ახალი ტიპის მკურნალობა

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Astma bij volwassenen: diagnose en monitoring in de eerste lijnავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2020Asthme chez l’adulte : diagnostic et surveillance en soins de santé primairesავტორი: Groupe de Travail Développement de recommmandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2020

ლებრიკიზუმაბი

ლებრიკიზუმაბი არის ჰუმანიზებული იმუნოგლობულინის G4 (IgG4) მონოკლონური ანტისხეული, რომელიც უკავშირდება ინტერლეიკინ-13-ს და აინჰიბირებს მის ფუნქციას.[126] კლინიკური კვლევის მე-2-ე ფაზაში, ლებრიკიზუმაბმა შეამცირა გამწვავების სიხშირე და გააუმჯობესა ფილტვის ფუნქცია პაციენტებში უკონტროლო ასთმით.[126][127] ეფექტურობა ყველაზე მეტად იყო გამოხატული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ სისხლში ეოზინოფილების და პერიოსტინის - ტიპი 2 ანთების მარკერების მაღალი მაჩვენებელი.[126][127] შემდგომში ლებრიკიზუმაბმა ვერ აჩვენა თანმიმდევრული ეფექტურობა ბიომარკერების მაღალი შემცველობის მქონე პაციენტებში კვლევების მე-3-ე ფაზაში და მისი განვითარება ასთმისთვის შეწყდა 2016 წელს.[128] თუმცა, 2021 წელს, მე-3 ფაზის მონაცემების პოსტ-ჰოკ ანალიზის ავტორებმა დაადგინეს, რომ კვლევებში ჩართულ პაციენტებს შესაძლოა არასაკმარისი დოზირება ჰქონოდათ, რაც ხსნის ახალი კვლევების შესაძლებლობას უფრო მაღალი დოზებით.[129] ლებრიკიზუმაბის ერთმა კვლევამ 12-17 წლის მოზარდებში აჩვენა ეფექტურობის იმედისმომცემი შედეგები, მაგრამ ეს კვლევა ნაადრევად შეწყდა.[130] იმავდროულად, აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ ლებრიკიზუმაბს ზომიერიდან მძიმე ატოპიური დერმატიტის სამკურნალო სწრაფი მოქმედების პრეპარატი უწოდა.

იტეპეკიმაბი

იტეპეკიმაბი ადამიანის IgG4 მონოკლონური ანტისხეულია, რომელიც მიმართულია ინტერლეიკინ-33-ის - ეპითელური სიგნალის წინააღმდეგ, რომელიც სასუნთქი გზების ანთებაში მონაწილეობს.[131][132] საშუალოდან მძიმე ფორმამდე ასთმის მქონე პაციენტებთან ჩატარებული კვლევის მე-2 ფაზაში, იტეპეკიმაბის მონოთერაპია ასოცირებული იყო ასთმაზე კონტროლის დაკარგვის ნაკლებ შემთხვევასთან დუპილუმაბის მონოთერაპიასთან, დუპილუმაბ პლუს იტეპეკიმაბთან ან პლაცებოსთან შედარებით.[133] იტეპეკიმაბი ასევე კლინიკურ კვლევებშია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებთან.[134]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას