გართულებები
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Astma bij volwassenen: diagnose en monitoring in de eerste lijnავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2020Asthme chez l’adulte : diagnostic et surveillance en soins de santé primairesავტორი: Groupe de Travail Développement de recommmandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2020შეიძლება გამოვლინდეს ცუდად კონტროლირებადი დაავადების დროს ან ძირითადი გამომწვევის ზემოქმედების შემთხვევაში (მაგ., არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობიარე პაციენტი ასთმით, რომელიც მოიხმარს ასპირინს).
შეიძლება, განუვითარდეს ნებისმიერ ასთმიან პაციენტს ზედა სასუნთქი გზების ინფექციის, ან ალერგენის მუდმივი ზემოქმედების ფონზე.
ვურჩიოთ პაციენტს ალერგენის მოცილება და ზედა, ან ქვედა სასუნთქი გზების ნებისმიერი ინფექციის მკურნალობა, საჭიროებისამებრ.
გამწვავების მკურნალობა შესაძლებელია ამბულატორიულ პირობებში ორალური კორტიკოსტეროიდით, პაციენტის სამოქმედო გეგმის მიხედვით საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გაგრძელების რეჟიმით და საჭიროებისამებრ ხანმოკლე მოქმედების ბეტა აგონისტის გამოყენებით.
პაციენტებს სასურველია, ვურჩიოთ უახლოესი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებისთვის მიკითხვა სიმპტომების გაუარესებისას.
მუდმივი ანთების შედეგად განვითარებული პათოლოგიური ცვლილებები ფილტვების ქსოვილებში იწვევს მდგრად შეუქცევად ობსტრუქციას სასუნთქი გზებში.[143] ჰაერის ნაკადის ფიქსირებული ობსტრუქცია შეიძლება თანდათან განვითარდეს და გაუარესდეს, რაც ზღუდავს პაციენტის აქტივობას.[144]
უფრო მძიმე ასთმის მქონე პირებს შეიძლება სასუნთქი გზების რემოდელირების უფრო გამოხატული მიდრეკილება ჰქონდეთ.
უცნობია რამდენ პროცენტს აქვს სასუნთქი გზების რემოდელირება და მათგან რამდენს უვითარდება ჰაერის ნაკადის ფიქსირებული ობსტრუქცია.
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენების ყველაზე გავრცელებული გართულებაა კანდიდოზი. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ინჰალატორის შესაბამისი ტექნიკით, დოზის გამზომი ინჰალატორის (MDI) სპეისერის მილის გამოყენებით და ინჰალატორის გამოყენების შემდეგ მისი გარეცხვით, გავლებით და გასუფთავებით.
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენების კიდევ ერთი გართულებაა დისფონია (ანუ ხორხის კუნთების სპაზმი, რომელიც იწვევს პათოლოგიურ ხმას), რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია ინჰალატორის შესაბამისი ტექნიკის და დოზის გამზომი ინჰალატორის (MDI) სპეისერის გამოყენებით. თუ სპეისერის გამოყენება შეუძლებელია, განიხილეთ ინჰალატორის ტიპის შეცვლა.
იშვიათ შემთხვევაში, ის შეიძლება მეორადად საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ განვითარდეს. შეამოწმეთ ინჰალატორის ტექნიკა და აივ სეროლოგია.
ვუმკურნალოთ შესაფერისი ანტიფუნგალური პრეპარატებით (მაგ, ფლუკონაზოლით).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას