი

ყოველთვის გადახედეთ პაციენტის რეგულარულ მკურნალობას და შეამოწმეთ მათი ინჰალატორის ტექნიკა და დამყოლობა, თუ აქვთ ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული სიმპტომები; ვარჯიშით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქცია შეიძლება მიუთითებდეს ცუდად კონტროლირებად ასთმაზე, რომელიც პოტენციურად მოითხოვს მკურნალობის გაძლიერებას (იხილეთ ეტაპობრივი თერაპია გრძელვადიანი მართვისთვის).[55] [ Cochrane Clinical Answers logo ]

თუ ფიზიკური დატვირთვა იწვევს სიმპტომებს (მაგ., ქოშინს, ხიხინს) პაციენტებში, რომელთა ასთმა სხვაგვარად კარგად კონტროლდება ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით (ICS) ან სხვა ეტაპობრივი თერაპიით (იხ. ქვემოთ), ურჩიეთ პაციენტს გამოიყენოს საინჰალაციო SABA დაუყოვნებლივ ფიზიკურ დატვირთვამდე.[55] გარდა ამისა, განიხილეთ ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილის დამატება მათი ჩვეულ მკურნალობაზე:[55]

  • ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტი (LTRA)

  • ხანგრძლივი ქმედების ბეტა აგონისტები (LABA)

  • ნატრიუმის კრომოგლიკატი ან ნედოკრომილი[88]

  • თეოფილინი[89]

მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) აფრთხილებს მონტელუკასტის (LTRA) ქცევასთან და განწყობასთან დაკავშირებული სერიოზული გარასასურველი ეფექტების შესახებ და ურჩევს ჯანდაცვის პროფესიონალებს:[90]

  • პაციენტებთან, რომლებიც იღებენ მონტელუკასტს, ფრთხილად იყავით ნეიროფსიქიატრიული რეაქციების მიმართ, მ.შ. თუმცა არამხოლოდ ძილის დარღვევის, დეპრესიის და აგზნების, ყურადღების ან მეხსიერების დაქვეითების, მეტყველების დაქვეითების (გაბრუების) და ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომების მიმართ.

  • ურჩიეთ პაციენტებს და მათ მომვლელებს, ყურადღებით წაიკითხონ ნეიროფსიქიატრიული რეაქციების სია პაციენტის საინფორმაციო ფურცელში და დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ ისინი გამოვლინდება.

  • ფრთხილად შეაფასეთ მკურნალობის გაგრძელების რისკი და სარგებელი ნეიროფსიქიატრიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში.

ეტაპობრივი მკურნალობა ხანგრძლივი მართვისას

გაიდლაინების რეკომენდაციით, ასთმის სიმძიმე და მისი კონტროლი მიიჩნევა ე.წ. კიბედ, სადაც მედიკამენტების დოზის მომატება (საფეხურით ზევით) ან დაქვეითება (საფეხურით ქვევით) შეიძლება დაავადების სიმძიმისა და ასთმაზე ადეკვატური კონტროლის შესაბამისად.

პაციენტის სიმპტომები უნდა შეფასდეს და ჩაიწეროს ყოველწლიურად მაინც კლინიკური მიმოხილვისას ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგი ასთმის მართვაში. ეს მიმოხილვები შეიძლება გაკეთდეს ჯანდაცვის პირველად და/ან მეორეულ რგოლში ადგილობრივი ხელმისაწვდომობისა და კლინიკური საჭიროების მიხედვით.[55] წლიური მიმოხილვების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხ მონიტორინგის თავი.

პაციენტის სიმპტომების შეფასებისას გამოიყენეთ სპეციფიური კითხვები, როგორიცაა ექიმთა სამეფო კოლეჯის „3 კითხვა“ (RCP3Q):[55]

  • "ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გაგიჭირდათ ძილი ასთმის სიმპტომების გამო (მათ შორის ხველის გამო)?"[91]

  • 'გქონდათ ასთმის ჩვეული სიმპტომები დღის განმავლობაში?'[91]

  • 'შეუშალა თუ არა ასთმამ ხელი თქვენს ჩვეულ აქტივობებს (მაგ., საშინაო საქმეები, სამუშაო და ა.შ.)?'[91]

RCP3Q-ზე დადებითმა პასუხებმა უნდა გამოიწვიოს შემდგომი შეფასება ვალიდური კითხვარით ასთმის სიმპტომური კონტროლის შესაფასებლად, მაგალითად ასთმის კონტროლის კითხვარით (ACQ) ან ასთმის კონტროლის ტესტით (ACT).[2][55][56][92] [ Cochrane Clinical Answers logo ]

საფეხურეობრივი მიდგომა მიზნად ისახავს დაეხმაროს, არა ჩაანაცვლოს, კლინიკური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საჭიროა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

  • პაციენტებთან მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერი საფეხურიდან, მათი საწყისი სიმძიმის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაემატოს მედიკამენტი (გაძლიერდეს მკურნალობა).

  • პაციენტებთან, რომელთაც აქვთ სიმპტომების ცუდი კონტროლი და/ან გამწვავებები, ასთმის მკურნალობის მიუხედავად, მკურნალობის გაძლიერება შეიძლება საჭირო გახდეს ნებისმიერ დროს . მკურნალობის გაძლიერებამდე, ყოველთვის შეამოწმეთ პაციენტის ინჰალატორის ტექნიკა და მკურნალობისადმი დამყოლობა, დაადასტურეთ ასთმის დიაგნოზი, იმუშავეთ პაციენტთან გამომწვევი ფაქტორის შესამცირებლად ან მოსაშორებლად (მაგ., მოწევის) და თანმდევი დაავადებების აღმოსაფხვრელად, სადაც ეს შესაძლებელია.[55][93] [ Cochrane Clinical Answers logo ] დიდ ბრიტანეთში NICE-ი რეკომენდაციას იძლევა 4-დან 8 კვირამდე პერიოდში შეფასდეს პაციენტის პასუხი იმ გადაწყვეტილების მისაღებად თუ რამდენად საჭიროა მკურნალობის შემდგომ საფეხურზე მისი გადაყვანა.[94]

  • SABA-ს მზარდი გამოყენება (თუ დანიშნულია) ან კვირაში > 2 დღე გამოყენება სიმპტომების შესამსუბუქებლად (არა ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქციის პრევენციისთვის) ზოგადად მიუთითებს არაადეკვატურ კონტროლზე და მკურნალობის გაძლიერების საჭიროებაზე.

რეგულარულად შეაფასეთ პაციენტის ასთმის კონტროლი, იმ მიზნით რომ მკურნალობის ქვედა საფეხურზე ჩახვიდეთ, თუ ნახავთ, რომ მინიმუმ 3 თვის განმავლობაში პაციენტის სიმპტომები კარგად კონტროლდება.[56] მნიშვნელოვანია პაციენტების მუდმივი რეგულარული მიმოხილვა, თუ მკურნალობა შემცირებულია.[55]

  • იმის გადასაწყვეტად თუ რომელი წამალი უნდა შემცირდეს პირველად და რა სიჩქარით, გაითვალისწინეთ: ასთმის სიმძიმე, მკურნალობის არასასურველი ეფექტები, დრო მიმდინარე დოზაზე, მიღწეული სასარგებლო ეფექტი და პაციენტის უპირატესი ინტერესი.[55]

  • პაციენტებთან ICS-ის შესაძლო მინიმალური დოზა უნდა შენარჩუნდეს. დოზის შემცირება ნელა უნდა მოხდეს, რადგან პაციენტებთან გაუარესება სხვადასხვა სიჩქარით შეიძლება მოხდეს. შემცირება უნდა განიხილებოდეს ყოველ 3 თვეში ერთხელ, დოზის შემცირება უნდა მოხდეს დაახლოებით 25%-დან 50%-მდე ყოველ ჯერზე.[55]

ასთმის მართვა დებატების საგანი იყო გაერთიანებული სამეფოს გაიდლაინზე მომუშავე მთავარ ავტორიტეტებს შორის, ვინაიდან განსხვავებები იყო მკურნალობის გაძლიერების ფარმაკოლოგიური ვარიანტების დეტალებში. რეკომენდაციები ამ ნაწილში ძირითადად ეფუძნება BTS/SIGN გაიდლაინს, რომელიც ბოლოს განახლდა 2019 წლის ივლისში, თუმცა ასევე NICE-ის გაიდლაინის შეჯამებაც მოცემულია ამ ნაწილის ბოლოს. მიჰყევით თქვენს რეგიონში რეკომენდებულ მიდგომას.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: მართვის შეჯამება მოზრდილებში; მომზადებულია BTS/SIGN-დან „ბრიტანული გაიდლაინი ასთმის მართვის შესახებბრიტანეთის თორაკალური საზოგადოება; შოტლანდიის უნივერსიტეტთაშორისი გაიდლაინების ქსელი. ბრიტანული გაიდლაინი ასთმის მართვის შესახებ. პირველად გამოქვეყნდა 2003 წელს. შესწორებული გამოცემა გამოქვეყნდა 2019 წლის ივლისში; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7b12c19e

BTS/SIGN: ნაბიჯი 1 - საწყისი თერაპია ასთმის კონტროლისთვის

ხანმოკლე მოქმედების ბეტა-2 აგონისტი

დანიშნეთ საინჰალაციო SABA (მაგ., სალბუტამოლი), როგორც მოკლევადიანი თერაპია, საჭიროებისამებრ, სიმპტომურ პაციენტებში სიმპტომების შესამსუბუქებლად.[55]

  • პრაქტიკაში, პაციენტთა მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას დასჭირდება დროდადრო მხოლოდ SABA-ს გამოყენება პროფილაქტიკური თერაპიის გარეშე. პაციენტების უმეტესობას ასევე დასჭირდება რეგულარული პროფილაქტიკური თერაპია ICS-ით.

  • SABA უფრო სწრაფად მუშაობს და/ან ნაკლები არასასურველი ეფექტებით, ვიდრე ალტერნატივები (იპრატროპიუმი, თეოფილინი).[55][95]

თუ პაციენტს თვეშიხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორის ერთზე მეტი ინჰალატორი სჭირდება, დაუყოვნებლივ შეაფასეთ მასთან ასთმა და მიიღეთ ზომები ასთმის კონტროლის გასაუმჯობესებლად, თუ ის ცუდია.[55]

  • SABA-ს ხშირი გამოყენება დაკავშირებულია გამწვავებების საგულისხმო ზრდასთან და ასთმასთან დაკავშირებული ჯანდაცვის სერვისების გამოყენებასთან.[96][97] SABA-ს გადაჭარბებული გამოყენება ასევე არის ფატალური ასთმის რისკფაქტორი.[55]

  • SABA-ს ჭარბი გამოყენების რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების პოპულაციები მოიცავს ხანდაზმულებს, მწეველებს და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე პაციენტებს.[97]

დაბალი დოზის ICS

განიხილეთ SABA-ზე დაბალი დოზის ICS-ის დამატება, თუ პაციენტს აქვს ასთმასთან დაკავშირებული რომელიმე შემდეგი მახასიათებელი:[55]

  • ასთმის მწვავე შეტევა (საჭიროებს ორალურ კორტიკოსტეროიდებს) ბოლო 2 წლის განმავლობაში

  • საინჰალაციო SABA-ს გამოყენება კვირაში სამჯერ ან მეტჯერ

  • სიმპტომური კვირაში სამჯერ ან მეტად

  • კვირაში ერთი ღამე გაღვიძება

მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატივები ხელმისაწვდომია (მაგ., ნატრიუმის კრომოგლიკატი, ნედოქრომილი, თეოფილინი), ICS არის ყველაზე ეფექტური პრევენციული პრეპარატი მკურნალობის საერთო მიზნების მისაღწევად.[98][99][100][101] SABA-ზე ICS-ის დამატება მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე გამწვავებების და ასთმასთან დაკავშირებული სიკვდილის რისკს, რომელიც დაკავშირებულია SABA-ს გადაჭარბებულ გამოყენებასთან.[1][102][103]

დაიწყეთ პაციენტთან ICS-ის გონივრული საწყისი დოზა, რომელიც შეესაბამება ასთმის სიმძიმეს.[55]

  • ტიტრირება მოახდინეთ უმცირეს დოზამდე, რომლის დროსაც შენარჩუნებულია ასთმის ეფექტური კონტროლი.[55]

  • უფრო მაღალი დოზები შეიძლება საჭირო გახდეს იმ პაციენტებთნ, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ წარსულში.[55]

BTS/SIGN: ნაბიჯი 2 - საწყისი დამატებითი თერაპია

თუ პაციენტის სიმპტომები მხოლოდ ICS-ის დაბალი დოზით ადეკვატურად არ კონტროლდება, BTS/SIGN გირჩევთ დაამატოთ LABA, როგორც ფიქსირებული დოზის რეჟიმი (საჭიროების შემთხვევაში SABA-ით) ან როგორც კომბინირებული შემანარჩუნებელი და შემამსუბუქებელი თერაპია ერთ ინჰალატორში (MART).[55]

  • მხოლოდ საინჰალაციო LABA-ს დამატება ICS-ზე აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას და სიმპტომებს და ამცირებს ასთმის შეტევებს.[104]

ახალ წამალზე გადასვლამდე ყოველთვის შეამოწმეთ პაციენტის ინჰალატორის ტექნიკა და მკურნალობაზე დამყოლობა, დაადასტურეთ ასთმის დიაგნოზი, იმუშავეთ პაციენტთან გამომწვევი ყველა მიზეზის შესამცირებლად ან მოსაშორებლად (მაგ., მოწევა) და თანმხლები დაავადებების აღმოსაფხვრელად, სადაც ეს შესაძლებელია.[55]

ვარიანტი A: ფიქსირებულდოზიანი LABA + დაბალი დოზის ICS + SABA საჭიროებისამებრ

დანიშნეთ ფიქსირებულდოზიანი კომბინირებული ICS/LABA ინჰალატორი.[55]

  • LABA არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული ICS-ის გარეშე.[55]

    • LABA-ს მონოთერაპია ასოცირდება არასასურველი მოვლენების, სიცოცხლისათვის საშიში ასთმის და ასთმის ჰოსპიტალიზაციის გაზრდილ რისკთან.[105][106]

  • კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კომბინირებული ინჰალატორები არა მხოლოდ დამყოლობას უწყობენ ხელს, არამედ უზრუნველყოფენ, რომ LABA არ მიიღება ICS-ის გარეშე.[55]

პაციენტმა უნდა გააგრძელოს ხანგამოშვებითი შემამსუბუქებელი თერაპია (ჩვეულებრივ, საინჰალაციო SABA; იხილეთ ნაბიჯი 1: საწყისი თერაპია ასთმის კონტროლისთვის), საჭიროებისამებრ.[55]

ვარიანტი B: MART (LABA + დაბალი დოზის ICS)

განიხილეთ MART, განსაკუთრებით თუ პაციენტს ანამნეზში აქვს ასთმის შეტევები ფიქსირებულდოზიან LABA-ზე და დაბალი დოზის ICS-ზე.[55]

  • MART საშუალებას იძლევა სწრაფი შემამსუბუქებელი ეფექტი დადგეს ფორმოტეროლთან ერთად; ასევე ICS-ის დოზის დამატებით, MART უზრუნველყოფს პრევენციული დოზის გაზრდას, როცა მოხსნის საჭიროება იზრდება.[55] შესაბამისად MART რეჟიმით ყოვლისმომცველი თვითმართვის გეგმა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.[55]

  • MART-მა ასევე შეიძლება შეამციროს ICS-ის საერთო დოზირება, რომელიც საჭიროა ასთმის შეტევების თავიდან ასაცილებლად.[55]

პაციენტმა არ უნდა გამოიყენოს ხანგამოშვებითი შემამსუბუქებელი თერაპია (მაგ., საინჰალაციო SABA) MART-თან ერთად.[55]

სერიოზული არასასურველი მოვლენების Cochrane-ის ერთმა მიმოხილვამ ICS-ის რეგულარულ ფორმოტეროლთან ერთად და მის გარეშე მიღებისას სიკვდილის რისკის თვალსაზრისით განსხვავება არ გამოავლინა მოზრდილებთან, რომლებიც იღებდნენ ICS-ფორმოტეროლს და მხოლოდ ICS-ს.[107] [ Cochrane Clinical Answers logo ]

BTS/SIGN: ნაბიჯი 3 - დამატებითი მაკონტროლებელი თერაპია

თუ საწყისი დამატებითი თერაპიის შემდეგ სიმპტომების კონტროლი სუბოპტიმალური რჩება, BTS/SIGN გირჩევთ ან გაზარდოთ ICS საშუალო დოზამდე ან დაამატოთ LTRA.[55]

მკურნალობის გაგრძელებამდე ყოველთვის შეამოწმეთ პაციენტის ინჰალატორის ტექნიკა და მკურნალობისადმი დამყოლობა, დაადასტურეთ ასთმის დიაგნოზი, იმუშავეთ პაციენტთან რაიმე გამომწვევი მიზეზის შესამცირებლად ან მოსაშორებლად (მაგ., მოწევა) და თანმხლები დაავადებების აღმოსაფხვრელად, სადაც ეს შესაძლებელია.[55]

ვარიანტი A: საშუალო დოზის ICS

თუ იყო გარკვეული გაუმჯობესება, როდესაც LABA დაემატა, როგორც საწყისი დამატებითი თერაპია, მაგრამ სიმპტომების კონტროლი რჩება არაოპტიმალური, გააგრძელეთ LABA და განიხილეთ ICS დოზის გაზრდა დაბალიდან საშუალომდე (რომელიმე ერთი, MART-ი ან ფიქსირებულდოზიანი რეჟიმი).[55]

განიხილეთ LABA-ს შეწყვეტა ICS დოზის გაზრდამდე, თუ LABA-ს დამატებისას გაუმჯობესება არ არის.[55] გაითვალისწინეთ, რომ კლინიკურ პრაქტიკაში, LABA ძალიან იშვიათად წყდება, ამიტომ სიფრთხილით იმოქმედეთ, თუ ამის განხილვა გჭირდებათ.

თუ პაციენტი იღებს ფიქსირებულდოზიან LABA-ს, მან უნდა გააგრძელოს ხანგამოშვებითი შემამსუბუქებელი თერაპია (ჩვეულებრივ, საინჰალაციო SABA; იხილეთ ნაბიჯი 1: საწყისი თერაპია ასთმის კონტროლისთვის) საჭიროებისამებრ. პაციენტმა არ უნდა გამოიყენოს ხანგამოშვებითი შემამსუბუქებელი თერაპია (მაგ., საინჰალაციო SABA) MART-თან ერთად.[55][56]

ვარიანტი B: დაამატეთ LTRA

თუ იყო გარკვეული გაუმჯობესება, როდესაც LABA დაემატა, როგორც საწყისი დამატებითი თერაპია, მაგრამ სიმპტომების კონტროლი რჩება სუბოპტიმალური, გააგრძელეთ LABA და განიხილეთ LTRA-ს (მაგ., მონტელუკასტის) დამატება.[55]

BTS/SIGN გირჩევთ განიხილოთ LABA-ს შეჩერება LTRA-ს დაწყებამდე, თუ არ იყო გაუმჯობესება LABA-ს დამატებისას.[55] კლინიკურ პრაქტიკაში, LABA ჩვეულებრივ გრძელდება, ასე რომ, თუ განიხილავთ ამას, მიჰყევით სიფრთხილით.

თუ ფიქსირებულდოზიან რეჟიმზე პაციენტმა უნდა გააგრძელოს ხანგამოშვებითი შემამსუბუქებელი თერაპია (ჩვეულებრივ, საინჰალაციო SABA; იხილეთ ნაბიჯი 1: საწყისი თერაპია ასთმის კონტროლისთვის), გამოიყენეთ ის საჭიროებისამებრ.[55]

MHRA აფრთხილებს მონტელუკასტის ქცევასთან და განწყობასთან დაკავშირებული სერიოზული არასასურველი ეფექტების შესახებ და ურჩევს ჯანდაცვის სპეციალისტებს:[90]

  • იყავით ყურადღებიანი ნეიროფსიქიატრიული რეაქციების მიმართ პაციენტებში, რომლებიც იღებენ მონტელუკასტს, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ გაითვალისწინეთ ძილის დარღვევა, დეპრესია და აგზნება, ყურადღების ან მეხსიერების დაქვეითება, მეტყველების დარღვევა (ენის ბორძიკი) და ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები.

  • ურჩიეთ პაციენტებს და მათ მომვლელებს, ყურადღებით წაიკითხონ ნეიროფსიქიატრიული რეაქციების სია პაციენტის საინფორმაციო ფურცელში და დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ ისინი გამოვლინდება.

  • ფრთხილად შეაფასეთ მკურნალობის გაგრძელების რისკი და სარგებელი ნეიროფსიქიატრიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში.

BTS/SIGN: ნაბიჯი 4 - სპეციალიზებული თერაპია

თუ პაციენტს აქვს მძიმე ცუდად კონტროლირებადი ასთმა, მიუხედავად მე-3 ეტაპის მკურნალობისა, კარგი დაცვით და ინჰალატორის სწორი ტექნიკით, BTS/SIGN გირჩევთ მიმართოთ სპეციალისტს.[55]

  • ამ კონკრეტულ პაციენტთა ჯგუფში ძალიან ცოტაა კლინიკური კვლევები იმისათვის რომ არსებობდეს მართვის გზამკვლევი. რეკომენდაციები ძირითადად დაფუძნებულია იმ კვლევის მონაცემების ექსტრაპოლაციაზე, სადაც თერაპიაზე დამატებულია მხოლოდ ICS-ი.[55]

სპეციალისტს შეუძლია სცადოს რამდენიმე მიდგომა, მათ შორის:[55]

  • ICS-ის გაზრდა საშუალოდან მაღალ დოზამდე

  • ხანგრძლივი მოქმედების მუსკარინული ანტაგონისტის (LAMA) დამატება

  • თეოფილინის დამატება

  • პერორული კორტიკოსტეროიდები

  • ბიოლოგიური აგენტები

  • ბრონქების თერმოპლასტიკა.

მაღალი დოზით ICS

სპეციალისტმა შეიძლება განიხილოს ICS-ის გაზრდა მაღალ დოზამდე; ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ როგორც ფიქსირებულდოზიანი რეჟიმის ნაწილი, SABA-თი, რომელიც გამოიყენება როგორც შემამსუბუქებელი თერაპია.[55][56]

ხანგრძლივი მოქმედების მუსკარინული ანტაგონისტი

თუ პაციენტის ასთმა არ პასუხობს ICS პლუს LABA-ს, LAMA-ს (მაგ., ტიოტროპიუმის) დამატება ICS-ზე არის შესაძლო ალტერნატივა, რომელიც სპეციალისტმა შეიძლება განიხილონ.[55]

  • მტკიცებულება არასაკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ტიოტროპიუმის დამატება ICS-ზე პაციენტებში, რომლებიც არაადექვატურად კონტროლდებიან მხოლოდ ICS-ზე, აქვს რაიმე სარგებელი LABA-ს ICS-ზე დამატებასთან შედარებით.[55]

თეოფილინი

პერორალური თეოფილინი არის ბრონქოდილატორი, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს ფილტვების ფუნქცია და სიმპტომები, მაგრამ ასოცირდება არასასურველ ეფექტებთან, მათ შორის თავის ტკივილთან, გულისრევასთან და ღებინებასთან.[55]

  • პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაცია უნდა შემოწმდეს მკურნალობის დაწყებიდან 5 დღის შემდეგ და მინიმუმ 3 დღეში დოზის ნებისმიერი კორექტირების შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ მოწევა ზრდის თეოფილინის კლირენსს (აქედან გამომდინარე, პრეპარატი ნაკლებად ეფექტურია მწეველ ადამიანებში).

პერორული კორტიკოსტეროიდები

ზოგიერთ პაციენტს ძალიან მძიმე ასთმით, რომელიც ICS-ის მაღალი დოზებით არ კონტროლდება და რომლებიც ასევე იღებდნენ ან ჯერ კიდევ იღებენ LABA, LTRA, LAMA ან თეოფილინს, შეიძლება დასჭირდეთ რეგულარული ხანგრძლივი პერორალური კორტიკოსტეროიდები.[55]

  • პრაქტიკაში, პაციენტთა მხოლოდ მცირე რაოდენობას ექნება სიმპტომები, რომლებიც რჩება უკონტროლო მაღალი დოზებით თერაპიის მიუხედავად. ამ პაციენტებისთვის ყოველდღიური ორალური კორტიკოსტეროიდები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ყველაზე დაბალი დოზით, რაც უზრუნველყოფს ადექვატურ კონტროლს.[55]

  • ყველა პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ორალური კორტიკოსტეროიდების ხშირი ან მუდმივი გამოყენება, უნდა იმყოფებოდეს ასთმის სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.[55]

ბიოლოგიური აგენტები

თუ პაციენტს აქვს მძიმე პერსისტირებადი ასთმა, რომელიც კვლავ უკონტროლოა, მიუხედავად სხვა მე-4-ე საფეხურის თერაპიისა, მესამეული მოვლის ცენტრის სპეციალისტმა შეიძლება განიხილოს ბიოლოგიური აგენტები, როგორც ოპტიმიზებული სტანდარტული თერაპიის დამატება. ოპტიმიზებული სტანდარტული თერაპია განისაზღვრება, როგორც სრული მკურნალობა, და თუ გადაიტანება, როგორც დოკუმენტირებული შესაბამისობა ICS, LABA, LTRA, თეოფილინის, ორალური კორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებთან და მოწევის შეწყვეტა, თუ კლინიკურად შესაბამისია.[55] დამატებითი ბიოლოგიური აგენტები, რომლებიც სპეციალისტმა შეიძლება განიხილოს, მოიცავს:

  • ომალიზუმაბი: მძიმე, პერსისტირებადი, ალერგიული იმუნოგლობულინ E-ით (IgE) განპირობებული ასთმის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ:[55][108][109][110][111][112][113]

    • დადებითი კანის ტესტი ან ინ ვიტრო რეაქტიულობა მრავალწლიანი აეროალერგენის მიმართ

    • ფილტვის ფუნქციის დაქვეითება (FEV1 80%-ზე ნაკლები)

    • ხშირი დღის სიმპტომები ან ღამით გაღვიძება

    • მრავალჯერადი დოკუმენტირებული მძიმე გამწვავებები მიუხედავად ყოველდღიური მაღალი დოზის ICS პლუს LABA.

  • მეპოლიზუმაბი: მძიმე რეფრაქტერული ეოზინოფილური ასთმისთვის, თუ:[55][112][114]

    • პაციენტის სისხლში ეოზინოფილების რაოდენობა დაფიქსირდა, როგორც ≥300 უჯრედი მიკროლიტრზე და მათ ჰქონდათ სულ მცირე 4 გამწვავება სისტემური კორტიკოსტეროიდების საჭიროების შემთხვევაში წინა 12 თვის განმავლობაში, ან პაციენტი უწყვეტად იღებდა ორალურ კორტიკოსტეროიდებს მინიმუმ 5 მგ/დღეში პრედნიზოლონის ექვივალენტით წინა 6 თვის განმავლობაში, ან

    • პაციენტის სისხლში ეოზინოფილების რაოდენობა დაფიქსირდა, როგორც ≥400 უჯრედი მიკროლიტრზე და იყო მინიმუმ 3 გამწვავება სისტემური კორტიკოსტეროიდების საჭიროებით წინა 12 თვის განმავლობაში (პაციენტთან ასევე შეიძლება ბენრალიზუმაბის ან რესლიზუმაბის გამოყენება - იხილეთ ქვემოთ).

  • რესლიზუმაბი: მძიმე ეოზინოფილური ასთმისთვის, რომელიც არაადექვატურად კონტროლდება, მიუხედავად შემანარჩუნებელი თერაპიისა მაღალი დოზის ICS პლუს სხვა წამლით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:[55][112][115]

    • პაციენტის სისხლში ეოზინოფილების რაოდენობაა 400 უჯრედი მიკროლიტრზე

    • პაციენტს ჰქონდა ასთმის მინიმუმ 3 მძიმე გამწვავება სისტემური კორტიკოსტეროიდების საჭიროებით წინა 12 თვის განმავლობაში.

  • ბენრალიზუმაბი: მძიმე ეოზინოფილური ასთმის სამკურნალოდ, რომელიც რჩება უკონტროლო, მიუხედავად შემანარჩუნებელი თერაპიისა მაღალი დოზის ICS-ით და LABA-ით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:[55][112][116][117]

    • პაციენტის სისხლში ეოზინოფილების რაოდენობა ≥300 უჯრედია მიკროლიტრზე და ადამიანს ჰქონდა 4 ან მეტი გამწვავება სისტემური კორტიკოსტეროიდების საჭიროებით წინა 12 თვის განმავლობაში, ან წინა 6 თვე უწყვეტად იღებდა მინიმუმ 5 მგ/დღეში პრედნიზოლონის ექვივალენტ პერორალურ კორტიკოსტეროიდებს (ანუ პაციენტისთვის შესაძლებელია მეპოლიზუმაბის მიღება), ან

    • პაციენტის სისხლში ეოზინოფილების რაოდენობა დაფიქსირდა, როგორც ≥400 უჯრედი მიკროლიტრზე 3 ან მეტი გამწვავებით, რომლებიც საჭიროებდნენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს გასული 12 თვის განმავლობაში (ანუ, პაციენტისთვის შესაძლებელია რესლიზუმაბის მიღება).

  • დუპილუმაბი: მძიმე ასთმის მქონე პაციენტებისთვის მე-2 ტიპის ანთებით, რომელიც არაადექვატურად კონტროლდება, მიუხედავად მაღალი დოზით ICS-ით შემანარჩუნებელი თერაპიისა და სხვა შემანარჩუნებელი მკურნალობისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:[118][119]

    • პაციენტს აქვს სისხლში ეოზინოფილების რაოდენობა ≥150 უჯრედი მიკროლიტრზე და ფრაქციული ამოსუნთქული აზოტის მონოქსიდი ≥25-ია მილიარდზე, და ჰქონდა მინიმუმ 4 ან მეტი გამწვავება წინა 12 თვის განმავლობაში.

    • პაციენტისთვის არ შეიძლება მეპოლიზუმაბის რესლიზუმაბის ან ბენრალიზუმაბის დანიშვნა, ან აქვს ასთმა, რომელიც ადეკვატურად არ რეაგირებს ამ ბიოლოგიურ თერაპიაზე.

  • ტეზეპელუმაბი: მძიმე ასთმისთვის, როდესაც მაღალი დოზის ICS და სხვა შემანარჩუნებელი მკურნალობა არ აკონტროლებს სიმპტომებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:[120][121]

    • პაციენტს ჰქონდა 3 ან მეტი გამწვავება წინა წელს, ან

    • პაციენტი იღებს შემანარჩუნებელ ორალურ კორტიკოსტეროიდებს.

ზოგიერთი ბიოლოგიური პრეპარატი შესაფერისია სახლში თვითმკურნალობისთვის შესაბამისი ტრენინგის შემდეგ.[122]

ბრონქების თერმოპლასტიკა

ეს ბრონქოსკოპიური პროცედურა მიზნად ისახავს ბრონქების გლუვი კუნთების მასის შემცირებას, შესაბამისად, ამცირებს ბრონქოკონსტრიქციის შესაძლებლობებს. დიდ ბრიტანეთში მხოლოდ რამდენიმე სპეციალიზებული ცენტრი გვთავაზობს ამ მკურნალობას, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი რესურსი.[55]

  • ნებისმიერი პაციენტი, რომელთანაც განიხილება ბრონქული თერმოპლასტიკა, უნდა შეფასდეს ასთმის დიაგნოზის დასადასტურებლად, რომ უკონტროლო ასთმა არის მათი მიმდინარე სიმპტომების მიზეზი და რომ ისინი იცავენ მიმდინარე მკურნალობას.[55]

  • ასთმის სპეციალისტმა, რომელიც ბრონქული თერმოპლასტიკის ექსპერტიც არის, უნდა შეაფასოს პაციენტები მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობა უნდა ჩატარდეს სპეციალიზებულ ცენტრში შესაბამისი რესურსებითა და ტრენინირების, ასევე ინტენსიური თერაპიის განყოფილებასთან წვდომის შესაძლებლობით.[55]

  • მძიმე ასთმის მქონე პირებთან, ბრონქული თერმოპლასტიკა აუმჯობესებს ასთმა-სპეციფიკურ ცხოვრების ხარისხს, მძიმე გამწვავებების შემცირებით და მკურნალობის შემდგომ პერიოდში ჯანდაცვის სერვისების გამოყენებით.[123][124]

  • დიდ ბრიტანეთში, იმ პაციენტების დეტალური მონაცემები, რომლებსაც უტარდებათ ბრონქული თერმოპლასტიკა, შეყვანილ უნდა იქნას მძიმე ასთმის რეესტრში. ბრონქული თერმოპლასტიკა არის ინვაზიური პროცედურა და მოკლევადიან პერიოდში არასასურველი რესპირატორული მოვლენების მაღალ სიხშირესთან ასოცირდება.[125]

ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი (NICE)

მიუხედავად იმისა, რომ BTS/SIGN და NICE გაიდლაინების მტკიცებულების ბაზა ძირითადად ერთნაირი იყო, ორი გაიდლაინის შემუშავების ჯგუფის მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია არსებითად განსხვავდებოდა, რამაც გამოიწვია შეუსაბამობა ასთმის მართვის რეკომენდაციებში. NICE-ის მიდგომა შეჯამებულია ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში და შემდეგ ტექსტში.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქრონიკული ასთმის ფარმაკოლოგიური მკურნალობა 17 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში; მომზადებული NICE-დან „ასთმა: დიაგნოზი, მონიტორინგი და ქრონიკული ასთმის მართვაჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი ალგორითმი F: ქრონიკული ასთმის ფარმაკოლოგიური მკურნალობა 17 წლის და მეტი ასაკის მოზრდილებში. 2017 [ინტერნეტ გამოცემა]; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4fd74520

ნაბიჯი 1 - საწყისი თერაპია ასთმის კონტროლისთვის

NICE მხარს უჭერს SABA-ს შემამსუბუქებელი თერაპიის გამოყენებას, საჭიროებისამებრ, სიმპტომურ პაციენტებში სიმპტომების შესამსუბუქებლად, თუ პაციენტს აქვს იშვიათი, ხანმოკლე ხიხინი და ფილტვების ნორმალური ფუნქციური მაჩვენებლები.[56]

  • პრაქტიკაში, პაციენტთა მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას დასჭირდება დროდადრო მხოლოდ SABA-ს გამოყენება პროფილაქტიკური თერაპიის გარეშე. პაციენტების უმეტესობას ასევე დასჭირდება რეგულარული პროფილაქტიკური თერაპია ICS-ით.

NICE რეკომენდაციას უწევს SABA-ზე დაბალი დოზის ICS-ის დამატებას, თუ პაციენტს აქვს ასთმასთან დაკავშირებული რომელიმე შემდეგი მახასიათებელი:[56]

  • ასთმის მწვავე შეტევა (საჭიროებს ორალურ კორტიკოსტეროიდებს) ბოლო 2 წლის განმავლობაში

  • საინჰალაციო SABA-ს გამოყენება კვირაში სამჯერ ან მეტჯერ

  • სიმპტომური კვირაში სამჯერ ან მეტად

  • კვირაში ერთი ღამე იღვიძებს.

ნაბიჯი 2 - საწყისი დამატებითი თერაპია

თუ ასთმა უკონტროლოა მოზრდილებში, რომლებიც იღებენ დაბალი დოზის ICS-ს, როგორც პროფილაქტიკურ თერაპიას, NICE რეკომენდაციას უწევს LTRA-ს ICS-ზე დამატებით; შეაფასეთ მკურნალობაზე პასუხი 4-დან 8 კვირამდე პერიოდში.[56]

თუ პაციენტის სიმპტომები უკონტროლო რჩება ICS-ის დაბალი დოზით და LTRA-ის როგორც პროფილაქტიკური თერაპიის დროს, NICE რეკომენდაციას აძლევს LABA-ს გამოყენებას ICS-თან ერთად და LTRA მკურნალობის გადახედვას შემდეგის მიხედვით:[56]

  • მსჯელობა პაციენტთან გაგრძელდეს თუ არა LTRA მკურნალობა

  • LTRA მკურნალობაზე პასუხის ხარისხის გათვალისწინება.

NICE რეკომენდაციას უწევს პაციენტმა გააგრძელოს ხანგამოშვებითი შემამსუბუქებელი თერაპია (ჩვეულებრივ, საინჰალაციო SABA) საჭიროებისამებრ, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა საფეხურზე.[56]

თუ სიმპტომები უკონტროლო რჩება ICS-ისა და LABA-ს დაბალ დოზაზე (LTRA-ით ან მის გარეშე), NICE რეკომენდაციას უწევს ICS-ს და LABA-ს შემანარჩუნებელი თერაპიის შეცვლას დაბალი დოზის LABA-ს და ICS-ს MART-ის რეჟიმით.[56]

  • NICE-ის მიხედვით პაციენტმა უნდა გააგრძელოს LTRA-ს გამოყენება MART-ის რეჟიმის პარალელურად, თუ წინა საფეხურზე ჰქონდა პასუხი LTRA-ზე.[56]

NICE-ის მიხედვით პაციენტმა არ უნდა გამოიყენოს ხანგამოშვებითი ხანმოკლე მოქმედების შემამსუბუქებელი თერაპია (მაგ., საინჰალაციო SABA) MART-თან ერთად.[56]

ნაბიჯი 3 - დამატებითი მაკონტროლებელი თერაპია

თუ პაციენტის სიმპტომები უკონტროლო რჩება MART-ის რეჟიმზე დაბალი დოზის LABA/ICS, LTRA-ით ან მის გარეშე, NICE რეკომენდაციას უწევს ICS დოზის საშუალომდე გაზრდას (MART რეჟიმის გაგრძელებით ან ICS-ის და LABA-ს ფიქსირებული დოზის შეცვლას, SABA-ს შემამსუბუქებელი თერაპიით).[56]

ნაბიჯი 4 - სპეციალიზებული თერაპია

თუ პაციენტის სიმპტომები რჩება უკონტროლო, მიუხედავად საშუალო შემანარჩუნებელი ICS დოზისა LABA-სთან ერთად (როგორც MART-ის ან ფიქსირებული დოზის რეჟიმით), LTRA-ით ან მის გარეშე, NICE-ის რეკომენდაციით გასათვალისწინებელია ერთ-ერთი შემდეგი მიდგომა:[56]

  • ICS-ის გაზრდა მაღალ შემანარჩუნებელ დოზამდე (ეს უნდა იყოს შემოთავაზებული მხოლოდ როგორც ფიქსირებული დოზის რეჟიმის ნაწილი, SABA-ს შემამსუბუქებელი თერაპიით)

  • დამატებითი წამლის ტდანიშვნა (მაგ., LAMA-ს ან თეოფილინის)

  • რჩევის მიღება ჯანდაცვის პროფესიონალისგან, რომელსაც აქვს ასთმის ექსპერტიზა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას