ანამნეზი და გასინჯვა

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Astma bij volwassenen: diagnose en monitoring in de eerste lijnავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2020Asthme chez l’adulte : diagnostic et surveillance en soins de santé primairesავტორი: Groupe de Travail Développement de recommmandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2020

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკ-ფაქტორებია ასთმის ოჯახური ისტორია და ატოპიური დაავადებების ოჯახური ისტორია, ალერგენებთან (მაგ., მტვრის ტკიპებთან, შინაურ ცხოველებთან) ექსპოზიცია, გამაღიზიანებელ ნივთიერებებთან (მაგ. თამბაქოს კვამლთან) ან ატოპიური დაავადებები(მაგ., ეგზემა, ალერგიული რინიტი) პირად ანამნეზში.[1]

მსტვინავი ხიხინი

მოისმინება აუსკულტაციით.[1] წარმოიქმნება ალერგენთან ექსპოზიციით, ინფექციით (განსაკუთრებით ვირუსული ინფექციით), ცივი ჰაერით, თამბაქოს კვამლით ან ნაწილაკებით; უარესდება ისეთი რეაქციებით, როგორიცაა ძლიერი სიცილი.[1]​ ემოციები, როგორიცაა სტრესი/შფოთვა, შეიძლება ასოცირებული იყოს ასთმის სიმპტომების გამწვავებასთან, თუმცა ეს უფრო ხშირად ასთმის მქონე პირებთან სუნთქვის დარღვევის (დისფუნქციური სუნთქვის) მიზეზია.

პოლიფონიური მსტვინავი სუნთქვა/ხიხინი ამოსუნთქვისას დამახასიათებელია ასთმისთვის.

განასხვავეთ ხიხინი სხვა რესპირატორული ხმიანოსბისგან, მაგ. სტრრიდორისა და ხრიალისგან.[55] უფრო მძიმე ასთმის დროს ხიხინი სტეტოსკოპის გარეშეც მოისმინება. ხიხინის არარსებობა არ გამორიცხავს ასთმას.[55]


ექსპირაციული მსტვინავი სუნთქვა
ექსპირაციული მსტვინავი სუნთქვა

აუსკულტაციური მონაცემები: ხიხინი ამოსუნთქვისას



პოლიფონიური მსტვინავი სუნთქვა
პოლიფონიური მსტვინავი სუნთქვა

აუსკულტაციური მონაცემები: პოლიფონიური ხიხინი


ქოშინი

წარმოიქმნება ალერგენთან ექსპოზიციით, ინფექციით (განსაკუთრებით ვირუსული ინფექციით), ცივი ჰაერით, თამბაქოს კვამლით ან ნაწილაკებით; უარესდება ისეთი რეაქციებით, როგორიცაა ძლიერი სიცილი.[1]​ ემოციები, როგორიცაა სტრესი/შფოთვა, შეიძლება ასოცირებული იყოს ასთმის სიმპტომების გამწვავებასთან, თუმცა ეს უფრო ხშირად ასთმის მქონე პირებთან სუნთქვის დარღვევის (დისფუნქციური სუნთქვის) მიზეზია.

შეიძლება, პაციენტი გააღვიძოს.

ხველა

წარმოიქმნება ალერგენთან ექსპოზიციით, ინფექციით (განსაკუთრებით ვირუსული ინფექციით), ცივი ჰაერით, თამბაქოს კვამლით ან ნაწილაკებით; უარესდება ისეთი რეაქციებით, როგორიცაა ძლიერი სიცილი.[1]​ ემოციები, როგორიცაა სტრესი/შფოთვა, შეიძლება ასოცირებული იყოს ასთმის სიმპტომების გამწვავებასთან, თუმცა ეს უფრო ხშირად ასთმის მქონე პირებთან სუნთქვის დარღვევის (დისფუნქციური სუნთქვის) მიზეზია.

შეიძლება, პაციენტი გააღვიძოს.

გულმკერდის შებოჭილობა

წარმოიქმნება ალერგენთან ექსპოზიციით, ინფექციით (განსაკუთრებით ვირუსული ინფექციით), ცივი ჰაერით, თამბაქოს კვამლით ან ნაწილაკებით; უარესდება ისეთი რეაქციებით, როგორიცაა ძლიერი სიცილი.[1]​ ემოციები, როგორიცაა სტრესი/შფოთვა, შეიძლება ასოცირებული იყოს ასთმის სიმპტომების გამწვავებასთან, თუმცა ეს უფრო ხშირად ასთმის მქონე პირებთან სუნთქვის დარღვევის (დისფუნქციური სუნთქვის) მიზეზია.

შეიძლება, პაციენტი გააღვიძოს.

სიმპტომების ცვალებადობა დღის განმავლობაში

სიმპტომები, რომლებიც უარესდება ღამით ან დილით ადრე; დამახასიათებელია ასთმის რიტმული ხასიათისთვის.[1][77]

ეპიზოდური სიმპტომები

რიგი კვლევები ხაზს უსვამს ეპიზოდური სიმპტომების დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას, როგორც ასთმის მნიშვნელოვან პროგნოზულ ფაქტორს.[55][58]

ჩანაწერი ისტორიაში ცვლადი პიკური ნაკადის (PEF) ან FEV1ის შესახებ.

ჩანაწერი ისტორიაში საგულისხმოდ დაბალი FEV1 ან PEF-ის შესახებ, სიმპტომური ეპიზოდების დროს ასიმპტომურ პერიოდებთან შედარებით, ეპიზოდური სიმპტომების ობსტრუქციული ბუნების ობიექტურ დადასტურებას იძლევა.[55]

ცხვირის პოლიპოზი

ვლინდება ცხვირის ღრუში განვითარებული ერთი, ან მრავალი პოლიპის სახით.

ახლახან განვითარებული ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

ახლახან განვითარებული სინუსიტის, ან გაციების ფონზე სიმპტომები ჩვეულებრივ მწვავდებიან.

რისკფაქტორები

ძლიერი

ოჯახური ანამნეზი

მშობლებში ასთმის არსებობა პაციენტისთვის ასთმის ადრეულად განვითარების უმთავრესი რისკ ფაქტორია.[1][2]

მრავალი გენი განაპირობებს ადამიანების წინასწარგანწყობას გამოავლინონ ჰიპერრეაქტიულობა გარემოს გამომწვევ ფაქტორებზე.

ალერგენები/გამღიზიანებლები

ხშირი ალერგენებია კატები, ძაღლები, ტარაკნები, მტვრის ტკიპები, სოკოს სპორები და ხეების, სარეველებისა და ბალახის მტვერი. გამაღიზიანებლებია თამბაქოს კვამლი და ქიმიური ნივთიერებების ანაორთქლი (მაგ., მათეთრებლის).[33]

დახურული სივრცის ჰაერის სხვა დამაბინძურებლები, რომლებიც ასთმის სიმპტომების და გამწვავებების ზრდას უკავშირდება, მოიცავს ხის წვის პროდუქტებს, ბუნებრივ აირს, საკვების მზადებისას გამოყოფილ აირს და აქროლადი ორგანული ნაერთების ორთქლს.[24][25][26]

პროფესიული ალერგენებითა და გამაღიზიანებლებით ავადდებიან მცხობელები, ფერმერები, დურგლები და ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ პლასტმასის, ქაფებისა და წებოების წარმოებაში.[34]​ იხილეთ პროფესიული ასთმა.

ატოპიური დაავადების ანამნეზი

ანამნეზში ეგზემა, ატოპიური დერმატიტი და/ან ალერგიული რინიტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.[1][20] ეგზემიდან/ატოპიური დერმატიტიდან ალერგიულ რინიტამდე და შემდგომ ასთმამდე პროგრესირებას "ალერგიული ან ატოპიური მარში" ეწოდა.[35] ასოციაცია შესაძლოა ზოგადი მგრძნობელობის გენების გენეტიკური ვარიანტებით იყოს განპირობებული.[20][35]

თამბაქოს მოხმარება

მოწევა ზრდის ასთმის განვითარების რისკს და ცუდ პროგნოზთან ასოცირდება.[1][19][33][36]​ ასთმის მქონე მწეველ პაციენტებს ნეოტროფილების მომატებეული რაოდენობა და აქტიურობა აღენიშნებოდათ, ასთმის მქონე არამწეველ პაციენტებთან შედარებით.[19]

ელექტო სიგარეტის მოწევა

ვაპინგი (ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემა ან ელექტრონული სიგარეტის გამოყენება) ასოცირდება ასთმის და ასთმის გამწვავების უფრო მაღალ მაჩვენებლებთან და ასევე ასთმური სტატუსის შესახებ შეტყობინებებთან.[21][37][38]

ითვლება, რომ ის ზემოქმედებას ფილტვის ფუნქციის ობსტრუქციული დარღვევის რისკის გაზრდით ახდენს.[21][22][23]

რესპირატორული ვირუსული ინფექცია ადრეულ ასაკში

ადრეულ ასაკში ადამიანის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის ან ადამიანის რინოვირუსის ინფექცია ზრდის ასთმის განვითარების ალბათობას რისკის მქონე პირებთან.[18]

გარდა ამისა, ვირუსული ინფექცია შეიძლება გამოვლინდეს ასთმის გამწვავების მქონე 58%-მდე პაციენტთან.[39]

ცხვირის პოლიპოზი

ცხვირის პოლიპით თანდართული ქრონიკული რინოსინუსიტის პრევალენტობა ასთმით დაავადებულ პაციენტებთან უფრო მაღალია ზოგად პოპულაციასთან შედარებით და დაავადების უფრო მძიმე ფორმასთან ასოცირდება.[40][41] ამ ორ დაავადებას ერთნაირი პათფიზიოლოგიური პროცესები ახასიათებთ, მ.შ. სასუნთქი გზების რემოდელირება და ეოზინოფილია.[41] ქრონიკული რინოსინუსიტი ცხვირის პოლიპებით უფრო ხშირად ასოცირდება მოზრდილებთან ასთმის ადრეულ ან გვიან გამოვლინებასთან, ვიდრე ბავშვთა ასთმა.[40]

დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსი

სოციო-ეკონომიურად დაუცველი ჯგუფები უფრო ხშირად ცხოვრობენ ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის ხარისხი და საცხოვრებელი პირობები ყველაზე ცუდია, იმავდროულად უფრო მეტ ფსიქოსოციალურ სტრესს განიცდიან და ცუდად იკვებებიან.[10]​ სოციო-ეკონომიურმა მდგომარეობამ (მაგ. განათლებამ და შემოსავალმა) ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე. ეს ფაქტორები ზრდის ასთმის, ასთმის ცუდი კონტროლის და მწვავე გამწვავების რისკს.

სუსტი

სიმსუქნე

სხეულის მასის მაღალი ინდექსი ზრდის ასთმის განვითარების ალბათობას, ხოლო წონის მნიშვნელოვანმა კლებამ შეიძლება გააუმჯობესოს ასთმის კონტროლი.[42][43]​ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ წარსულში ან ახლა ასთმის მქონე მოზრდილები ფიზიკურად ნაკლებად აქტიურები არიან, ვიდრე ასთმის გარეშე.[44][45]

პოსტულატად მიჩნეული მექანიზმებია შემცირებული სასუნთქი მოცულობა და ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა (რასაც ხელს უწყობს სასუნთქი გზების შევიწროვება), დაბალი ხარისხის სისტემური ანთება, თანმხლები დაავადებების გავლენა ან ზოგადი ეტიოლოგია.[46][47]

მზარდი მტკიცებულება მიუთითებს ასთმის სპეციფიკურ, ქალებში დომინანტურ ფენოტიპზე ჭარბი წონის მქონე პირებთან, რა დროსაც პაციენტები ნაკლებად რეაგირებენ ასთმის ტიპურ მედიკამენტებზე და ზოგადად უფრო ცუდი პროგნოზი აქვთ.[42][43][48]

გასტროეზოფაგური რეფლუქსი

გავრცელებულია არადამაკმაყოფილებლად მართული ასთმის მქონე პაციენტებში.[49] კავშირი გასტროეზოფაგური რეფლუქსურ დაავადებასა (GORD) და ასთმის განვითარებას შორის რჩება გაურკვეველი, მაგრამ შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭის შიგთავსის ზემოქმედების შედეგად სასუნთქი გზების ქრონიკულ გაღიზიანებასა და ანთებასთან.[50][51] Cochrane-ის ერთმა მიმოხილვამ დაადგინა, რომ GORD-ის მკურნალობა ზომიერად აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას და მედიკამენტების საჭიროებას ზომიერიდან მძიმე ასთმის და თანმხლები GORD-ის მქონე პაციენტებთან; თუმცა, GORD-ის მკურნალობის ეფექტი გამწვავებებზე და ჰოსპიტალიზაციაზე გაურკვეველია.[52]

ძილის ობსტრუქციული აპნოე

ასთმის მქონე პაციენტებში ძილის ობსტრუქციული აპნოეს (OSA) პრევალენტობა დაახლოებით ორ-სამჯერ მეტია, ვიდრე ზოგად პოპულაციაში.[53] ორივე მდგომარეობას ახასიათებს ერთნაირი რისკ ფაქტორები, მათ შორის სიმსუქნე, რინიტი და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება.[51][53] ასთმის მქონე პაციენტები უნდა გამოვიკვლიოთ სიმპტომებზე, რომლებიც მიუთითებს OSA -ზე და, თუ დადებითია, უნდა გაიგზავნოს ძილის ტესტირებისთვის დიაგნოზის დასადასტურებლად.[54]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას