დიფერენციული დიაგნოზები
მალარია
ნიშნები / სიმპტომები
შესაძლოა აღინიშნოს რეციდიული ცხელების დამახასიათებელი სურათი.
კვლევები
სისხლის ნაცხი მალარიის გამოსავლენად.
დენგე
ნიშნები / სიმპტომები
შესაძლოა იყოს თანხლებული დიფუზური გამონაყარით.
კვლევები
დენგეს სეროლოგიური გამოკვლევა (პოზიტიურია მხოლოდ ინფიცირების 1 კვირის შემდეგ). არასტრუქტურული ცილა 1 (NS1) აღმოჩენა.
რიკეტსიული ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
მოიცავს ტიფურ ცხელებებს.
ინფიცირებულ ართროპოდული ვექტორებით (ტკიპები, რწყილები, ტილები, ტკიპები) ექსპოზირების ისტორია.
ფუფხის არსებობა.
კვლევები
სეროლოგია რიკეტსიაზე.
ლეპტოსპიროზი
ნიშნები / სიმპტომები
როგორც წესი, დაუმუშავებელ წყალთან ექსპოზიციის შემდეგ (ცურვა, რაფტინგი და ა. შ.).
კვლევები
დადებითი სეროლოგია ან PCR.
მონონუკლეოზი
ნიშნები / სიმპტომები
ყელის ტკივილი და ლიმფადენოპათია.
კვლევები
ლიმფოციტოზი სისხლის საერთო ანალიზის მონაცემებით.
დადებითი სეროლოგია ან PCR.
ბრუცელოზი
ნიშნები / სიმპტომები
ექსპოზიცია არაპასტერიზებული რძის პროდუქტების მიმართ.
კვლევები
სეროლოგიური გამოკვლევის ან სისხლის კულტურის პოზიტიური შედეგი.
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რეგიონებში ან ტერიტორიაზე, სადაც ადგილი აქვს შიდა გავრცელებას, ან ახლო კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
კვლევები
რეალურ დროში რევერს ტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითია კორონავირუს 2-ით (SARS-CoV-2) RNA გამოწვეულ მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას