ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

საკვანძო რისკ ფაქტორებში მოიაზრება: მჭიდრო საცხოვრებელი პირობები ენდემურ რეგიონებში (მაგ. ინდოეთის სუბკონტინენტი, მექსიკა), არა-დამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობები/დაუმუშავებელი წყალი ენდემურ რეგიონებში, არადამაკმაყოფილებელი პირადი ჰიგიენა ენდემურ რეგიონებში, ვიზიტი ენდემურ ქვეყნებში (მაგ. ინდოეთის სუბკონტინენტი, მექსიკა), მოგზაურობა არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობების მქონე რეგიონებში ენდემური ქვეყნების ფარგლებში, ჰიგიენის დაცვის წესების იგნორირება ენდემურ ქვეყნებში მოგზაურობისას, აგრეთვე ენდემურ ქვეყნებში ვიზიტის გახანგრძლივება.[13]

მაღალი ცხელება

ზოგჯერ ვლინდება საფეხურობრივი მიმდინარეობა მაქსიმალური ტემპერატურის დღიური ნამატით 0.5°C-დან 1°C-მდე 5-7 დღის განმავლობაში, როგორც წესი, ცხელების პიკით შუადღის სათებში.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ყრუ ხასიათის ტკივილი შუბლის არეში

ცხელების შემდეგ იგი წარმოადგენს ყველაზე ხშირ სიმპტომს (შემთხვევების >80%).

მუცლის ტკივილი

გავრცელებული წარმოდგენის საპირისპიროდ, აბდომინალური ჩივილები დიარეის და ყაბზობის ჩათვლით არ წარმოადგენენ ამ დაავადების ძირითად სიმპტომოკომპლექსს.

ანორექსია (მადის დაქვეითევა)

ხშირი სიმპტომი, რომელსაც ავადმყოფობის განმავლობაში შესაძლოა მოსდევდეს მნიშვნელოვანი კლება წონაში.

აპათიურ-ლეთარგიული სტატუსი

ენდემურ რეგიონებში ბევრი პაციენტის შემთხვევაში ცხელება თანხლებულია აპათიურ-ლეტარგიული სტატუსით. მოგზაურთა პოპულაციაში ეს მდგომარეობა ნაკლები სიხშირით ვლინდება.

შეკრულობა

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექიმისთვის ტიფოიდური ცხელება ასოცირდება დიარეასთან, უფრო ხშირ ჩივილს წარმოადგენს ყაბზობა.

ხველა

ხველა წარმოადგენს საკმაოდ ხშირ სიმპტომს, თუმცა მეორადი პნევმონიის განვითარება იშვიათია.

დიარეა

მსუბუქი დიარეა, როგორც წესი, ვლინდება შემთხვევების დაახლოებით 50%-ში. შენიშვნა: მწვავე ცხელებით მიმდინარე დაავადება, მძიმე ფორმის წყლიანი დიარეით, ჩვეულებრივ, მიანიშნებს არა-ტიფური ბაქტერიული დიარეის არსებობაზე (მაგ. სალმონელა, შიგელა, E coli)

საერთო სისუსტე

საერთო სისუსტე და პროსტრაცია წარმოადგენენ ხშირ ჩივილებს.

გულისრევა

გულისრევა და მადის დაქვეითება წარმოადგენენ ხშირ ჩივილებს.

პროსტრაცია

საერთო სისუსტე და პროსტრაცია წარმოადგენენ ხშირ ჩივილებს.

იშვიათი

შემცივნება

ტიპიურ შემთხვევებში პაციენტებს დებიუტში ცხელების და გრიპის-მაგვარი სიმპტომების კვალდაკვალ აღენიშნება შემცივნება.

ჰეპატომეგალია.

შესაძლოა აღინიშნოს ჰეპატომეგალია და სპლენომეგალია.

პნევმონია

მიუხედავად იმისა, რომ ხველა წარმოადგენს საკმაოდ ხშირ სიმპტომს, პნევმონიის განვითარება იშვიათია.

შედარებითი ბრადიკარდია

მიუხედავად იმისა, რომ შედარებითი ბრადიკარდია ხშირად ითვლება ტიფოიდური ცხელების მნიშვნელოვან გამოვლენად, ეს ნიშანი არც სენსიტიურია (რადგან ტიფოიდის მქონე ბევრ პაციენტს ის არ აღენიშნება) და არც სპეციფიური (რადგან ის შესაძლოა აღინიშნებოდეს რამდენიმე სხვა ცხელებით მიმდინარე დაავადების დროს).

ჟრჟოლა

შემცივნება წარმოადგენს ხშირ ჩივილს, თუმცა ჭეშმარიტი რიგორიზმი იშვიათია.

ვარდისფერი ლაქები

გაუფერულებული ერითემატოზული მაკულოპაპულური კერები, რომელთა დიამეტრი, ჩვეულებრივ, 2-4 მმ-ია, აღინიშნება შემთხვევების 5%-დან 30%-ში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ვარდისფერი ლაქები გულმკერდის არეში ტიფოიდური ცხელების დროსCDC/შეიარაღებული ძალების პათოლოგიის ინსტიტუტი, ჩარლზ ნ. ფარმერი; მიღებულია ნებართვა [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@757ef14b[Figure caption and citation for the preceding image starts]: ვარდისფერი ლაქები მუცლის არეში ტიფოიდური ცხელების დროსCDC/შეიარაღებული ძალების პათოლოგიის ინსტიტუტი, ჩარლზ ნ. ფარმერი; მიღებულია ნებართვა [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@62feaab2

დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ყურადღების დაძაბვა და გამოცდილება, შესაბამისად, სხვადასხვა სერიებს შორის მისი ინციდენტობის მაჩვენებელი საგრძნობლად მერყეობს.

იშვიათია S paratyphi A ინფექციის დროს.

სპლენომეგალია

შესაძლოა აღინიშნოს ჰეპატომეგალია და სპლენომეგალია.

რისკფაქტორები

ძლიერი

მჭიდრო დასახლებები ენდემურ რეგიონებში

ინფექციის რისკს ზრდის ხალხმრავლობა და მჭიდრო გარემო ადექვატური კანალიზაციის სისტემის არსებობის გარეშე.

არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობები/დაუმუშავებელი წყალი ენდემურ რეგიონებში

ჩამონარეცხი წყლის შერევა სასმელ წყალთან და მისი გამოყენება ნათესების საირიგაციოდ განაპირობებს წყლის და საკვების დაბინძურებას.

არა-დამაკმაყოფილებელი პირადი ჰიგიენა ენდემურ რეგიონებში

ინფიცირების რისკი ორმაგდება, თუ კონკრეტულ ოჯახში ბოლო პერიოდში უკვე აღინიშნა ტიფოიდური ინფექცია, ხელების დასაბანად არ გამოიყენება საპონი, ხდება საკვების გაზიარება ერთი ლანგარიდან, ან თუ ოჯახში არ არის ტუალეტი.[35]

ვიზიტი ენდემურ ქვეყნებში (მაგ. ინდოეთის სუბკონტინენტი, მექსიკა)

რისკი განსაკუთრებით მაღალია მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად ჩასულ მოგზაურთათვის: ანუ, ემიგრანტებისთვის, რომელნიც სამშობლოში დაბრუნდნენ.[17]

მგზავრობა ენდემური ქვეყნების არადამაკმაყოფილებელი სანიტარული ნორმების მქონე რეგიონებში

მოგზაურობა არადამაკმაყოფილებელი სანიტარული ნორმების მქონე სოფლის ტიპის დასახლებებში ასოცირებულია ინფიცირების მომატებულ რისკთან.

ჰიგიენის წესების იგნორირება ენდემურ ქვეყნებში მოგზაურობისას

საკვების და წყლის უსაფრთხოების მოთხოვნების დაუცველობა და წინასამგზავრო ინსტრუქტაჟის შეუსრულებლობა ზრდის რისკს 10-ჯერ.[36]

მოგზაურობა ინდოეთის სუბკონტინენტზე

ინდოეთის სუბკონტინენტზე მოგზაურობისას ტიფოიდური ინფექციის საერთო რისკი 18-ჯერ აღემატება რისკს, რომელნიც ნებისმიერ სხვა გეოგრაფიულ არეშია მოსალოდნელი.[5]

გახანგრძლივებული ვიზიტი ენდემურ ქვეყნებში

ამერიკელ მოგზაურთა შორის შემთხვევათა დაახლოებით 60% მოიცავს 6 კვირამდე ვადით დარჩენილ ვიზიტორებს, როდესაც შემთხვევათა მხოლოდ 5% მოიცავს ხანმოკლე ვიზიტებს (<1 კვირაზე).[37]

სუსტი

ანტაციდური/პროტონ-ტუმბოს ინჰიბიტორებით (PPI) მკურნალობა

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ზრდის ნაწლავური ინფექციებისადმი მიმღებლობას კუჭის მჟავიანობის შემცირებით. არატიფოიდური სალმონელას ინფექციის შემთხვევაში არსებობს მტკიცებულება ამ კავშირის არსებობის შესახებ და ასევე ითვლება, რომ ეს არის ტიფოიდური ცხელების მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორი.[34][38]​​[39]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას