შემთხვევის ანამნეზი
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Astma bij volwassenen: diagnose en monitoring in de eerste lijnავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2020Asthme chez l’adulte : diagnostic et surveillance en soins de santé primairesავტორი: Groupe de Travail Développement de recommmandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2020შემთხვევის ანამნეზი
25 წლის ქალბატონს შემოსვლისას ქოშინი აწუხებს. მისი გადმოცემით უნივერსიტეტში ხანდახან უვითარდება ქოშინი, ხოლო სირბილის შემდეგ მსტვინავი სუნთქვა აღენიშნება. მსგავსი სიმპტომები უვითარდებოდა, როცა სტუმრად მიდიოდა მეგობართან, რომელსაც სახლში კატა ჰყავს. მისი სიმპტომები პროგრესულად უარესდებოდა ბოლო წლის განმავლობაში და ახლა თითქმის მუდმივად აწუხებს. კვირაში ორჯერ გაღვიძებისას ბრონქოსპაზმი უვითარდება.
სხვა გამოვლინებები
ასთმა ძირითადად გამოვლინდება ბავშვებში, მაგრამ შეიძლება, დაემართოს სხვა მხრივ ჯანმრთელ შუა ხნის ინდივიდს. სიმპტომები შეიძლება, დაიწყოს მშრალი ხველით, გულმკერდში შებოჭილობით, ან მსტვინავი სუნთქვით, ან სპონტანურად, ან გამომწვევი ფაქტორების ზემოქმედებით. როცა ხველისას ნახველი გამოიყოფა, ის გამჭვირვალე და ზოგჯერ ბლანტია. პაციენტი ხშირად არამწეველია და ხშირად ალერგიული ანამნეზი აღენიშნება, მაგალითად ეგზემა ბავშვობაში. ცხვირის პოლიპების მქონე ადამიანებში გასინჯვისას ფილტვები ძირითადად ნორმის ფარგლებშია.
ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ასთმის მქონე 90%-მდე პირებთან.[3] "ხველით მიმდინარე ასთმის" სინდრომი კონცეპტუალურად 80-იანი წლების შუა პერიოდიდან გახდა პოპულარული და გახდა განმეორებითი ხველის სიმპტომის ყოვლისმომცველი აღმნიშვნელი. აღნიშნულმა გამოიწვია ასთმის ჰიპერდიაგნოსტიკა და შეუსაბამო მკურნალობა. "ხველა-ვარიანტის" ასთმა იშვიათია და მისი არსებობა ახლა ეჭვქვეშ დგება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას